02/06/2026
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მე-4 გ კლასის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ ფესტივალზე “კითხვა- კითხვით”, შეხვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლებს, გ. კეკელიძესა და ი. ლაცაბიძეს. მონაწილეობა მიიღეს ზღაპრის შექმნაში, ჩაერთნენ კალიგრაფიის მასტერკლასში და საჩუქრებით ხელდამშვენებულები და ბედნიერები დაბრუნდნენ
15/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს მე- 4 დ კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი, სახელწოდებით “ არის ასეთი ქვეყანა”.
ბავშვებმა შეისწავლეს ლეგენდები და ფაქტები სამშობლოს ისტორიიდან, დააკვირდნენ სახელოვან წინაპართა ხასიათის შტრიხებს და ბრწყინვალედ განასახიერეს ისინი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პარალელური კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ და მათაც გაიზიარეს თანატოლთა ცოდნა და გამოცდილება.
მასწავლებელი: ნანი ბალახაძე
15/05/2026
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა.
მე-3გ კლასი.
მასწავლებელი: ელნაზი ზაზაშვილი
10/05/2026
ვამაყობთ ჩვენი III ბ კლასელების წარმატებით! ✨
სასკოლო ოლიმპიადაში — „ტვინების ბრძოლა“ — გუნდმა ღირსეული II ადგილი მოიპოვა და საკუთარი კლასი წარმატებით წარმოაჩინა. 💙
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბავშვები ჯერ პატარები არიან ასეთი ასპარეზობისთვის და ეს მათთვის პირველი მონაწილეობა იყო, რომელიც დიდი მონდომებითა და შესანიშნავი შედეგით დააგვირგვინეს. 🌟
გუნდის წევრები:
კაპიტანი — ნატალი ელაშვილი,
ნუკა ბერელიძე, ლილე ლორთქიფანიძე, გიორგი ქარდავა, ბარბარე თაბაგარი და ანდრია ბლუაშვილი.
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ მრავალ წარმატებას, გამარჯვებასა და საკუთარი შესაძლებლობების ნათლად წარმოჩენას! ✨
კლასის ხელმძღვანელი — ნათია ლილუაშვილი.
30/04/2026
29 აპრილს ,172-ე საჯარო სკოლის 'ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" წევრებმა(კოორდინატორი ზ. ტვილდიანი,ხელოვნების მასწავლებელი ნ.ოდიკაძე) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია 'დავითიანის" ინიციატივით, საკრებულოში გამართულ' წიგნის ყდის" კონკურსში.
18/04/2026
14 აპრილს, 3გ კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღე აღნიშნეს. მათ მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ დღის შესახებ, ისაუბრეს ბარბარიზმებზე, მოეფერნენ ქართულ ენას და პირობა დადეს, რომ მუდამ მისი დაცვის სამსახურში იდგებიან.
მასწავლებელი: ელნაზი ზაზაშვილი
16/03/2026
მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა, წიგნიერების შესახებ სასკოლო პროექტის ფარგლებში, წაიკითხეს არჩილ სულაკაურის ნაწარმოები "სალამურას თავგადასავალი" , ნახეს ამავე სახელწოდების სპექტაკლი, შემდეგ კი, პერსონაჟებზე დაკვირვებით, აირჩიეს სასურველი როლები და თავადაც წარმოადგინეს სახალისო და მეტად შთამბეჭდავი ღონისძიება.
მასწავლებელი: ნანი ბალახაძე
08/02/2026
კითხვის პროექტის ფარგლებში 4გ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს გიორგი კეკელიძის “ კუპატას თავგადასავალი”. მოამზადეს მრავალი აქტივობა; კერძოდ დაახასიათეს კუპატა, მისწერეს წერილი ავტორს, შექმნეს დიორამები, გაეცნენ მწერლის ბიოგრაფის და პრეზენტაციაზე მხიარული განწყობით შეხვდნენ წიგნის ავტორს🙏გაიმართა დისკუსია, მიიღეს პასუხი კითხვებზე, დაიკმაყოფილეს ცნობისმოყვარეობა❣️მიიღეს სამახსოვრო ავტოგრაფები. ასევე იქიდან გამომდინარე რომ წიგნი მიძღვნილია ავტორის გოგონა -კეკესთვის სიმბოლურად ვაჩუქეთ კუპატა💖პროექტი გრძელდება.