14/05/2026
⭐️ არგამოსატოვებელ ამბავზე!
🍀 ხვალ, 11:00 საათიდან ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გრიშაშვილისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენციით ძვირფას ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი, თქვენ კი ძველი ქალაქის მარადიულ სულს ისტორიით, ლიტერატურითა და ხელოვნებით შეეხებით.
✍️15 მაისს ,,ტფილისური ბოჰემის“ ფარდა არაჩვეულებრივი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის გაიხსნება, დარბაზს კი ყურადღებას ვთხოვთ, რადგან ერთი დღით მრავალსახა ამბის მოწმენი თავადაც გახდებით.
⭐️ მოინიშნეთ, გელით.
13/05/2026
☘️ძვირფასო მეგობრებო,
ელექტროენერგიის პრობლემის გამო, დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ვეღარ მოგემსახურებათ
🌼 ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში ვართ და გულით გელით
08/05/2026
⭐️ არსებობს კარგი და უკეთესი სამეცნიერო სიახლეები. უკეთესები ქართველ მეცნიერებზეა, საუკეთესოებში კი არაჩვეულებრივ ქალ მეცნიერთა ღვაწლზე ვყვებით.
☘️ თვალი ადევნეთ ჩვენი სამეცნიერო სიახლეების გვერდს.
✍️ლინკი კომენტარში:
07/05/2026
🌿 ჩრდილში გათამაშებულ სიყვარულის ამბებს სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბლოგზე წაიკითხავთ.
🌸 იმ სხვა ცხოვრებაში კი ბევრი საიდუმლო, ინტრიგა და მინდვრის ყვავილია.
✍️ბლოგის ლინკი კომენტარში:
29/04/2026
💫ირგვლივ მომავალია: დგას, თვლემს, ხმაურობს, ჩვევებს გვიცვლის და ახალ კონტექსტებს ხაზავს. ბიბლიოთეკაც ნელა გარდაიქმნება სივრცედ, სადაც წიგნებზე მნიშვნელოვანი მათი მნიშვნელობის განსაზღვრაა.
⭐️ როგორ მოვამზადოთ ბიბლიოთეკა მომავლის გამოწვევებისთვის?
✍️ ამ ბლოგში სამეცნიერო ბიბლიოთეკა, Ebsco-ზე დაყრდნობით, 5 რეკომენდაციას გთავაზობთ.
დღეს ბიბლიოთეკაზე ვიფიქროთ, ხვალ კი ბიბლიოთეკარის დღეზე დაგელოდებით
👇 ბლოგის ლინკი კომენტარში: