ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office, Government Organization, ჟიული შარტავას ქუჩა N7, Tbilisi.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია

სამსახურის მიზანია, თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა.

ამოცანები:
• თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
• თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებისა და ცნობადობის ამაღლებისთვ

11/04/2026
Photos from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office's post 12/03/2026

📊მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსებული საწარმოების მონიტორინგი გრძელდება

🔵ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ მეწარმეებს აქტიურად ხვდება და მათ საქმიანობას ადგილზე ეცნობა.
სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია კიდევ რამდენიმე დაფინანსებულ საწარმოს ესტუმრა.
🔵მონიტორინგის ფარგლებში, პროგრამის რეალური შედეგების შეფასება ხდება — როგორ აისახა თანადაფინანსება საწარმოების ზრდაზე, წარმოების პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
🔵 პროგრამით უკვე 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმემ ისარგებლა და საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინა.
🤝მეწარმეებთან შეხვედრები და საწარმოების მონიტორინგი სამომავლოდაც გაგრძელდება.

#მეწარმეებისხელშეწყობა
#მცირებიზნესისმხარდაჭერა

Photos from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office's post 04/03/2026

🏆ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს კომპანია „ეფეს საქართველოსგან“ ჯილდო გადაეცა

🤝თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ეფეს საქართველოსთან“.
პარტნიორობის ფარგლებში, სამსახურის მხარდაჭერით არაერთი მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის, კომპანიამ წარმატებით გამართა „ოქტობერფესტი 2025“, რომელიც დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
♻️კომპანია ასევე აქტიურად მონაწილეობს ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის ეფექტიან თანამშრომლობას.
➡️ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, "ეფეს საქართველოსა" და ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
➡️ „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური ჯილდო გადასცა.

04/03/2026

♻️ თბილისის მთავრობის სხდომა

Photos from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office's post 23/02/2026

✅ბაგების დასახლებაში ახალი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დასრულდა

🔶ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ბაგების დასახლებაში რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დაასრულა.
შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ასევე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ალექსანდრე ასათიანი ადგილზე გაეცნენ.
🗺️ ბუნებრივ გარემოზე მორგებული 5,2 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი საკანდელიძის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილსა და რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ტერიტორიას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე დედაქალაქის ვიზიტორებისთვის.
➡️საფეხმავლო ბილიკის პროექტი თბილისის მერიას ფონდმა „განვითარება და გარემომ“ უსასყიდლოდ გადასცა.
🌳პროექტის მთავარი მიზანი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებით ეკოლოგიურ გარემოში ახალი საფეხმავლო მარშრუტის შექმნა იყო. სწორედ ამიტომ, ტერიტორია ავთენტურობის დაცვითა და მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით მოეწყო. კერძოდ, ბილიკი გაიკვალა გრუნტის დამუშავების გზით, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები და პანორამული გადასახედი, განთავსდა ხის მასალისგან დამზადებული სკამები. ამასთანავე, განთავსდა მარშრუტის აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფა და შესაბამისი მონიშვნები.
✅ ახალი საფეხმავლო ბილიკი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოქალაქეებს აქტიური დასვენებისა და ბუნებრივ გარემოში გადაადგილების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.

#საფეხმავლობილიკი
#ტურისტულიმარშრუტი

23/02/2026

📍ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ბაგების დასახლებაში რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დაასრულა.
🔸შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ასევე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ალექსანდრე ასათიანი ადგილზე გაეცნენ.
🔸 ბუნებრივ გარემოზე მორგებული 5,2 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი საკანდელიძის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილსა და რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ტერიტორიას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე დედაქალაქის ვიზიტორებისთვის.
➡️საფეხმავლო ბილიკის პროექტი თბილისის მერიას ფონდმა „განვითარება და გარემომ“ უსასყიდლოდ გადასცა.
🌳პროექტის მთავარი მიზანი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებით ეკოლოგიურ გარემოში ახალი საფეხმავლო მარშრუტის შექმნა იყო. სწორედ ამიტომ, ტერიტორია ავთენტურობის დაცვითა და მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით მოეწყო. კერძოდ, ბილიკი გაიკვალა გრუნტის დამუშავების გზით, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები და პანორამული გადასახედი, განთავსდა ხის მასალისგან დამზადებული სკამები. ამასთანავე, განთავსდა მარშრუტის აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფა და შესაბამისი მონიშვნები.
✅ ახალი საფეხმავლო ბილიკი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოქალაქეებს აქტიური დასვენებისა და ბუნებრივ გარემოში გადაადგილების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.

#საფეხმავლობილიკი
#ტურისტულიმარშრუტი

Photos from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office's post 21/02/2026

📍თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით, ტურისტული გიდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
✅ ღონისძიებას ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია დაესწრო და გიდებს პროფესიული დღე მიულოცა.

🌎გიდების საერთაშორისო დღე 1987 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. ამასთანავე, საქართველოს გიდების ასოციაციას დაარსებისა და აქტიური საქმიანობის 16 წელი შეუსრულდა.
✅ასოციაციის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქმიანობის შემეჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.
საიუბილეო ღონისძიებაზე, ასოციაციის ახალ წევრებს საზეიმო ვითარებაში გიდის მოწმობები, ხოლო კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
♻️ღონისძიებას ასოციაციის წევრებთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაციები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#გიდებისსაერთაშორისოდღე
#თბილისისტურიზმი

Photos from ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office's post 19/02/2026

🔵 „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით“ თანადაფინანსებული საწარმოების მონიტორინგი მიმდინარეობს

✅ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

📍 სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია სხვადასხვა სფეროში მოქმედ მეწარმეებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრების მიზანი იყო პროგრამის შედეგების შეფასება და ბიზნესების განვითარების რეალური პროგრესის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ შეფასება ეფუძნება არა მხოლოდ შეძენილ ტექნიკასა და აღჭურვილობას, არამედ საწარმოების ზრდის დინამიკას და გაზრდილ წარმოებას.
მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანად დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები და გაძლიერდეს მხარდაჭერის მექანიზმები, რათა მიკრო და მცირე ბიზნესმა უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დედაქალაქის ეკონომიკურ ზრდაში.

♻️თანადაფინანსების პროგრამით უკვე 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმემ ისარგებლა. მათ საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინეს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა როგორც წარმოების პროცესი, ისე პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი.

🤝პროგრამის ფარგლებში მეწარმეებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

#მეწარმეებისხელშეწყობა
#მცირებიზნესისმხარდაჭერა

17/02/2026

🎙️ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია, რადიო იმედის ეთერში

♻️ თემა - “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა"

#მეწარმეებისხელშეწყობა
#მცირებიზნესისმხარდაჭერა

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ჟიული შარტავას ქუჩა N7
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00