თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo

Share

˙·٠•● WWW. ZOO. GE ●•٠·˙

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, სხვად

01/06/2026

🎈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის ზოოპარკში!

🥳 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკში დიდი მხიარულებით ვხვდებით.

🤩 გასართობი პროგრამა 16:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

❓ რას დაგახვედრებთ?

🟢 გასართობი შოუები:

✔️ ქიმიური შოუ;
✔️ ქაფის შოუ;
✔️ ჯამბაზი;
✔️ ილუზიონისტი.

❓ კიდევ?

🐻🐼🦁 აბა, ეს მხიარულება მოუსვენარი ანიმატორებისა და კოსტიუმირებული გმირების გარეშე როგორ ჩაივლის? ისინიც თქვენ გვერდით იქნებიან და საპირველივნისო განწყობას გაგიფერადებენ.

🥰 გელით მოუთმენლად!

22/05/2026

🐾 კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ 2026

📣 II ტურში გადასულ მოსწავლეთა სია

✅ მათე ხიჯაკაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. კიცხის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ მარიამ შარაშიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ გიორგი კუპრავა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ ნინო ვეშაგური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ დეა ტაკიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ ელენე ბოლქვაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ ბარბარე ბლაგიძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ ანამარია გაფრინდაშვილი
თბილისის 114-ე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

✅ ელენე ჯანაშია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე

✅ ხატია გუგუჩაშვილი
ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე

✅ მარიამ ჩიქობავა
როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სარეკის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე

✅ ლიკა ტაბატაძე
შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე

✅ ნანა ბერძენიშვილი
თბილისის 195-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

✅ ლევან წაქაძე
აკაკი წერეთლის სახელობის სოფ. სვირის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

✅ ელენე სხვიტარიძე
თბილისის 114-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

❗️ II ტურში გადასულ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

II ტურში გადასული მოსწავლეები ნაშრომს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში წარმოადგენენ.

II ტური გაიმართება 1 ივნისს. დასაწყისი: 12:00 საათი.

პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Power Point-ში ან რომელიმე მსგავს პროგრამაში (Google Slides, Canva და სხვა).

ტექნიკური ხარვეზების თავიდან ასაცილებლად პრეზენტაცია წინასწარ უნდა გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected], არაუგვიანეს 28 მაისისა.

🟢 პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

შეფასების მაქსიმალური ქულა: 5

✔️ მოხსენება ლაკონიურია (5-7 წთ): 1 ქულა;
✔️ კარგადაა გადმოცემული ნაშრომის არსი: 1 ქულა;
✔️ მონაწილე ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს: 2 ქულა;
✔️ ნაშრომის პრეზენტაციისას გამოყენებულია ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხი (სქემები, ფოტოები, ნახატები): 1 ქულა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 5 ივნისს, 14:00 საათზე

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

❤️ გისურვებთ წარმატებას!

20/05/2026

🐻🐺 ცხელ-ცხელი ახალი ამბები ახალი ზოოპარკიდან 🥰

18/05/2026

🐾 პატარა ექსკურსია დიდ ახალ ზოოპარკში 💚

06/05/2026

❗️ 🐘 საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ჩვენი მდედრი სპილო მალკას ე.წ. „სტერეოტიპულ“ ქცევასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მადლობა ყველას, რომ ასე გადარდებთ ცხოველების ბედი. ეს გულგრილობიდან თანაგრძნობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია და კარგია, როდესაც ხმამაღლა ვამბობთ იმას, რაც არ მოგვწონს. რეაგირებას მოჰყვება ცვლილებები. უბრალოდ აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი: რამდენად ჯანსაღია რეაქცია? რამდენად კონსტრუქციულია კრიტიკა? რამდენად ვიცნობთ რეალურად არსებულ მდგომარეობას?

დიახ, ჩვენს სპილო მალკას ბავშვობიდან აქვს შემორჩენილი ე.წ. „სტერეოტიპული“ ქცევა, რაც გულისხმობს ერთი და იმავე მოძრაობის განმეორებას დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პოსტებში, მაგრამ, რადგან გაჩნდა ინფორმაციის ხელახლა გავრცელების აუცილებლობა, არ დაგზარდებით და დეტალურად აგიხსნით არსებულ მდგომარეობას.

ჩვენი აზიური სპილო მალკა 1997 წელს ლაოსში, ველურ ბუნებაში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ის სპილოების „ბანაკში“ მოხვდა, სადაც მას, როგორც სხვა სპილოებს, საყოფაცხოვრებო ან ტურისტული მიზნებით გამოსაყენებლად ამზადებდნენ. წვრთნის მეთოდები არც ისე ჰუმანურია: ამგვარ ბანაკებში ცხოველებს ტრადიციული „მაჰუტები“, ანუ სპილოების გამყოლები/მწვრთნელები, ჯაჭვებით აბამენ და „ანკუშებით“ (სპეციალური წვეტიანი კაუჭები) წვრთნიან. იქ არ არსებობს ვოლიერები. ხშირად ცხოველები უბრალოდ ტყეში ჰყავთ დაბმული და იქ ავარჯიშებენ. სპილოებს, როგორც წესი, დაახლოებით 1 წლის ასაკში ატყვევებენ, რადგან ამ ასაკში ცხოველი უფრო ადვილად იწვრთნება, ვინაიდან პატარა, სუსტი, მორჩილი, დამყოლი და ნაკლებად აგრესიულია. ლაოსიდან მალკა მეორე სპილოსთან, ბაჩოსთან ერთად ალმატის ზოოპარკში მოხვდა, რის შემდეგაც, 2001 წელს ორივე თბილისის ზოოპარკში ჩამოვიდა. მიღებული სტრესის შედეგად მალკას უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა სტერეოტიპული, ნერვული ქცევა, რომელიც ერთ ადგილას დგომასა და ქანაობაში გამოიხატებოდა.

მსგავსი ნერვული ქცევები ადამიანებშიც გვხვდება. მათი სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიძლება გამოვლინდეს უნებლიე, სწრაფ, განმეორებად მოძრაობაში ან ბგერებში – ტანის ქანაობა, ხელების ქნევა, თითების წვალება, თვალების ხშირი ხამხამი, მხრების უნებლიე აჩეჩვა, სახის მანჭვა, თავის ქნევა, ჩახველება, ყელის ჩაწმენდა, სრუტუნი ან სიტყვების/ბგერების უნებლიე წარმოთქმა და ა.შ.

ზოოპარკში მოხვედრის შემდეგ აღარ არსებობდა გარე გამღიზიანებელი ფაქტორები: ჯაჭვები, ლაოსის ბანაკში არასათანადო პირობებში ყოფნით გამოწვეული სტრესი და არაჰუმანური მოპყრობა, მაგრამ იმ პერიოდიდან შემორჩენილ ნერვულ ქცევას მალკა დღემდე ავლენს. მაგალითად, როდესაც კვების დრო ახლოვდება და ის მოლოდინშია, ერთ ადგილას დგას და ქანაობს. ამ შემთხვევაში ეს ქცევა მოლოდინს გამოხატავს. შედარებისთვის: როდესაც ჩვენ ვიღაცას ველოდებით და ეს ვიღაც იგვიანებს, რას ვაკეთებთ? ერთ ადგილზე არ ვდგავართ – ბოლთას ვცემთ (ვიწყებთ აქეთ-იქით სიარულს), ახლო-მახლო არსებულ მაღაზიაში შევდივართ ან მობილურით ვერთობით. ანუ დრო გაგვყავს. ცხოველების შემთხვევაში ეს სტერეოტიპული ქცევით გამოიხატება. მალკამ შეიძლება რაიმე სხვა გარემოების გამოც დაიწყოს მოძრაობა. მაგალითად, ამჟამად ჩვენს მამრ სპილოს გამრავლების პერიოდი აქვს და ცოტა „უზნეოდ“ იქცევა ვოლიერში, ამიტომ „ქმარი“ დროებით ცალკე ვოლიერში გვყავს გადაყვანილი და მარტოდ დარჩენილი „მეუღლე“ ამაზეც თავისებურად რეაგირებს.

შევაჯამოთ: მიუხედავად იმისა, რომ ნერვული ქცევის გამომწვევი პირველადი მიზეზები აღმოფხვრილია, ეს სტერეოტიპული ქცევისგან სრულად გათავისუფლებას არ ნიშნავს. მაგრამ, ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველი ჯანმრთელი არაა და თავს ცუდად გრძნობს. ორიოდ კვირის წინ თბილისის ზოოპარკს სტუმრობდნენ ვეტექიმები სამხრეთ აფრიკიდან, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენი სპილო ჯანმრთელია და შესანიშნავ ფორმაშია.

დღესდღეობით ზოოპარკში უდიდესი ყურადღება ეთმობა როგორც სპილოების ფიზიკურ, ისე ემოციურ და მენტალურ მდგომარეობას. ამჟამად თბილისის ზოოპარკში სპილოების გერმანელი სპეციალისტი, დიპლომირებული ბიოლოგი ტობიას დორნბუში მუშაობს და აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეოს, სადაც ის დეტალურად საუბრობს სპილოების ყოველდღიურ ყოფაზე: როგორ იკვებებიან, როგორ ერთობიან სხვადასხვა აქტივობით, როგორ ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე, როგორ უტარებენ სხვადასხვა პროცედურას ან ვეტერინარულ შემოწმებას... თემის მოცულობიდან გამომდინარე, დღეს მხოლოდ ტობიასის კონკრეტული კომენტარით შემოვიფარგლებით, რომელიც მალკას სტერეოტიპულ ქცევას შეეხება.

თბილისის ზოოპარკი ყოველთვის იყო და არის გახსნილი საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. თუკი რაიმე კითხვა გაქვთ ან დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, თავისუფლად შეგიძლიათ მოგვწეროთ, მობრძანდეთ, გაგვესაუბროთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ გადარდებთ ცხოველების ბედი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ტალახის სროლისა და თავისი საქმის მოყვარული პროფესიონალების შეურაცხყოფისა და ჩაქოლვის საფუძველი.

01/04/2026

💚 ხომ გახსოვთ, ამ ზაფხულს ახალი ზოოპარკის გახსნისთვის რომ ვემზადებით? ამჟამად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებაც.

ზოოპარკის ვეტექიმი, ადამ ფოცხვერია, მეუღლესთან, ექიმ-ლაბორანტ ევა აფთარაულთან ერთად, თავისუფალ დროს ეგზოტიკური მცენარეების თესლით, კალმითა და გადაწვენით გამრავლება-მყნობითაა დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე მწერიჭამია მცენარეების, ნეპენთესების (Nepenthes rajah Borneo), ჩითილები გამოიყვანა. მცენარის თესლები ჩვენმა მკვლევრებმა კუნძულ ბორნეოდან, ინდონეზიის ზოოპარკებში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ჩამოიტანეს. ბ-ნი ადამის ჰიპოთეზური მიგნების თანახმად, ამ მცენარის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა რწყილების, ტკიპებისა და ათასი ოხრობის რაოდენობის შემცირება. ამ პარაზიტების პოპულაციების სეზონური აფეთქებები დიდ პრობლემებს უქმნის ზოოპარკის ბინადრებს. ცხოველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიის შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას ვერიდებით, ამიტომ მწერიჭამია მცენარეების გამრავლება ბიოლოგიური მეთოდით ბრძოლის საუკეთესო გზა იქნებოდა.

🪴 ქ-მა ევამ ჩითილები ადრე შემოდგომაზე, იაროვიზაციის (თესლის წინასწარი გაყინვა დათესვის წინ) საშუალებით გამოიყვანა, რაც მცენარის წარმატებულ გამოზამთრებას უზრუნველყოფდა. 23 ნერგიდან 19 თხლე და უგვანი გამოდგა. გადარჩენილი ოთხი ძირი გვიან შემოდგომაზე, სხვადასხვა ვოლიერში, მათ შორის, ფოცხვერების ვოლიერშიც, დარგო. მოგეხსენებათ, რომ მტაცებლების გახილვა (პარაზიტებისგან გასუფთავება) რთული და სახიფათო პროცედურაა.

ფოცხვერების ვოლიერში დარგულმა ჩითილმა კარგად გამოიზამთრა, რასაც დიდთოვლობამაც შეუწყო ხელი. პირველი ფოთლები მარტის დასაწყისში ამოიწვერა. თავიდანვე თვალშისაცემი იყო ფოთლების უჩვეულო მონაცრისფრო-მოყავისფრო, ლაქებიანი შეფერილობა. ფოთლები ბუსუსებით იყო დაფარული, დოქისებრ ყვავილებს კი ეკლიანი ტოტები ჰქონდა გარშემორტყმული.

🌱 აღფრთოვანებული ვეტექიმი ცივ ნიავს არ აკარებდა თავის შვილობილს და მიწას პერიოდულად დომბის დამწვარი ნაკელით ანოყიერებდა. ერთ დღესაც, მოსარწყავად მისულს, მცენარე ორი მეტრით გადანაცვლებული დახვდა. სასწრაფოდ ვიდეოკამერების ჩანაწერების სანახავად გაეშურა, რადგან ეგონა, რომ ნეპენთესი მისი ნებართვის გარეშე გადარგო ვიღაცამ. გამოცდილი ვეტექიმი თვალებს არ უჯერებდა – ჩანაწერში გარკვევით ჩანდა, რომ მცენარემ ფრთხილად ამოწია ფესვები და მოშორებით გადაპოჭიკდა, ეკლებიანი საცეცი მიწაში ტუცა, სასოწარკვეთილი ვირთხა ამოიყვანა, თავის დოქისებრი ფორმის ღრმა ყვავილში გადაუძახა და ფესვები ისევ მიწაზე გართხა.

ნანახით შემცბარმა ადამმა ინფორმაცია ადმინისტრაციას მოგვაწოდა და საქმეში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა.

კვლევაში ინდონეზიელი კრიპტოზოოლოგი, ბუ სუსი ორო ორო რაია (ბუ ინდონეზიურად, ბაჰასას ენაზე, ქალბატონს ნიშნავს), ჩაერთო. ჩვენი ლაბორატორიიდან გაგზავნილ ბიოლოგიურ მასალაში ნეპენთესისა (Nepenthes rajah Borneo) და ფოცხვერის (Felis Lynx) დნმ-ის ფრაგმენტები აღმოჩნდა. აღნიშნული ფაქტი ფოცხვერის დნმ-ის ფრაგმენტების მცენარის ორგანიზმში შეღწევას ადასტურებდა. აქედან დასკვნა: მოხდა კროსინგოვერი, ანუ გენეტიკური მასალის აღრევა.

დაარქივებული ვიდეომასალის გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს მცენარე იყო დარგული, ხშირად კოტრიალობდნენ და ტერიტორიას შარდით ნიშნავდნენ ჩვენი ფოცხვერები, მათ შორის ესტრუსის (ანუ შეწყვილების პერიოდის) დროს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ორივე ფოცხვერი მდედრია. როგორც ჩანს, ესტრუსის დროს გამოყოფილი გამონადენი ნიადაგში ხვდებოდა და გამდნარ თოვლთან ერთად მცენარეში შეიწოვებოდა. პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა იაროვიზაციამ, რომელმაც ნუკლეოტიდური შიმშილი გამოიწვია. რა არის ნუკლეოტიდური შიმშილი? ამ ფენომენის დროს ე.წ. „პრედატორ“ რნმ-ები ნუკლეოტიდებსა და დნმ-ის ფრაგმენტებს იტაცებენ გამოზამთრების შედეგად დეგენერირებული ქსოვილების რეგენერაციისთვის.

🐾+🍃 ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფოცხვერის გენი მცენარის გენეტიკურ სტრუქტურაში ჩაშენდა და, შედეგად, მცენარისა და ცხოველის უცნაური ჰიბრიდი მივიღეთ.

💫 ამ ახალ ორგანიზმს Nepelynx Lotkinae, ანუ ლოტკინის ნეპელინქსი ვუწოდეთ.

ნეპელინქსის დეტალური დათვალიერებისას გაირკვა, რომ ის, რაც ჩვენ ეკლები გვეგონა, ჩასაკეცი „კლანჭები“ ყოფილა, რომელთა საშუალებითაც მტაცებელი მცენარე მსხვერპლს მოიპოვებს. ზოოპარკის ვიდეოკამერების ჩანაწერების ანალიზმა ცხადყო, რომ მცენარის გადაადგილების მაპროვოცირებელი ვირთხის სოროს სიახლოვე აღმოჩნდა. ჩვენი ვეტექიმების დაკვირვებით, მას განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს ფოცხვერებთან, არაფერს ერჩის და ქარის დროს მისი ფოთლების ნაზი შრიალი კატის კრუტუნს მოგვაგონებს.

ჯერჯერობით ბუნდოვანია, იძლევა თუ არა მცენარე ნაყოფიერ შთამომავლობას. სამომავლოდ, თუ მის გამრავლებასა და ზოოპარკის ტერიტორიაზე მოშენებას შევძლებთ, ეს ძირეული გარდატეხა იქნება მღრღნელებთან ბრძოლის საშვილიშვილო საქმეში. რაც შეეხება პარაზიტებს, ნეპელინქსის ყვავილობამდე მტაცებლების გახილვას ჩვენი ვეტექიმები გააგრძელებენ.

30/03/2026

🟢 მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“

🔴 საქართველოს სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!

2026 წლის 1 ივნისს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. კონფერენცია ეძღვნება ბიომრავალფეროვნებისა (22 მაისი) და გარემოს დაცვის (5 ივნისი) საერთაშორისო დღეებს.

✔️ კონფერენციის მიზანია:

• მოზარდთა ეკოლოგიური (კონსერვაციული) განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება, ინფორმირება და ჩართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში;
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

🟢 2026 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა: „მე და ჩემი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება“

✔️ კონფერენციის თემატიკა:

• საქართველოს (კავკასიის) ბიომრავალფეროვნება და მისი კონსერვაცია;
• საქართველოს ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზები და ძირითადი საფრთხეები;
• საქართველოს (კავკასიის) ეკოსისტემები და მათი შენარჩუნების მნიშვნელობა.

✔️ მოცემული თემატიკის ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ან საკუთარი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით:

• შეისწავლონ საქართველოს ფაუნის წარმომადგენლები: გავრცელების არეალი, ქცევის თავისებურებები, პოპულაციისა და ჰაბიტატის მდგომარეობა, ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა, კონსერვაციული სტატუსი, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული პრობლემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• გამოიკვლიონ ჩვენი ქვეყნის წითელ ნუსხაში ამა თუ იმ სახეობის მოხვედრის მიზეზები და დასახონ მათი აღმოფხვრის გზები;
• შეისწავლონ პრობლემური სახეობები (მტაცებელი ცხოველები) და დაეხმარონ საზოგადოებას მათთან თანაარსებობის გზების მოძიებაში;
• დაასაბუთონ ამა თუ იმ სახეობის შენარჩუნების (კონსერვაციის) აუცილებლობა;
• შეისწავლონ ბუნებაში ადამიანის ქცევისა და საქმიანობის (ჰესების, გზებისა და გვირაბების მშენებლობა, წიაღისეულის მოპოვება და სხვა) შედეგები (დადებითი და უარყოფითი) კონკრეტულ სახეობებთან მიმართებაში;
• იმსჯელონ მოსახლეობის მიერ ბუნებიდან ცხოველებისა (იგულისხმება ცხოველთა ყველა კლასის წარმომადგენელი) და მათი ნაშიერების თვითნებურად ამოყვანით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე.

✔️ კონფერენციის თემაზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს:

• ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევასა და რეალისტურ შეფასებაში;
• კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
• საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ბუნებაში სწორი ქცევის ჩამოყალიბებაში.

🔴 კონფერენციაში მონაწილეობის პირობები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაზო (VII-X) და საშუალო (XI-XII) საფეხურის მოსწავლეებს.

🟡 ნაშრომის წარდგენის პირობები

✔️ I ტური

1. ნაშრომის შინაარსი: კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი უნდა ესადაგებოდეს კონფერენციის თემას;
2. ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები: ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით; სიტყვების რაოდენობა: არანაკლებ 1200 (დაახლოებით 3 A4 ზომის ნაბეჭდი გვერდი); შრიფტი: 12, სტრიქონებს შორის დაშორება: 1.15;
3. რეზიუმე: ნაშრომს თან უნდა ერთოდეს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა);
4. ნაშრომის შესრულების დროს დაუშვებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება (AI).
5. ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს მითითებულ ვადაში, შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]. ვადის გადაცილების შემთხვევაში ნაშრომი არ მიიღება.

❗️ ყურადღება: თემის მიღების შემდეგ გამოგეგზავნებათ დადასტურება. თვალყური ადევნეთ თქვენს ელფოსტას და შეამოწმეთ, დადასტურდა თუ არა ნაშრომის მიღება. ელფოსტის საშუალებით განხორციელდება მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაციაც.

❗️ ყურადღებით შეამოწმეთ თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდი. ყველა მიმდინარე ინფორმაცია კონფერენციის ეტაპების შესახებ ზოოპარკის Facebook გვერდზე განთავსდება.

🟡 ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები

✔️ I ტური

წერილობითი ნაშრომის შეფასების მაქსიმალური ქულა: 10

• ნამუშევრის შინაარსი შეესაბამება კონფერენციის თემას: 2 ქულა;
• ნაშრომი წარმოდგენილია ბეჭდური სახით და დაცულია ზემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები (სიტყვების რაოდენობა: არანაკლებ 1200 (დაახლოებით 3 A4 ზომის ნაბეჭდი გვერდი); შრიფტი: 12, სტრიქონებს შორის დაშორება: 1.15): 2 ქულა;
• ნაშრომს წამძღვარებული აქვს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა): 1 ქულა;
• წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. გამოყენებული ლიტერატურა სანდოა და მრავალფეროვანი: 1 ქულა;
• ნამუშევარში წარმოდგენილი საკითხი სიღრმისეულადაა გაანალიზებული (პრობლემის გამოვლენა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, გადაჭრის გზების ავტორისეული ხედვა და სხვა): 4 ქულა.

🟡 პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

✔️ II ტური

პრეზენტაციის შეფასების მაქსიმალური ქულა: 5

❗️ ყურადღება: პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო მკაცრად შეზღუდულია და შეადგენს 5-7 წუთს.

• მოხსენება ლაკონიურია (5-7 წთ): 1 ქულა;
• კარგადაა გადმოცემული ნაშრომის არსი: 1 ქულა;
• მონაწილე ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს: 2 ქულა;
• ნაშრომის პრეზენტაციისას გამოყენებულია ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხი (სქემები, ფოტოები, ნახატები): 1 ქულა.

🟡 საორგანიზაციო ნაწილი

კონფერენცია ტარდება ორ ტურად:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით.

❗️ ყურადღება: რეგისტრაციისას მითითებული უნდა იქნას მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელფოსტა).

რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 30 მარტიდან 9 აპრილამდე.

რეგისტრაცია დაიხურება 9 აპრილს.

ნაშრომების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12-დან 15 მაისამდე.

კონფერენციის II ტურში გადასულთა სია გამოქვეყნდება 2026 წლის 22 მაისს თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე.

2026 წლის 1 ივნისს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში შედგება II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაცია.

🟡 II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი

1 ივნისი:
12:00-14:30: I სესია;
14:30-15:00: შესვენება;
15:00-17:30: II სესია.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 5 ივნისს, 14:00 საათზე

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

💚 გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.

ტელ.: 595906790
ელფოსტა: [email protected]

👇 კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:

https://forms.gle/kV7s8pv9TX6b2oxN9

28/02/2026

❗️ განცხადება ❗️

❄️ ძვირფასო მეგობრებო, დიდთოვლობასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოოპარკი დღეს, ხვალ და ზეგ, 28 თებერვალს, 1 და 2 მარტს, არ იმუშავებს.

🙏 ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

14/02/2026

🦁❄️ რომანტიკული სასიყვარულო წიაღსვლების ნაცვლად დღეს იმ ვიდეოს გაგიზიარებთ, რომელიც შანის დიდთოვლობის დილას გადავუღეთ.

❤️ განა ნაკლებად უყვართ მათ, ვინც სიყვარულის გამოხატვას სიტყვებით ვერ ახერხებს?

#შანი #ლომი #ბოკვერი #თბილისისზოოპარკი

04/02/2026

‼️ განახლება: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საკვირაო ზოოსკოლის ყველა ჯგუფი და სათადარიგო სია ელვის სისწრაფით შეივსო 💚 ბოდიშს გიხდით, რომ ამ ეტაპზე ბავშვების მიღების შესაძლებლობა აღარ გვაქვს. იმედია, სამომავლოდ უფრო მეტი ჯგუფის დამატებას შევძლებთ ❤️

🔴 თბილისის ზოოპარკი აცხადებს რეგისტრაციას ბავშვთა საკვირაო ზოოსკოლის საგაზაფხულო კურსზე.

🟢 მეცადინეობებზე მოსწავლეები:

✔️ მიიღებენ ინფორმაციას ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროზე, მათ ქცევასა და როლზე ეკოსისტემაში, საბინადრო არეალებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე სხვა ცოცხალ არსებებთან და ა.შ.;
✔️ თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ყოველდღიურ ცხოვრებაში: კვება, დასუფთავება, გარემოს გამდიდრება;
✔️ მოისმენენ ცხოველების პირად ისტორიებს;
✔️ გაეცნობიან ბუნებაში ქცევისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს;
✔️ გაითავისებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ადამიანთა კეთილდღეობისთვის.

გაკვეთილები ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

🟡 დასაწყისი: 14 მარტი;
🟡 გაკვეთილების რაოდენობა: 8;
🟡 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60-90 წთ (ასაკის მიხედვით);
🟡 მოსწავლეთა ასაკი: 5-დან 16 წლამდე;
🟡 მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 15.

🟢 მეცადინეობების განრიგი:

🟡 5-6-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 13:00;
🟡 7-8-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 11:00;
🟡 9-11-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 13:00;
🟡 12-15-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 11:00.

🟢 რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია:

✔️ ბავშვის სახელი და გვარი;
✔️ დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
✔️ მშობლის/მეურვის სახელი და გვარი;
✔️ საკონტაქტო ნომერი.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონულად 5-დან 28 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00-დან 15:00 საათამდე.

🟢 საკონტაქტო ინფორმაცია:

📲 577643177
📲 599470471

📩 ელფოსტა: [email protected]

🟢 გადახდის პირობები:

წინასწარი გადახდა გადარიცხვით.

სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, ვემსახურებით უფასოდ.

🔴 ღირებულება:

✔️ 12 წლამდე: 40 ლარი (1 თვე);
✔️ 12 წლიდან ზემოთ: 50 ლარი (1 თვე).

💚 გელით მოუთმენლად!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


64 Kostava Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00