02/11/2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სადაც, ამ მიმართულებით, UNDP-ის მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტის მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.
შეხვედრას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გვანცა ბიწაძე ესწრებოდნენ. ამასთან, მონაწილეობდნენ UNDP-ის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას, სამთომოპოვებითი რისკების სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებასა და ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებასა და ბიზნეს პროცესების ანალიზის ჩატარებაზე.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპრტების დახმარებით მომზადდა რისკების შეფასების მეთოდოლოგია და მატრიცა, როგორც სამთომოპოვებითი ინსპექტირების სახელმძღვანელო დოკუმენტი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით. აღნიშნული მოიცავს, საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში არსებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს.
პროექტის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევისათვის საჭიროა სპეციალური ელექტრონული სისტემის (software) შექმნა. აღნიშნული შეითავსებს კონტროლისა და მონიტორინგის ერთიანი ბაზის ფუნქციას და ყველა შესაბამისი უწყებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების ერთობლივი ძალებით განხორციელებაზე შეთანხმდენენ.
31/10/2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში წიაღის სექტორის სტრატეგიას - ხედვას, მიზნებს, ამოცანებს და სტრატეგიით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებს მოიცავდა.
სააგენტოს უფროსმა, ისაუბრა წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელების ფაზებზე და მეორე ფაზის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე.
ანდრო ასლანიშვილმა დეპუტატებს ასევე, სააგენტოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე აქტივობებსა და 2023 წლის გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
23/08/2022
გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა ბოლნისისა და და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, უპირველესად, გულისხმობს ლიცენზიანტის მიერ კონკრეტულ ტერიტორიულ არეალებში არსებული მარაგების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის სახეობისა და ოდენობების განსაზღვრას და სახელმწიფოსთვის ანგარიშის წარმოდგენას, რისთვისაც 5 წლიანი პერიოდია განსაზღვრული.
შესაბამისად, ამ კვლევების ჩატარებამდე და ანგარიშის მომზადებამდე რომელიმე „ექსპერტის“ მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ იგეგმება ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა და ეკოლოგიური კატასტროფა, რბილად რომ ვთქვათ, არის პოლიტიკური ქულების მოპოვების უნიჭო მცდელობა და ტყუილი.
რეალური ვითარება ასეთია: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 30 მარტს სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 27 ივლისის N863/ს ბრძანებით, გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გასაცემად.
სალიცენზიო არეალებია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. ლიცენზია მოქმედი იქნება 30 წლის განმავლობაში, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლისათვის და მარაგების დამტკიცებისათვის ლიცენზიის გაცემიდან 5 წელია განსაზღვრული.
აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული იქნება შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო ვალდებულებები, მათ შორის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 5 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
გარდა ამისა, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად უნდა განახორციელოს არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია;
გამოცხადებული აუქციონი დასრულდება მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 18.00 სთ-ზე. ამდენად, დღეის მდგომარეობით, აუქციონი მიმდინარეა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 141 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ RMG ჯგუფი არ ყოფილა დაინტერესებული მხარე, ის არ არის განმცხადებლებს შორის და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც არასწორია.
13/07/2022
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, პროექტში „სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაცია“-ს ფარგლებში, გამართულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ და სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.
სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაციის, სამთომოპოვებითი სექტორის მხარდაჭერისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით, მსოფლიო ბანკმა უზრუნველყო, მულტი-დონორული ნდობის ფონდიდან გრანტის მობილიზება.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი, საკონსულტაციო კომპანია DMT-ის მიერ პარტნიორ (ადგილობრივი და საერთაშორისო) საკონულტაციო კომპანიებთან ერთად განხორციელდა.
სააგენტოსა და დარგობრივი უწყებების თანამშრომლებს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საბადოთა გარემოსდაცვითი მართვის, საბადოთა დახურვისა და სოციალური რისკების მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ. სადაც ყურადღება გამახვილდა, გეომონაცემების მართვასა და მარაგების/რესურსების შეფასებაზე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ტურით ფინეთში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში - გაციფრულდა არსებული აერომაგნიტური რუკები, შემუშავდა სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია და საინფორმაციო ვიდეორგოლი მომზადდა.
07/07/2022
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის - „სამრეწველო და საწარმოებისპოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ მე-7 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა გვანცა ბიწაძემ მონაწილეობა მიიღეს.
შეხვედრაზე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია წიაღის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, სააუბარი შეეხო სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თემატური ჯგუფის შეხვედრაზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარდა, განხილულ იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველო-ევროკაშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.
25/05/2022
#26მაისი
#ესდღეჩვენია
#ევროპისკენ
#26მაისი
#ესდღეჩვენია
#ევროპისკენ