ნინოობა ფოკაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი რგოლია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების განმტკიცებას, ემსახურება საზოგადოებას. Ministry of Justice is an executive branch of the Georgian Government, which is responsible for development and
31/05/2026
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
31/05/2026
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს – საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.
იუსტიციის მინისტრმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
30/05/2026
იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო
პაატა სალიამ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულაცია; სამართლის ახალი დარგების – ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტსამართლის, სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმების განვითარების მნიშვნელობა და სხვ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ნაშრომი ხელოვნური ინტელექტის იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვის საკითხებს ეხება და მას წინ უძღოდა ონლაინ ლექციების კურსი „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
29/05/2026
იუსტიციის მინისტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ოთარ ჩახუნაშვილმა და პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ უწყებები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია; პრობაციონერებისა და პირობით მსჯავრდებულების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი პენიტენციურ დაწესებულებებში და სხვ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იუსტიციის მინისტრსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძეს უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.
ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული მოედნები და კინოთეატრი აშენდება
28/05/2026
ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული მოედნები და კინოთეატრი აშენდება
ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ ახალ პროექტებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილე ლანა მორგოშიასთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესთან ერთად გაეცნო.
უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. დაწესებულებაში ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული.
მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე ფუნქციონირებს, მათ შორის, ციფრული უნივერსიტეტი, სადაც მათ ონლაინ ლექციებზე დასწრება და უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ; ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გახსნილია იუსტიციის სახლიც; სამედიცინო ნაწილი სრულად არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით; მოწყობილია ინდივიდუალური სასეირნო და სარეაბილიტაციო სივრცეები ყველა ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივად მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულებაც, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე თანამშრომელთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ღირსეულ და თანამედროვე გარემოს.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
ქ. თბილისი გორგასლის №24 ა
Tbilisi
0114
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
