ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 18 სპეციალისტი.
პროექტი დააფინანსა ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში
Caritas Czech Republic in Georgia
კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის
კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებ?
ℹ️ ჩეხეთის კარიტასის პროექტის ფარგლებში კოალიციაში ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი სუპერვიზორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ტარდება
კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის აცხადებს ტრენინგს " პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა და რთული ქცევის პრევენცია ადრეული ასაკის ბავშვებში" არჩევითი მოკლევადიანი ტრენინგის ფარგლებში.
ტრენინგი 4 დღიანია, ტარდება დისტანციურად და იგეგმება ივნისის თვეში შემდეგ დღეებში:
17 ივნისი, 2023, შაბათი - 10:00 - 14:00 საათი
20 ივნისი, 2023, სამშაბათი - 16:00 - 20:00 საათი
22 ივნისი, 2023, ხუთშაბათი - 16:00 - 20:00 საათი
24 ივნისი, 2023, შაბათი - 10:00 - 14:00 საათი
ტრენერი - რუსუდან ბოჭორიშვილი
ტრენინგის ღირებულებაა ერთი მონაწილისთვის 200 ლარი.
აღნიშნული სატრენინგო დრო ითვლება სუპერვიზიის საათებში (16 ჯგუფური სუპერვიზიის საათი) და გაიცემა სერტიფიკატი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
სიხარულით გაცნობებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან ვიწყებთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოკლევადიან ტრენინგებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებისთვის. მონაწილეების მსურველებს თავად შეუძლია განსაზღვრონ რომელ ტრენინგ მოდულს ან მოდულებს აირჩევენ და როდის. ტრენინგების ციკლი მეორდება წელიწადში 4 ჯერ და გაგრძელდება შემდგომ წლებშიც.
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ [email protected] ან დარეგისტრირდით შემდეგი ბმულების საშუალებით:
B დონის სერტიფიკატის სავალდებულო ტრენინგები
https://docs.google.com/forms/d/1xLK_iPiWLfR7PC2UHtKNRtmW7iHivCnNS9UJ31cK7W0/edit
სარეკომენდაციო, მოკლევადიან ტრენინგების ბმული:
s.google.com/forms/d/1lmrHAnQPRHxDcNu4yNQdyrBwFmBNWEoNiNM01qIJ77w/edit
❗️❗️ საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ❗️❗️
📍ადგილმდებარეობა: გორი, ხაშური, კასპი, ქარელი.
📌 სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან ოკუპაციური თერაპევტი
• ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატი
• ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
📌 ძირითადი მოვალეობები
• ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
• ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
• შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
• ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება
• ბავშვის პირადი საქმის წარმოება
• საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
• ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
• ბავშვის უფლებების ადვოკატირება
• სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის მენეჯერთან და ორგანიზაციის დირექტორთან
ადრეული განვითარების სპეციალისტები მუშაობისას იხელმძღვანელებენ ორგანიზაციაში არსებული მეთოდოლოგიით.
📌 მოთხოვნები
• ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
• ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
• მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
• ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
• პროფესიული განვითარების სურვილი
• მიღწევის მაღალი მოტივაცია
• შრომისმოყვარეობა
• ენერგიულობა
• კომუნიკაბელურობა
• გუნდური მუშაობის პრინციპი
• ლიდერული უნარ-ჩვევები
• დროის კარგი მენეჯმენტი
📩 გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და "subject"-ში მიუთითეთ "ადრეული განვითარების სპეციალისტის ვაკანსია".
❗ აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 0370 27 54 10
სხვა ვაკანსიების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://adreuli.ge/ka/vakansia
❗️❗️ არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ადრეული განვითარების პროგრამაში, ოჯახებთან ბუნებრივ გარემოში მომსახურების გასაწევად (2 ვაკანსია). ❗️❗️
📍 ადგილმდებარეობა: თბილისი
📌საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:
• უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსი;
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
• ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი;
📌უნარები:
• საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა, დროის მენეჯმენტის უნარი;
• პროფესიული განვითარებისათვის მზაობა / თვითგანვითარების უნარები;
• პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
• გუნდურად მუშაობა;
📌ფუნქცია-მოვალეობები:
• ბავშვისა და ოჯახის შეფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმებით;
• ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და შესაბამის დროს გადაფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმის მიხედვით;
• ბავშვთან და ოჯახთან მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში, ადრეული განვითარების პრინციპებისა და ფილოსოფიის გათვალისწინებით.
• მუშაობისას ოჯახის წევრების გაძლიერებაზე / უნარების განვითარებაზე ორიენტირებულობა, ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.
• ოჯახის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციასა და სხვადასხვა სათემო სერვისების მისაღებად.
📩დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გააგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სხვა ვაკანსიების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://adreuli.ge/ka/vakansia
20/04/2021
🔹 რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა?
🔹 რატომ არის ამ პროგრამაში სოციალური მუშაკის როლი მნიშვნელოვანი?
ნახეთ რა უნდა იცოდეთ როგორც სოციალურმა მუშაკმა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე.
ვრცელი ვერსია და მეტი სასარგებლო რესურსები სპეციალისტებისთვის იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე:
http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/2-specialistebistvis
18/04/2021
💭 რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა?
გაეცანით ექიმებისთვის სასარგებლო ინფორმაციას ამ პროგრამის შესახებ ბროშურაში 🩺⤵️
ვრცელი ვერსია და მეტი სასარგებლო ინფორმაცია ექიმებისა და სპეციალისტებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/2-specialistebistvis
17/04/2021
🟡 რატომ არის ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რუტინა?
🟡 როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ცხოვრებისეული რუტინები ბავშვისთვის სწავლის შესაძლებლობად?
თუ გსურთ გაიგოთ მეტი რუტინაზე დაფუძნებული სწავლების შესახებ, გაეცანით ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის მიერ შედგენილ ბროშურას.
ვრცელი ვერსია და მეტი მშობლებისთვის სასარგებლო რესურსები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/1-mshoblebistvis?
15/04/2021
გაეცანით სოციალური ინოვაციების პლათფორმის მიერ დაწერილ სტატიას ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის საქმიანობის შესახებ 📰⤵️
კოალიცია ბავშთა ადრეული განვითარებისთვის 2011 წლიდან ღია საზოგადოების ფონდის თბილისის და ლონდონის ოფისის „ბავშთა ადრეული განვითარების პროგრამის“ მხარდაჭ....
14/04/2021
💭რა არის თამაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?
იხილეთ ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის მიერ შედგენილ ბროშურა და გაიგეთ მეტი განმავითარებელი თამაშის შესახებ!
ვრცელი ვერსია და მეტი ბავშვთა განვითარებისთვის სასრგებლო რესურსები იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე.
რესურსები სპეციალისტებისთვის: http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/2-specialistebistvis
რესურსები მშობლებისთვის: http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/1-mshoblebistvis
13/04/2021
❓რა უნდა იცოდეთ როგორც მშობელმა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობისას?
❓რისი უფლება გაქვთ ამ პროგრამაში ჩართვისას?
❓რა არის თქვენი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობა ამ პროგრამაში ჩართვისას?
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის მიერ შედგენილი ბროშურა.
ვრცელი ვერსია და მეტი მშობლებისთვის სასარგებლო რესურსები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: http://adreuli.ge/ka/sainphormacio-resursebi/1-mshoblebistvis
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Website
Address
Lubliana Str. 21b
Tbilisi
