სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language  Department

Share

სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

Photos from თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University's post 04/04/2026

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აგრძელებს შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან. 2026 წლის 3 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი განათლების, მეცნიერებისა და ახალგარდობის და იუსტიციის სამინისტორების წარმომადგენლებთან. სემინაზე იმსჯელეს სახელმწიფო ენის პოლიტიკის, საქმიანი მიმოწერისა და თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტების შექმნისა და გამოყენების თაობაზე პირთა და გეოგრაფიული სახელების, აგრეთვე სახელწოდებების სწორი დაწერილობისათვის.

Photos from სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language  Department's post 30/03/2026

📚 2026 წლის 27 მარტს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამართა სემინარი რომელის მიზანი იყო დამსწრეებისათვის საქმიანი მიმოწერისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვის სწავლება.

📝სემინარზე განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები, სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები, რომლებიც მომზადდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტში.

✍️კონვერტორები მომხმარებელს ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების სწორად გამოყენებასა და მართებული ფორმების შერჩევაში. აგრეთვე, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებასა და აზრის ნათლად ჩამოყალიბებაში.

#ენადეპი

19/03/2026

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო უდიდესი მემკვიდრე ჩვენი ორი წინაპრისა – წმიდა გრიგოლ ხანცთელის და წმიდა ილია მართლის. მსგავსად ამ გამორჩეული მოღვაწეებისა, მისთვის უპირველესი სალოცავი იყო მამული, ენა, სარწმუნოება, რომლებსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებდა.

„შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა“, – წარმოთქვამს დავით ფსალმუნთმგალობელი. ის მწუხარება, რომელიც მთელ ქართველობას, და არა მხოლოდ მას, დაგვატყდა თავს, განუზომელია, თუმცა ნუგეშად ლოცვა გვევლინება დიდი სულიერი მამისა ღმრთის მიმართ საოხად და შემწედ.

ქართველთა წარსულისთვის უმნიშვნელოვანესია თვალით ხილული მემკვიდრეობა – ორიგინალური თუ ნათარგმნი ტექსტები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები თუ ხატწერისა და კედლის მხატვრობის შედევრები, უმშვენიერესი ხელნაწერები და აგებული ტაძრები, მაგრამ არანაკლები მადლისაა ის ზეციური ლოცვანი, რომლებსაც საქართველოსთვის აღავლენენ ჩვენი წინაპრები.

ილია მეორე შეემატა ამ დასს...

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა; ლევან ავლაბრელი; Shermazana

26/02/2026

დღეს, 26 თებერვალს, 139 წელი გავიდა დიდი ქართველი ენათმეცნიერის დაბადებიდან. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქართული საენათმეცნიერო აზრის განვითარებაში. აკაკი შანიძის ნააზრევი მუდამ იქნება ქართველური ენების კვლევის მტკიცე ბურჯი.

#ენადეპი

22/02/2026

21 თებერვალი – მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

საქართელო ენობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა.

გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს!

#ენადეპი

Photos from სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language  Department's post 20/01/2026

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საუკუნოვან იუბილეს ულოცავს აკად. მზექალა შანიძეს.

#ენადეპი

14/01/2026

2026 წლის 16-17 იანვარის თსუ-ში გაიმართება აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

ორგანიზატორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და თსუ მუზეუმი.

პროგრამა იხ: https://tsu.ge/assets/media/files/87/23%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2./333-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90.pdf?fbclid=IwY2xjawPUWmFleHRuA2FlbQIxMABzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEepIvACxkZeC3JvH1PZeAJkTmx8Krlo_vbaVF-bUkyfpFnOiXGoMCcsvCSG8Y_aem_CpXnRwnApruWtFdcaYGPlw

#ენადეპი

26/12/2025

📍 2025 წლის 26 დეკემბერს 14.00 სთ-ზე დისტანციურად გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომა.

✅ სხდომის დღის წესრიგი:

1. უნგრული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები;
2. ერთი ტიპის -ავ თემისნიშნიანი გარდამავალი ზმნების პირველი თურმეობითის ფორმათა მართლწერა (შეუკვრია თუ შეუკრია?);
3. არ, არა და არც ნაწილაკების მართლწერა;
4. ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტთა მართლწერა;
5. სახელზმნურ კომპოზიტთა მართლწერა;
6. ბრუნვისფორმიან სიტყვათა შემცველი კომპოზიტების მართლწერა;
7. ორცნებიანი კომპოზიტების მართლწერა;
8. სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართული ტერმინების ლექსიკონი.

#ენადეპი

26/12/2025

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის 2026 წელი!

#ენადეპი

22/12/2025

📍 სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ ჩაატარა ორეტაპიანი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა.

👥 ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15-მდე თანამშრომელმა.

🎯 ტრენინგზე განიხილეს საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ.

🎯 ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამოყენებული დარგობრივი ტერმინებისა და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების უცხოურ ენებზე გადატანის პრინციპებსაც.

#ენადეპი

25/11/2025

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესაბამისად, 2026 წლიდან ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენაში. ქართული ენის გამოცდას ყოველ წელს რამდენჯერმე ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოზე დაყრდნობით.

ამ გამოცდის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს სერტიფიკატს, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ერთიანი საგამოცდო სისტემის დანერგვით საბოლოოდ დამკვიდრდება ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალენოვანი საზოგადობის სამოქალაქო ინტეგრაციას და მოხსნის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შემაფერხებელ გარემოებებს.

ქართული ენის სასერტიფიკაციო გამოცდა ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი უცხოელი ან/და არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

ეს გამოცდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.

#ენადეპი

17/11/2025

📍 2025 წლის 22-24 ოქტომბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ ერთობლივი მოხსენება წარადგინეს ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის 22-ე კონფერენციზე, რომელიც გაიმართა ვენაში, ავსტრიის ციფრული ჰუმანიტარიისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში.

🎯 კონფერენციის მთავარი თემა იყო „ენობრივი ნორმები და ენობრივი სამართლიანობა მრავალენოვან სამყაროში – ისტორიული, პოლიტიკური და ლინგვისტური პერსპექტივები“.

✅ გიორგი ალიბეგაშვილმა და თინათინ ბოლქვაძემ წაიკითხეს ერთობლივი მოხსენება „ქართული ენის სტანდარტიზაცია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში“.

✅ მოხსენების სლაიდები აისახება ენობრივი ინსტიტუციების ევროპის ფედერაციის საიტზე: https://efnil.org/conferences/2025-vienna/

📚 კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიების კრებული კი მომდევნო წელს გამოიცემა.

#ენადეპი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


7, Ingoroqva Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00