07/05/2026
დღეს ქ.თბილისის N112საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ნაძალადევის სკოლების თვითმმართველიბის დამეგობრებას. ერთმანეთს შეხვდნენ N9,N11,N12, N14, N48,N112,N133,N138,N141,N143,N154, N159 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეები. N 112 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ნინო ზაქარიაშვილმა წარმოადგინა პტეზენტაცია განხორციელებულ აქტივობებზე. მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელიბისა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი ,ქალბატონი ირმა კიკვაძე -როსტომაშვილი და სკოლის დირექცია. მათ წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს წამოწყებული ინიციატივის განხორციელებაში. სკოლის დირექტორმა,ნინო თაბაგარმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათი სკოლის დირექტორებს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ყველა საკითხში აღუთქვა დახმარება.
06/05/2026
10 ბ კლასის მოსწავლეებს პედაგოგ მარიამ გივიაშვილთან ერთად ჰქონდათ გასვლითი გაკვეთილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი-ში. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს მუზეუმის ოქროს ფონდი, გაეცნენ უნიკალურ არტეფაქტებს და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს უძველესი კულტურის შესახებ. ასევე მოსწავლეებმა იხილეს ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის ნიმუშები, რამაც მათ გააღრმავა ცოდნა ქვეყნის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
04/05/2026
სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლაში თვითმართველობის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „რა, სად, როდის“ . დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მე-7; 8; 9 კლასის მოსწავლეებმა.
ვულოცავთ გამარჯვებას 9 ა კლასს.
01/05/2026
სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლის 10(ბ) კლასის მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ შსს-ს აკადემიაში.
30/04/2026
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტიდან წარმომადგენელი შეხვდა სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებს. საუბრის თემა იყო, საქართველოს სახალხო დამცველის საგანმანათლებლო მანდატი და საქმიანობის ფორმები.
29/04/2026
სკოლებში ჭადრაკის სწავლების განვითარების ხელშეწყობისა და ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა მესამე სასკოლო ოლიმპიადია - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ , სადაც მონაწილეობდნენ სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლა მოსწავლეები:
დანიელი მაისურაძე,
ლაზარე ირემაშვილი,
დემეტრე იჩქიტიძე,
ანდრია კახელი.
27/03/2026
კიდევ ერთი მოგება 💪
ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდმა VIP-მ, 8:0 დაამარცხა 59-ე საჯარო სკოლის გუნდი და გავიდა შემდეგ ეტაპზე ⚽
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს ფლეი-ოფში 👏
Highlights 4K Video
112 სკოლა vs 59 სკოლა 8:0გოლები:5 გიორგი მღებრიშვილი1 დავით ლუტიძე1 ნიკოლოზ მუხულიშვილი1 ვასკა ედიშერაშვილი
27/03/2026
დღეს,ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მარიამ ქობელაშვილს ძალიან სჭირდება ჩვენი სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა. მოსწავლეთა ინივიატივით დაიწყო კამპანია ,,სურვილები მარიამისთვის,,
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეეხმაროთ მარიამს ❤️❤️❤️ ანგარიშის ნომრები კომენტარებში
https://www.facebook.com/share/r/1XmPL4muWW/?mibextid=wwXIfr