02/06/2026
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება.
თავის მხრივ, ახალმა წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანიმ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისადმი და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
29/05/2026
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ანა რიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან ანა რიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიმართულებით.
თავის მხრივ, ახალმა წარმომადგენელმა, ანა რიჩმა, მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
26/05/2026
საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქში მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ქალაქებში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.
პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. 26 მაისის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდა, სადაც სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულდა.
26/05/2026
საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მარნეულში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქში მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ქალაქებში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.
პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. 26 მაისის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდა, სადაც სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულდა.