Ambassade de France en Géorgie

Directions Website Contact the organization

Ambassade de France en Géorgie Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ambassade de France en Géorgie, Consulate & Embassy, 51a Rue Krtsanissi, Tbilisi.

დღეს დილით, საფრანგეთის ელჩი, ბატონი ოლივიე კურტო, თბილისის დიდ სინაგოგას ესტუმრა. იგი შეხვდა საქართველოს ებრაელთა კავში...
02/10/2026

დღეს დილით, საფრანგეთის ელჩი, ბატონი ოლივიე კურტო, თბილისის დიდ სინაგოგას ესტუმრა. იგი შეხვდა საქართველოს ებრაელთა კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მერაბ ჩანჩალაშვილს, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინს, რახამინ მურდუხაშვილს და მცირე სინაგოგის რაბინსა და ებრაული საგანმანათლებლო ცენტრის, „ოლამი ჯორჯიას“ დირექტორს, აარონ მდინარაძეს.

✡️🇬🇪 შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ებრაული თემის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ეს თემი, რომელიც 26 საუკუნოვან ისტორიას ითვლის საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ებრაულ დიასპორებს შორის და წარმოადგენს ქართული ისტორიისთვის დამახასიათებელი მშვიდობიანი თანაარსებობის ხანგრძლივი ტრადიციის თვალსაჩინო მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამ თემის მორწმუნეთა რაოდენობა 3000-დან 8000-მდეა და იგი დემოგრაფიულ უკუსვლას განიცდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი მემკვიდრეობის, მეხსიერებისა და ტრადიციების შენარჩუნება.

საფრანგეთის საელჩო გულითად მადლობას უხდის ქართული ებრაული თემის წარმომადგენლებს სტუმართმოყვარეობისთვის.

კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ისტორიული უბნის გულში მდებარე თბილისის დიდი სინაგოგა ტოლერანტობის ამ ტრადიციის დასტურია და თავისი წვლილი შეაქვს ქართული ისტორიის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაში.

Ce matin, Monsieur l’Ambassadeur de France, Olivier Courteaud, a rendu visite à la Grande Synagogue de Tbilissi. A cette occasion, ce dernier s’est entretenu avec Monsieur Merab Chanchalashvili, président de l’union des Juifs en Géorgie, Rakhamin Murdukhashvili, rabbin de la Grande Synagogue de Tbilissi et Aharon Mdinaradze, rabbin de la Petite synagogue et directeur de l’organisation Olami Georgia, centre éducatif judaïque en Géorgie.

✡️🇬🇪 Cette rencontre a été l’occasion de mettre en lumière l’histoire pluriséculaire de la communauté juive de Géorgie. Forte de 26 siècles de présence sur le territoire, elle compte parmi les plus anciennes diasporas juives au monde et constitue un témoignage remarquable de la longue tradition de coexistence pacifique qui caractérise l’histoire géorgienne. Aujourd’hui estimée entre 3 000 et 8 000 croyants, cette communauté connaît toutefois un recul démographique qui confère à la préservation de son patrimoine, de sa mémoire et de ses traditions une importance particulière.

L’Ambassade de France remercie chaleureusement les représentants de la communauté juive géorgienne pour leur accueil.

Située au cœur d’un quartier historiquement marqué par la diversité culturelle et religieuse, la Grande Synagogue de Tbilissi témoigne de cette tradition de tolérance et participe à la richesse et à la pluralité de l’histoire géorgienne.

🇫🇷🏉🇬🇪 დღეს დილით, საფრანგეთმა და საქართველომ თავიანთი ხანგრძლივი საერთო სარაგბო ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყეს.საქართველოშ...
01/10/2026

🇫🇷🏉🇬🇪 დღეს დილით, საფრანგეთმა და საქართველომ თავიანთი ხანგრძლივი საერთო სარაგბო ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყეს.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს თანდასწრებით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ და საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ფრანგული რაგბის ლეგენდამ, აბდელატიფ ბენაზიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ფრანგულ-ქართულ 🇫🇷🇬🇪 თანამშრომლობას.

ეს ხელმოწერა აგვირგვინებს 30 წლიან თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სიმამაცეს, თავდადებასა და სოლიდარობას, ღირებულებებს, რომლებსაც რაგბი განასახიერებს. ეს არის ცოდნის გადაცემისა და ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის საერთო გატაცება.

წლების განმავლობაში, ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულმა ურთიერთობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში, ხოლო ბევრმა ქართველმა მოთამაშემ თავისი კარიერა ფრანგულ კლუბებში ააწყო.

ეს ოცდამეათე იუბილე ასევე კარგი შესაძლებლობაა, პატივი მივაგოთ განსვენებულ კლოდ სორელს, ფრანგულ და ქართულ რაგბის შორის პირველი კავშირების შემოქმედს. სამი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ მის მემკვიდრეობას კონკრეტული პროექტებით, რომლებიც წარმოადგენს ხიდს ჩვენს ხალხებს შორის. იმიტომ რომ, რაგბი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი! 🇫🇷🇬🇪

🇫🇷🏉🇬🇪Ce matin, la France et la Géorgie ont franchi une nouvelle étape dans leur longue histoire commune autour du rugby.

En présence d'Olivier Courteaud, Ambassadeur de France en Géorgie, Davit Kacharava, président de la Fédération géorgienne et Abdelatif Benazzi, vice-président de la Fédération française et légende du 🏉 français, ont signé un mémorandum d’entente qui va renforcer la coopération 🇫🇷🇬🇪.

Cette signature vient célébrer 30 ans d’une cooperation fondée sur les valeurs de courage d’engagement et de solidarité que porte le rugby. Une même passion pour la transmission et la formation de nos jeunes.

Au fil des années, les échanges entre nos deux pays ont contribué au développement du rugby géorgien, tandis que de nombreux joueurs géorgiens ont construit leur carrière au sein des clubs français.

Ce trentième anniversaire est aussi l’occasion de rendre hommage au regretté Claude Saurel, artisan des premiers échanges entre les rugby français et géorgien. Trois décennies plus t**d, nous faisons vivre son héritage par des projets concrets qui forment des ponts entre nos peuples. Parce que le rugby est plus qu’un sport ! 🇫🇷🇬🇪
France Rugby

🇫🇷🇩🇪🇵🇱🇬🇪 ვაიმარის სამკუთხედის დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში...
01/10/2026

🇫🇷🇩🇪🇵🇱🇬🇪 ვაიმარის სამკუთხედის დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში შეხვდნენ თბილისში, რათა განეხილათ ამ თანამშრომლობის მომავალი და საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები.

ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლონეთის რეზიდენციაში გამართულ სამუშაო სადილზე გაგრძელდა აზრთა გაცვლა ევროპისა და თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული გამოწვევების კონტექსტში.

შექმნიდან 35 წლის შემდეგაც, ვაიმარის სამკუთხედი კვლავ რჩება საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მთავარ პლატფორმად.

🇫🇷🇩🇪🇵🇱🇬🇪 À l’occasion du 35e anniversaire du Triangle de Weimar, les ambassadeurs de France, d’Allemagne et de Pologne en Géorgie se sont réunis à Tbilissi pour échanger sur l’avenir de cette coopération et sur les perspectives d’action commune en Géorgie.

Un déjeuner de travail a été organisé à cette occasion à la Résidence de Pologne permettant de poursuivre les échanges autour des enjeux européens et de la coopération face aux défis régionaux.

35 ans après sa création, le Triangle de Weimar demeure un espace privilégié de dialogue et de coordination entre la France, l’Allemagne et la Pologne.

მიღება ბატონი ანტუან ბარდონის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებითსაფრანგეთის ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიღებაში, რომელიც საფრ...
01/10/2026

მიღება ბატონი ანტუან ბარდონის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით

საფრანგეთის ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიღებაში, რომელიც საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დამფუძნებლისა და 2011 წლიდან მისი პრეზიდენტის, ბატონ ანტუან ბარდონის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

ეს მიღება კარგი შესაძლებლობა იყო საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მისი ღვაწლისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების განმტკიცებაში მის მიერ შეტანილი წვლილის დასაფასებლად.

საელჩო ასევე გულწრფელად ულოცავს ბატონ ტიერი ჟულენს პალატის ახალ პრეზიდენტად არჩევას და მოხარულია, მასთან გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა, კერძოდ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების განვითარების მიმართულებით.

საუკეთესო სურვილები ჩვენგან ბ-ნ ანტუან ბარდონს, ხოლო წარმატებები ბ-ნ ტიერი ჟულენს ახალ თანამდებობაზე.

Réception à l’occasion du départ à la retraite d’Antoine Bardon

L’Ambassadeur de France a participé à la réception organisée à l’occasion du départ de M. Antoine Bardon, membre fondateur de la Chambre de commerce et d’industrie franco-géorgienne et Président depuis 2011.

Cette réception a été l’occasion de saluer son engagement constant en faveur du développement des relations économiques entre la France et la Géorgie et sa contribution au renforcement des liens entre les communautés d’affaires des deux pays.

L’Ambassade adresse également ses sincères félicitations à M. Thierry Joulin, nouvellement élu à la présidence de la Chambre, et se réjouit de poursuivre avec elle une coopération étroite, notamment pour développer les échanges commerciaux et les investissements entre la France et la Géorgie.

Tous nos vœux accompagnent Antoine Bardon et Thierry Joulin dans ses nouvelles fonctions.
Chambre de Commerce et d'Industrie Française en Géorgie - CCIFG

პარასკევს, 25 სექტემბერს, საფრანგეთის სამთო ქვედანაყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდამჭერი მისია დაასრულა. სამი ...
29/09/2026

პარასკევს, 25 სექტემბერს, საფრანგეთის სამთო ქვედანაყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდამჭერი მისია დაასრულა. სამი კვირის განმავლობაში, 27-ე სამთო-ქვეითი ბრიგადის გუნდი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად მუშაობდა, რათა მათთვის თავისი ექსპერტიზა და პრაქტიკული გამოცდილება გაეზიარებინა.

ეს თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე კავშირების დასტურია, დასაბამს მისცემს კიდევ ბევრ სხვა ნაყოფიერ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს ქართველი სამხედროების მხარდაჭერას მათ სუვერენულ სივრცეში ნებისმიერი აგრესიის აღსაკვეთი ზონების შექმნაში! 🇫🇷🇬🇪

Vendredi 25 septembre, le détachement français de montagne a achevé sa mission au profit des Forces de défense géorgiennes. Pendant trois semaines, une équipe de la 27ème Brigade d’infanterie de montagne (27BIM) a accompagné les instructeurs de l’école de haute montagne de Sachkhere afin de leur faire bénéficier de leur expertise et retour d'expérience.

Cette action de coopération, qui confirme les liens indéfectibles entre nos deux pays, en appellera de nombreuses autres, tout aussi fructueuses, afin de soutenir les Géorgiens, dans leur espace de souveraineté, à créer des zones d'interdiction à toutes les agressions ! 🇫🇷🇬🇪

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას დ...
27/09/2026

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, საფრანგეთის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.

ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია.

ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 🇫🇷🇬🇪

À l’occasion du 33e anniversaire de la chute de Sokhumi, l’Ambassade de France en Géorgie salue la mémoire des victimes du conflit d’Abkhazie et rend hommage à toutes celles et ceux qui ont fait le sacrifice de leur vie pour leur patrie et pour l’idée d’une Géorgie unie.

Plus de trente ans après, le souvenir de cette page douloureuse de l’histoire géorgienne demeure encore présent dans la mémoire collective et dans le quotidien des centaines de milliers de personnes déplacées, dont le droit au retour, réaffirmé chaque année par l’Assemblée générale des Nations unies, demeure à ce jour sans effet.

En ce jour de commémoration, la France se tient aux côtés du peuple géorgien et réaffirme son attachement constant à la souveraineté et à l’intégrité territoriale de la Géorgie dans ses frontières internationalement reconnues. 🇫🇷🇬🇪

Crédits photo: Amir Hossein Eslami https://creativecommons.org/publicdomain/zero/1.0/

26/09/2026

💙🤍❤️ გილოცავთ ენების ევროპულ დღეს!

💙🤍❤️ Bonne journée européenne des langues!
#ენებისევროპულიდღე #ენებიგვაერთიანებს

🇫🇷🇬🇪 ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ოლივიე კურტო, ფონდი ანაგის სივრცეში, ჟაკ-ფრანსუა გა...
26/09/2026

🇫🇷🇬🇪 ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ოლივიე კურტო, ფონდი ანაგის სივრცეში, ჟაკ-ფრანსუა გამბას მოგზაურობის ატლასის პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.

🗺️ საქართველოში საფრანგეთის ყოფილი კონსულის, ჟაკ ფრანსუა გამბას ეს უნიკალური ატლასი, რომელიც გამომცემლობა „სულაკაურმა“ დაბეჭდა, მაპპა კარტოგრაფიკას დირექტორის, სულხან სალაძისა და ისტორიკოს გიორგი სანიკიძის ერთობლივი შრომის ნაყოფია.

ღონისძიების ფარგლებში ელჩმა ასევე დაათვალიერა მაპპა კარტოგრაფიკას მიერ ატლასის მიხედვით მომზადებული გამოფენა.

მადლობა ყველას თბილი მასპინძლობისთვის!

🇫🇷🇬🇪 L’Ambassadeur de France en Géorgie, M. Olivier Courteaud, a participé le 24 septembre à la présentation de la première édition géorgienne de l’Atlas du voyage de Jacques-François Gamba à la Fondation Anagi.

🗺️ Cette publication inédite de l’Atlas de l’ancien consul de France, portée par les éditions Sulakauri, est le fruit des travaux du directeur de Mappa Cartographica Sulkhan Saladze, et de l’historien Giorgi Sanikidze.

L’ambassadeur a également découvert à cette occasion l’exposition organisée par Mappa Cartographica autour de l’ouvrage.

Merci à tous pour leur accueil chaleureux !

🇫🇷🇪🇺🇬🇪 მიმდინარე კვირაში, თბილისში, პროექტის "საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერება" ფარგლებში, რომლ...
25/09/2026

🇫🇷🇪🇺🇬🇪 მიმდინარე კვირაში, თბილისში, პროექტის "საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერება" ფარგლებში, რომლის თანადაფინანსებასაც ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო ახორციელებენ, Expertise France-მა სამი ვორქშოფი გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი მიზანი იყო იმ გამოწვევების გაზიარება და განხილვა, რომლებიც საქართველოში შრომისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განვითარებას უკავშირდება.

პროგრამის ფარგლებში, ახალი დასაქმების ფორმების, ხელოვნური ინტელექტისა და შრომითი უფლებების განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მეშვეობით, ხაზი გაესვა შრომის სამყაროში მიმდინარე ღრმა ცვლილებებს. აზრთა გაცვლა კონკრეტულად შეეხო პლატფორმებზე დასაქმებასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ საკითხებს, ხელოვნური ინტელექტის გავლენას დასაქმებაზე, ისევე როგორც მშრომელთა უფლებების დაცვასა და მედიაციას შრომით დავებში. სოციალური მუშაობისა და სოციალური მომსახურების შესახებ ვორქშოფებზე საერთაშორისო ექსპერტებიმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.
დისკუსია ფოკუსირებული იყო სოციალური მუშაკის პროფესიისა და პროფესიული პრაქტიკის გაძლიერებაზე, ასევე სოციალური მომსახურების ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესებაზე.

ამ ღონისძიების მხარდაჭერით, საფრანგეთი და ევროკავშირი ადასტურებენ ერთგულებას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ექსპერტული ცოდნის გაზიარებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მიმართ. ეს მიდგომა ცხადყოფს ჩვენს სურვილს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და სოციალური დაცვის სფეროებში უფრო მტკიცე და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებაში.

🇫🇷🇪🇺🇬🇪 Dans le cadre du projet « Renforcement du développement du capital humain en Géorgie », co-financé par l’Union européenne et l’Agence française de développement (AFD), Expertise France a tenu cette semaine à Tbilissi une série de trois ateliers réunissant experts géorgiens et internationaux, universitaires, partenaires sociaux et organisations internationales, afin de partager et échanger autour des enjeux de développement des politiques du travail et de la protection sociale en Géorgie.

Le programme a mis en lumière les profondes transformations du monde du travail, à travers un conférence consacrée aux nouvelles formes d’emploi, à l’intelligence artificielle et à l’évolution des droits du travail. Les échanges ont notamment porté sur les enjeux réglementaires liés au travail sur les plateformes, les effets de l’IA sur l’emploi, ainsi que sur la protection des droits des travailleurs et la médiation dans les conflits du travail. Des ateliers consacrés au travail social et aux services sociaux ont par ailleurs réuni experts internationaux et organisations internationales autour du partage de pratiques et d’expériences.
Les discussions ont porté sur le renforcement de la profession de travailleur social et de la pratique professionnelle, ainsi que sur l’amélioration de la qualité et de la prestation des services sociaux.

En soutenant cet évènement, La France et l'Union européenne affirment leur engagement en faveur d’une coopération fondée sur le partage d’expertise avec nos partenaires géorgiens. Cette démarche témoigne de notre volonté à accompagner la Géorgie dans l’élaboration de politiques plus solides et plus efficaces en matière de capital humain et de protection sociale.

Address

51a Rue Krtsanissi
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Thursday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Friday 09:00 - 13:00
14:00 - 16:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ambassade de France en Géorgie posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ambassade de France en Géorgie:

Shortcuts

Share