საკონტაქტო ნომერი: 0322 66 21 44. სსიპ ქალაქ თბილისი N12 საჯარო სკოლა რვა ათეულ წელს ითვლის, ის მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, გ. ჭყონდიდელის ქ.
N85-ში. მას დიდი ისტორია აქვს, ეს ცოდნის ტაძარი 78 წლისაა, საუკუნემდე არაფერი უკლია. ამ სკოლის კედლებში ამაგდარმა ადამიანებმა არაერთი სახელოვანი შვილი აღუზარდეს ქვეყანას, მათ თავიანთი სახელები კულტურის საგანძურში ოქროს ასოებით ჩაწერეს.
როგორც სკოლის ისტორია გვაუწყებს, სკოლა დაარსდა 1939 წელს. დიდი სამამულო ომის პერიოდში სკოლის შენობა გამოყენებული იყო სამხედრო ჰოსპიტლად. 40-იან წლებში 1954 წლამდ
ე სკოლა იყო N38 ქალთა საშუალო სკოლის სახელით. 1954 წლიდან მოხდა მოსწავლე გოგონებისა და ვაჟების გაერთიანება და ეწოდა მე-12 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ხოლო 2005 წლიდან ეწოდა მე-12 საჯარო სკოლა.
სკოლის შენობა ოთხსართულიანი მყარი ნაგებობაა. აქვს ორი სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, მუსიკალურისა და ცეკვის სტუდია, ეზო ორი სპორტული მოედნით, სტადიონითა და ბაღით. სკოლა უზრუნველყოფილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტით. სკოლის სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია ტექნიკური-საშუალებებითა და თვალსაჩინოებებით.
სკოლას აქვს ფართო და ნათელი საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სკოლა უზრუნველყოფილია: გამართული ცენტრალური გათბობით, სასკოლო ავეჯით, სკოლის ბუფეტით.
2014 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი მედეია გურგენაძე შესანიშნავი მათემატიკოსი და წარმაწებული მენეჯერი. დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, ფიზიკოსი, ქალბატონი მაია ბერძენიშვილი.
სკოლა დაკომპლექტებულია უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებით, მათ შორის ერთი წამყვანი და 22 უფროსი მასწავლებელია, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესის მართვა მიმდინარეობს გუნდური, აქტიური გამჭირვალე პრინციპით. ხშირად ეწყობა ღია კარის დღეები, მოსწავლეთა თვითმმართველობის, სკოლის ადმინისტრაციისა, სამეურვეო საბჭოსა და მშობლების შეხვედრები პრობლემური საკითხების ერთობლივი განხილვისა და გადაჭრის მიზნით, რაც სკოლის წარმატების საწინდარია. სასწავლო პროგრამების ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი არის სკოლაში დამკვიდრებული თვითშეფასებისა და შეფასების კრიტიკული, ობიექტური სისტემა.
სკოლაში ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი მარიამ გორგიშელი.
ამდენად, ეს სასწავლებელი დიდი ოჯახია. რთულია, იყო პედაგოგი. გაკვეთილის ახსნას, მოსწავლის გამოკითხვასა და შეფასებას თითქმის ყველა პედაგოგი მოახერხებს, მაგრამ მოზარდთან სულიერი კავშირი, მის გულში ჩაწვდომა ეს რთული პროცესია. ჩვენი სკოლის თითოეული პედაგოგი ამ რთული პროცესის საიდუმლოების გარკვევასა და მოსწავლეთა გულებთან დაახლოება ცდილობს. ,,შვილივით თუ არ გიყვარს მოწაფე, არაფერი გამოგივა, გული თუ არ გეწვის, ვერც ვერაფერს გააკეთებ, მისი მომავალი თუ არ გაწუხებს, შენს მუშაობას ფასი არ აქვს!..“
ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომ მოსწავლეს ცოდნასთან ერთად ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ჩამოუყალიბოს; ლიბერალურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება განუვითაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობები გააცნობიერებინოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა, პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის გრძნობას უვითარებს.
ჩვენი დევიზია: ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო...“ მხოლოდ საკუთარი არსის შეცნობა მისცემს მას საშუალებას, სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა საკუთრი თავისა და ქვეყნის წარმატების საძირკველად აქციოს.
03/06/2026
დღეს, ჩატარდა კონკურსი
,,მათემატიკით იმოგზაურე აფხაზეთში" პროექტის ავტორი - ანი ფიფია.
კონკურსის მიზანი იყო აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაწყებით კლასებში,მოცემული იყო საკონკურსო მოთხრობა აფხაზეთზე და მოსწავლეებმა გაიაზრეს და უპასუხეს მოთხრობის მიხედვით მათემატიკურ კითხვებს.ყველა გუნდს ერქვა აფხაზეთთან დაკავშირებული სახელები:
ლამაზი აფხაზეთი, დიოსკურია, ფსოუ ,გაგრა, სოხუმი, აფხაზეთის დამბრუნებლები, ალისფერი დროშა!
პატარა აფხაზეთი შეიქმნა ჩვენს სკოლაში,დიდი მონდომებით იყვნენ ჩვენი პატარები ჩართულნი.
მათ იმოგზაურეს აფხაზეთში და შეეჭიდნენ მათემატიკურ ამოცანებს!
ყველა კლასს გადაეცა სერთიფიკატი, კონკურსში მონაწილეობისათვის.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ მეოთხე კლასებს შორის გუნდი-
,,აფხაზეთის დამბრუნებლები"
( IV ა კლასი,
დამრიგებელი: ნანიკო ოქროპირიძე)
და მესამე კლასებს შორის გუნდი-
,,ლამაზი აფხაზეთი"
(III ა კლასი,
დამრიგებელი: ნანა მელანაშვილი)
გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ!
03/06/2026
📌3 ივნისს, მე-10ა კლასის მოსწავლეებმა პროექტის ,,ბულინგი და სიძულვილის ენა მოსწავლეებში” (მასწავლებელი თამაზ კვიკვინია) შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩაატარეს. პროექტი მიზნად ისახავს ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ პრობლემის პრევენციის ხელშეწყობას.
პრეზენტაციამ მიიღო ინტერაქციული ხასიათი და დამსწრე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები აღნიშნული თემის გარშემო.
#არაბულინგსდასიძულვილისენას
03/06/2026
✅გაიღე სისხლი-აჩუქე სიცოცხლე გახდი ჰემოგმირი
ზოგჯერ გმირობას არც განსაკუთრებული ძალა სჭირდება და არც სუპერგმირის სამოსი მთავარია სურვილი!
✅გამოყავი ნახევარი საათი გაეცი სისხლი და აჩუქე სიცოცხლე!
🤗მითია, რომ სისხლის გაცემა ასუსტებს ორგანიზმს პირიქით ის სასარგებლოცაა, მითია რომ დონაციის დროს დაავადებები გადამდებია ვინაიდან ყველაფერი არის ერთჯერადი დაავადების გადადება გამორიცხულია.
ყოველ სამ წამში ერთ ადამიანს სჭირდება სისხლი, შენს ძარღვებში კი მისი იმედი ჩქეფს იყავი მაგალითი, აჩვენე სხვასაც რომ დონაცია უსაფრთხოა.
დონაციით შეგიძლია აჩუქო სხვას სიცოცხლე!
📌10 ივნისს მოდი მე-12 საჯარო სკოლაში სადაც დაგხვდება ნაციონალური სისხლის ბანკის პროფესიონალთა ჯგუფი
გახდი ჰემოგმირი!
02/06/2026
📌ა/წ 29 მაისს IX გ კლასი ეწვია ხელნაწერთა ეროვნულ ფონდს.ჩვენი მიზანი იყო იმ ხელნაწერების ხილვა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ “ ვეფხისტყაოსნის” ორიგინალი ხელნაწერები, სხვადასხვა დროს გამოცემული. ასევე 1712 წლის ვახტანგისეული პირველი ბეჭდური “ ვეფხისტყაოსანი”. ასევე დავათვალიერეთ მიხაილ ზიჩის ორიგინალი ნახატები შექმნილი “ ვეფხისტყაოსნისთვის”.
ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი: ნატალია იმერლიშვილი 💖💖 კლასის დამრიგებელი:ნათია ქიბიშაური 🩷🩷
01/06/2026
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! 💚🎈🎈💚
IV გ კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ,,მხიარულ მეცნიერებს’’, მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში და გაილამაზეს დღე.☀️🌈🎈
დამრიგებელი: თამარ ბანცაძე❤️
01/06/2026
მე-12 საჯარო სკოლის ინტელექტუალური გუნდი, რომელიც მონაწილეობს "ტვინების ბრძოლის"კონკურსში.
მათ უკვე გადალახეს სასკოლო, საქალაქო და რეგიონალური ტური. ახლა ისინი იბრძვიან ფინალში საბოლოო გამარჯვებისთვის🌟🎉 ჩვენი სკოლის საამაყო გუნდს ვულოცავთ კონკურსში მონაწილეობას და ვუსურვებთ საუკეთესო შედეგებს!
წინ უფრო დიდი გამარჯვებისკენ!🎉🎉🎉
29/05/2026
📌მე-12 საჯარო სკოლის 6 დ კლასში ჩატარდა ისტორიულ-ლიტერატურული პროექტი თემაზე:”თავისუფლება ლომთა ხვედრია” 🌸 გაზაფხულის ორი ისტორია.
❇️პროექტი ისტორიის მასწავლებლის ნინო დევნოსაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაკა მაღრაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
❇️ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებასა და სიმღერების მომზადებაში კლასს უდიდესი დახმარება გაუწია მუსიკის მასწავლებელმა მაია ჭუმბურიძემ.
✅მთელ პროცესს სცენაზე უძღვებოდა ორი მოსწავლე.
✳️კლასის 25-მა მოსწავლემ საინტერესო პრეზენტაციებითა და ხელნაკეთი პოსტერების მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ლიტერატურული საკითხები.
✅ღონისძიება მუსიკალურად გაამდიდრა ცოცხლად შესრულებულმა პატრიოტულმა სიმღერებმა:” 300 არაგველი” და ფინალური “საქართველოა”. 🇬🇪🇬🇪
✨ვულოცავთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ წარმატებულ და ემოციურ დღეს! ❤️🤍🇬🇪🇬🇪