🔹იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 331 სახის მომსახურებას სთავაზობს.
🔹️321 მომსახურების მიღება მოქალაქეებს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო The NAPR's successful performance led to an expansion in its responsibilities.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ძირითადი საქმიანობაა:
• უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაცია
• საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია
• საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია
• მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების რეგისტრაცია
• მეწარმეთა და არასამეწარმეო (არ
29/05/2026
🔹საჯარო რეესტრმა გეოსივრცითი ტექნოლოგიების განვითარების ქართული მოდელი გეოგრაფიული ასოციაცია "EuroGeographics"-ის ასამბლეის მონაწილეებს გააცნო
🔹იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გეოსივრცითი მონაცემების ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა უწყებამ, „ევროგეოგრაფიკსის“ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
🔹ბელგიაში გამართულ ღონისძიებაზე სააგენტოს დელეგაცია ასოციაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაეცნო.
🔹პანელური სესიის - „გეოსივრცითი მონაცემები ძლიერი, უსაფრთხო, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“ - ფარგლებში, სააგენტომ პარტნიორ უწყებებს გეოსივრცითი მონაცემების წარმოების, მათი გამოყენების გამოცდილება და სტრატეგიული ხედვები გაუზიარა.
🔹სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პირველ მულტიფუნქციურ გეოპორტალზე NSDI.GOV.GE რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორის სივრცითი მონაცემების ერთიან სისტემატიზაციას.
🔹ღონისძიებაზე დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის გეოსივრცით ინიციატივებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც მონაცემთა ხარისხსა და ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს.
🔹საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლიდან ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსის“ წევრია, რომელიც ევროპის მასშტაბით 46 ქვეყნის 60-ზე მეტ კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის უწყებას აერთიანებს.
🔹The National Agency of Public Registry Introduced the Georgian Model of Geospatial Technology Development to the Participants of the General Assembly of the “EuroGeographics”
🔹The National Agency of Public Registry (NAPR) under the Ministry of Justice of Georgia, as one of the major producers of geospatial data, participated in the General Assembly of “EuroGeographics.”
🔹At the annual event organized by the international association, which this year was held in Belgium, the Agency’s delegation reviewed the association’s 2025 activity report and the priority areas for the current year.
🔹Within the framework of the panel session “Geospatial Data for a Strong, Secure, Prosperous and Competitive Europe,” the NAPR shared with partner institutions its experience in the production and use of geospatial data, as well as its strategic vision in this field.
🔹The Agency’s representative spoke in detail about the first multifunctional geoportal, NSDI.GOV.GE which supports the unified systematization of spatial data from both the public and private sectors.
🔹During the event, members of the delegation received information about the best practices of European countries, EU geospatial initiatives, and international standards aimed at improving data quality and accessibility.
🔹The National Agency of Public Registry has been a member of the “EuroGeographics” association since 2010. The association brings together more than 60 cartography, cadastre, and land registration agencies from 46 European countries.
26/05/2026
26 მაისი - ეს დღე ჩვენია !
26/05/2026
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს
ზუგდიდის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებები:
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ:
🔹 დაათვალიერონ თავდაცვის ძალების შეიარაღება და ტექნიკა;
🔹 სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენა;
🔹 ეროვნული არქივის ინსტალაციები: „1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებიდან“; „საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა“; „სამეგრელო“;
🔹 გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები გიგანტურ პასპორტთან, ID ბარათისა და ქორწინების სივრცეებში;
🔹 მიიღონ სიმბოლური პასპორტი; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.
🔹 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, „რე-მარკეტის” პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
🔹 განსაკუთრებული სანახაობა, გასართობი პროგრამები, აქტივობები, ვიქტორინები და სხვადასხვა სიურპრიზი ელის ბავშვებს.
🔹 მოეწყობა კულინარიის მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; აგრეთვე, კონცერტი საბავშვო ანსამბლის მონაწილეობით.
🔹 17:10 სთ-ზე აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიებას კი, გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს.
🇬🇪 ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი!
1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!
ეს დღე ჩვენია!
26 მაისი - ეს დღე ჩვენია !
25/05/2026
🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.
ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებენ ⤵
🔹 იხილონ საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი, ასევე, ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ;
🔹 შეავსონ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღონ სურათი, რის შემდეგაც დაუმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სანოტარო სერვისების შესახებ;
🔹 დაათვალიერონ და შეიძინონ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლონ გიფერით და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი;
🔹 ბავშვები ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასშიც მიიღებენ მონაწილეობას – საკუთარი ფანტაზიით დახატავენ ნახატებს, რომელთაც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნიან;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ლამაზი სანახაობით.
🇬🇪26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
ვახტანგ გორგასლის ქუჩა 22/Vakhtang Gorgasali Street 22
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |