ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა

ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა

Share

ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა

Photos from ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა's post 04/06/2025

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ სკოლის გაზეთი, რომელიც შეიმნა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების, თინათინ ხუროშვილისა და მარიამ ბერძენიშვილის, ინიციატივითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით.
უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი ძალიან საინტერესო გამოვიდა. მასში განხილულია ჩვენს სკოლაში განხორციელებული პროექტები და სასწავლო სახალისო აქტივობები. გაზეთში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მოდა და სპორტი. გაზეთის რედაქტორებმა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ინტერვიუები ჩაწერეს ჩვენი სკოლის იმ მოსწავლეებთან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სპორტსა და სამოდელო საქმიანობაში.
გაზეთის მოცემული ვარიანტი არაა საბოლოო, იგეგმება ინტერვიუების აღება სხვა ცნობილ პიროვნებებთან, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისათვის. ასევე სამომავლოდ იგეგმება გაზეთის ბეჭდური ვერსიის გამოცემაც.

26/05/2025
26/05/2025

🇬🇪🇬🇪🇬🇪გილოცავთ საქართველოს დამოუკოდებლობის დღეს🇬🇪🇬🇪🇬🇪
„მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".
მერაბ კოსტავა
#ესდღეჩვენია
26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა... 85 წლის გახდებოდა💔🇬🇪

24/02/2022

"...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!"
კოლაუ ნადირაძე
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
კოლაუ ნადირაძე
СЛАВА УКРАЇНІ !

12/02/2022

მშობლების საყურადღებოდ!
ძვირფასო, მშობლებო, შეგახსენებთ, რომ 21 თებერვლიდან სწავლის სკოლაში, პირისპირ სწავლების მსურველებმა 17 თებერვალს უნდა მოხსნათ რეგისტრაცია.

💻 სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

📣 სარეგისტრაციო ველი 16 თებერვალს 00:00 საათზე გაიხსნება და დაიხურება 17 თებერვალს 18:00 საათზე.

სკოლაში სწავლა გაგრძელდება ჩვეულ რეჯიმში, ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით.

გისურვებთ ჯანმრთელობას,მშვიდობას და წარმატებებს!

10/10/2021

😢

01/10/2021

🙏მოსწავლის ვალდებულებები:
მითითებულ დროს გამოცხადდით სკოლაში ;
არ დააგვიანოთ გაკვეთილებზე;
დაიცავით ჰიგიენის წესები;
I-XII კლასის მოსწავლეებმა თან იქონიეთ და ისარგებლეთ პირბადით;
დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
🙏მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
I-XII კლასის მოსწავლეები სკოლაში გამოუშვით პირბადით;
ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
ოჯახის წევრის ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაშიც არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და ტესტირების ჩასატარებლად.

🙏მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
 სკოლაში მოსვლამდე გთხოვთ მოსწავლეს ყოველ დილით გაუზომეთ ტემპერატურა. ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში;
 სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
 სკოლაში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
 სკოლის ეზოს ტერიტორიაზე უნდა დაიცვათ დისტანცია და მოერიდეთ ერთმანეთთან ახლო კონტაქტს(ჩახუტება, კოცნა, შეხება.);
 კლასის დამრიგებლის და მშობლის კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში(Teams-ში);
 მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების შემოწმება მოხდება Teams-ის გამოყენებით.
 უზრუნველყავით მოსწავლე ყველა საჭირო სასწავლო ნივთით (არ შეიძლება სხვისი ნივთის შეხება-გამოყენება);
 სასურველია მოსწავლე სკოლაში მივიდეს ნასაუზმევი, რადგან თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე;
 გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთია.
 უზრუნველყავით ,რომ მოსწავლემ სკოლაში ატაროს და გამოიყენოს საკუთარი,სუფთა და მარკირებული (სახელი,გვარი) წყლის ბოთლი.
მოსწავლებბმა უნდა დაიცვან შემდეგი ჰიგიენის წესები:
 სკოლაში საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული საკვების მიღებისას).
 დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
 მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
 სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
 არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
 დასვენების დროს დაიცავით დისტანცია და მოერიდეთ ერთმანეთთან ახლო კონტაქტს(ჩახუტება, კოცნა, შეხება.);
 მოსწავლემ სკოლაში ატაროს და გამოიყენოს საკუთარი,სუფთა და მარკირებული (სახელი,გვარი) წყლის ბოთლი. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარი მოვალეობების პასუხისნგებლობთ შესრულებისა და სათანადო სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებით მოვახერხებთ 2021-2022 სასწავლო წლის მშვიდობიანად დასრულებას სასკოლო სივრცეში.
💌იმედი გვაქვს რომ გამოიჩენთ მაღალ მოქალაქეობრივ
პასუხისმგებლობასა და სიფრთხილეს! 💌
სკოლის ადმინისტრაცია #მეტიმოქალაქეობრივიპასუხისმგებლობა

01/10/2021

სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლა სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მასზედ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით:
სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით, პირბადეებით თანამშრომლებისთვის, დეზობარიერებით, სადეზინფექციო მოწყობილობებით, ხელის, იატაკის და დეზობარიერის სადეზინფექციო სითხეებით, რომლებიც სკოლას გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
სკოლა უზრუნველყოფილია თერმოსკრინინგისთვის საჭირო აპარატებით და სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის პერსონალი, ასევე სკოლის ვიზიტორები ( ვიზიტორების შემოსვლა შეზღუდულია) გაივლიან თერმოსკრინინგს;
სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო ოთახი.
სკოლის სველი წერტილები აღჭურვილია თხევადი საპნით, ერთჯერადი ხელსახოცებითა და ტუალეტის ქაღალდით;
სკოლაში ხელმისაწვდომია ხელის სადეზინფექციო საშუალებები. სკოლის ყველა სივრცესა და საკლასო ოთახში არის ხელის და ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო სითხე.
სკოლაში ხელმისაწვდომია პირბადეები მასწავლებელებისთვის; სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეები I - XII კლასის ჩათვლით ვალდებულნი არიან ეკეთოთ პირბადე;
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის ყველა თანამშრომელო დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას (თანამშრომლთა ტესტირება ხორციელდება 5 დღეში ერთხელ);
სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებული უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო პროცესი, რომელიც დაწყებითი კლასებისათვის სწავლის დაწყებას 9:00 სთ-ზე, მე-2 კლასებისათვის 12:00 საათზე, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებისათვის 9:30 სთ-ზე გულისხმობს.გთხოვთ, სკოლაში გამოცხადდეთ 15 წუთით ადრე.
კლასებში დაკრულია დისტანციის დასაცავი სტიკერები, საკლასო ოთახების ფართობი გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებს შორის დისტანცია დაცულ იქნას რეგულაციის შესაბამისად. სკოლის დერეფნებში გამოკრულია საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები. ამავე დროს სკოლის ყველა სველ წერტილში გამოკრულია ხელის სწორად დაბანის ინსტრუქცია;
დერეფნებში დამონტაჟებულ ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერებთან გამოკრულია ხელის დამუშავების ინსტრუქცია;
სკოლის დერეფნებში და ყველა საკლასო ოთახში დგას სათლები ჰიგიენური ნარჩენებისათვის დახურულ მდგომარეობაში;
ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველვყოფთ საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიულ დამუშავებას;
სკოლაში ხდება ბუნებრივი ვინტილაცია, როგორც დერეფნების, ასევე საკლასო ოთახების;
უზრუნველყოფილი იქნება სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ; სახელურების, ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება ხშირი ინტერვალებით;
სკოლა იცავს სსსმ მოსწავლეებისათვის დადგენილ ყველა რეკომენდაციას სასწავლო პროცესის ორგანიზების მხრივ დასწრებითი სწავლების დროს;
ძვირფასო მშობლებო, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია გთხოვთ გაითვალისწინოთ:
1. ყურადღებით გაეცნოთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას;
2. სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში;
3. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას;
4. უზრუნველყავით მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
5. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან გაყვანა;
6. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღებთ სკოლისგან ინფორმაციას სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ხუთშაბათ დღეს დაარეგისტრირეთ მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ხუთშაბათ დღეს გააუქმეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
7. სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, დაიწყება თერმოსკრინინგი, გთხოვთ დროულად გამოცხადდეთ სკოლაში! სასწავლო პროცესი დაიწყება:
1) I, III, IV, V , VI კლასები სწავლას დაიწყებენ 9:00 საათზე ;
2) II კლასები სწავლას დაიწყებენ 12:00 საათზე ;
3) VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები სწავლას დაიწყებენ 9:30 საათზე.
სკოლაში მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 15 წუთით ადრე, თერმოსკრინინგის გასავლელად;
განრიგი - I, III, IV, V , VI კლასებისათვის:
I გაკვეთილი-- 09:00 - 09:30
II გაკვეთილი- 09:35-10:05
III გაკვეთილი 10:10- 10:40
IV გაკვეთილი 10:50-11:20
V გაკვეთილი 11:25- 11:55
VIგაკვეთილი 12:00- 12:30
VIIგაკვეთილი 12:35-13:05
VII-XII კლასები
I გაკვეთილი-- 09:35-10:05
II გაკვეთილი- 10:10- 10:40
III გაკვეთილი 10:50-11:20
IV გაკვეთილი 11:25- 11:55
V გაკვეთილი 12:00- 12:30
VI გაკვეთილი 12:35-13:05
VII გაკვეთილი 13:10-13:40
VIII გაკვეთილი 13:45-14:15
II კლასები
I გაკვეთილი 12:00-12:30
II გაკვეთილი12:35-13:05
III გაკვეთილი 13:10- 13:40
IV გაკვეთილი 13:45-14:15
V გაკვეთილი 14:20-14:50
დისტანციური დღეები: V კლასი და VII კლასი - ორშაბათი; VIII და XII კლასი-სამშაბათი; IX და XII კლასი-ოთხშაბათი; X და XII კლასი-ხუთშაბათი; VI და XI კლასი-პარასკევი;
8. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 30 წუთი. შესვენება 5 წუთი და ერთი 10 წუთიანი შესვენება;
9. მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის ეზოს ტერიტორიაზე უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია;
10. მშობლებთან კომუნიკაცია მოხდება დისტანციურად პარასკევ დღეს დამრიგებლებთან ,საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის წევრთან შეხვედრა მოხდება წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ფორმით, როგორც დისტანციურად ასევე ფიზიკურად;
11. ინფორმაციას საგაკვეთილო ცხრილის (პირისპირ სწავლების ცხრილი და დისტანციური სწავლების ცხრილი), დღის რეჟიმისა და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგის შესახებ გაეცნობით კლასის დამრიგებლების მეშვეობით;
12.ვინაიდან დროებით შეჩერებულია სასადილოს ფუნქციონირება, რეკომენდირებულია მოსწავლემ თან იქონიოს ლანჩ-ბოქსი და მშობლის მიერ მარკირებული ბოთლი სასმელი წყალით. სკოლაში წამოსვლამდე მოსწავლე ასაუზმეთ;
სკოლაში მოსწავლეს გამოატანეთ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები (ფანქარი, კალამი, საშლელი, და სხვა), რადგან თანაკლასელისგან ვერ ითხოვს;
სკოლის დირექცია
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!
online.emis.ge
online.emis.ge

www.online.emis.ge

04/09/2021

🔷 სწავლის დაწყების ვადები და რეგულაციები:
✅ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ვადები განისაზღვრა:
☑ სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესს განახორციელებენ მხოლოდ დისტანციურად.
☑ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი 2021 წლის 4 ოქტომბრამდე არ განხორციელდება.
☑ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი. ამასთან, ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით
☑ 2021 წლის 4 ოქტომბრიდან, იმ სოფელში, დაბასა და ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო ინფიცირების 4%-ზე მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

31/08/2021

💌💌💌ჩვენი სკოლის ძვირფასო კურსდამთავრებულებო, სკოლის ოქროს ბიჭებო და გოგონებო, ძალიან გვახარებს თქვენი წარმატებები ეროვნულ გამოცდებზე. სკოლა სიამაყით აცხადებს, რომ ყველა კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი, ძალიან ბევრმა მათგანმა მოიპოვა დაფინანსება და რამდენიმემ 100 %-იანი გრანტი! გილოცავთ! თქვენ ბრწყინვალედ წარმოაჩინეთ საკუთარი ნიჭი, თქვენი პედაგოგების შრომა და ასახელეთ საკუთარი სკოლა, ოჯახი. დარწმუნებული ვართ, სტუდენტობასაც მშვენივრად გაართმევთ თავს.
🏆 გისურვებთ საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. გვიყვარხართ და მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვიქნებით.
✨თქვენი სკოლა ამაყობს თქვენით!✨
🙏მადლობა სკოლის პედაგოგებს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის და მშობლებს - ჩართულობისა და თანადგომისათვის. ჩვენ ერთად ვიამაყებთ ჩვენი/თქვენი შვილების წარმატებებით! Shorena Kurdadze Keti Shubashikeli
💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌💌

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tseretlis 110
Tbilisi