პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო

პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო, Government Organization, rustaveli 8, Tbilisi.

Photos from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო's post 24/07/2024

📌საბჭოს თავმჯდომარის ბაია კვიციანის ინტერვიუ: თემაზე - ბავშვის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა, გამოქვეყნდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ ჟურნალში “ბავშვთა უფლებები”.

📍ინტერვიუ მოიცავს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის:

🖇️რა ცვლილებები ტარდება ამჟამად ბავშვის უფ­ლებათა ეფექტური აღსრულების უზრუნველსა­ყოფად ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში?

📌რამდენადაა თანხვედრაში ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო კონვენციებთან, როგორიცაა მაგალითად, გაეროს ბავშვის უფ­ლებათა კონვენცია?

📍რა ინიციატივები ხორციელდება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველა ბავშვისთვის?

🖇️როგორ აგვარებს ბავშვთა დაცვის არსებული სისტემები ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობა, უგულებელყოფა?

📍არსებობს თუ არა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე მიმართული სპეციალური პროგრამები?

🖇️არსებობს თუ არა მექანიზმები შშმ ბავშვების სრულად ჩართულობისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად?

📌ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 👉
https://educationhouse.ge/storage/books/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_2531.pdf?

Photos from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო's post 28/06/2024

🟣 დღეს დისტანციური შეხვედრა გაიმართა საბჭოს თავმჯდომარეს ბაია კვიციანს, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენელს აკიო აფუდას და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ სოფო კილაძეს შორის, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმების მიზნით.

🟠 შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე საქართველოს მეხუთე და მეექვსე პერიოდული ანგარიშების წარდგენის პროცესი შეაჯამეს. საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრეებს აღნიშნული ანგარიშების წარდგენის თაობაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

🔵 აკიო აფუდამ საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. ბაია კვიციანმა საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება საბჭოს მიერ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულებაზე მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესების, აგრეთვე, ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების თვალსაზრისით.
სოფო კილაძემ ისაუბრა საბჭოს გაძლიერების საჭიროებაზე, კერძოდ, საბჭოს წევრებისთვის ცნობიერების ამაღლების რეგულარული ღონისძიებების გამართვის მიზანშეწონილობაზე.

🟡 შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა ინიციატივა, რომ საბჭო თავისი მისიის, ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს, რამდენადაც ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოების ფუნქციონირების პრაქტიკა არ არის მსოფლიოში გავრცელებული.

Photos from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო's post 21/06/2024

🟣20 ივნისს საბჭოსა და World Vision საქართველოს წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

🟠შეხვედრა ემსახურებოდა „ბავშვთა კეთილდღეობის და ბავშვის უფლებათა კოდექსის დანერგვის მონიტორინგის ინსტრუმენტის“ განხილვას, საბჭოს მიერ მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შემდეგი ექვსი მიმართულებით:

• დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შეფასება;
• ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის შემოწმება;
• პრევენციული და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების ეფექტიანობის შემოწმება;
• ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შემოწმება;
• ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელზე დაკვირვება და რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობის შემოწმება;
• შშმ ბავშვთა შეფასების და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შემოწმება;

🟡შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შშმ პირებთან მუშაობის საკითხებზე, კერძოდ, სერვისების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

🔵მხარეებმა განიხილეს ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციის ძირითადი მიმართულებები და ინდიკატორები, აგრეთვე, მონიტორინგის პროცესთან და ამ პროცესში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული საკითხები.

🟢შეხვედრაზე განხილულ იქნა, ასევე, ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგის „დაშბორდის“ შევსების ტექნიკური პროცედურები.

20/06/2024

✨20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა!

🟡ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უერთდება 2024 წლის გზავნილს: “იმედი სახლისგან მოშორებით: მსოფლიო, სადაც ლტოლვილები არ ავიწყდებათ”
“Hope Away from Home: A World Where Refugees Are Always Included.”

👧👦 ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმ მოწყვლადი კატეგორიის პირებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

🟣 ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რათა ყურადღება მიექცეს ლტოლვილთა უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობასა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას

🟠”ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია ამბობს: სახელმწიფომ განსაკუთრებული მფარველობა და მზრუნველობა უნდა გაუწიოს ლტოლვილ და ლტოლვილის სასტუსის მიღების მოსურნე ბავშვებს. სახელმწიფო ვალდებულია ითანამშრომლოს კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მოწოდებული არიან ამგვარი დაცვის უზრუნველსაყოფად

🤝ერთად ვიმუშაოთ ყველასთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად

Photos from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო's post 12/06/2024

🟡დღეს საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს. შეხვედრას ესწრებოდა 70 მონაწილე საქართველოს სხვადახვა მუნიციპალიტეტებიდან.

🟢შეხვედრას უძღვებოდა ჩვენი საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი. შეხვედრის თემა: „ბავშვთა შრომითი უფლებები საქართველოში გამოწვევები და გადაჭრის გზები"

🟣შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ექსპერტის მიერ, რომლის მთავარი მიზანი იყო ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წამოწევა, მათ შორის ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვებისთვის არსებული მომსახურებების, ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით გამოწვევების, პრობლემის შესამცირებლად და დასაძლევად რეკომენდაციების მიმოხილვა

🟠შეხვედრა მოიცავდა დისკუსიას, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემური საკითხების გარშემო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის წარმომადგენლები

12/06/2024

12 ივნისი ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო მსოფლიო დღე❗️

🎯2024 წლის თემაა, ვიმოქმედოთ ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად: დავასრულოთ ბავშვთა შრომა ❗️

Let’s act on our commitments: End Child Labour ❗️

🙌 მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ბავშვთა შრომის შემცირების კუთხით, მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობა მოქმედებების დაჩქარებაში ბავშვთა შრომის ყველა გამოვლინების აღმოსაფხვრელად !

CRC Top Ten Cartoons Freedom from child labour 12/06/2024

✨12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა!

🟡ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უერთდება 2024 წლის გზავნილს: ვიმოქმედოთ ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად: დავასრულოთ ბავშვთა შრომა!
“2024 Theme: Let’s act on our commitments: End Child Labour!”

👧👦 ბავშვთა შრომა გულისხმობს ბავშვთა ექსპლუატაციას ნებისმიერი ფორმის ისეთი შრომით, რომელიც ბავშვს ართმევს ბავშვობას, ხელს უშლის მის სკოლაში სიარულს და მისთვის მენტალურად, ფიზიკურად, სოციალურად ან მორალურად საზიანოა.

🟣 ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რათა გვახსოვდეს, თუ რა რეალობაში უწევთ ბავშვებს ცხოვრება. საჭიროა, გაიზარდოს ამ პრობლემის ცნობადობა და მაქსიმალურად ვეცადოთ მის აღმოფხვრას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

🟠 მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ბავშვთა შრომა აზიანებს ბავშვს, საფრთხეს უქმნის მის კეთილდღეობას, განვითარებას, მომავალს. საქართველოში კი ხშირია ბავშვთა შრომის გამოყენების ფაქტები როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, რის გამოც ბავშვებს სკოლის გაცდენა, ჩამორჩენა, სწავლისთვის თავის დანებება უწევთ.

🤝ერთად ვიმუშაოთ ყველასთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად

CRC Top Ten Cartoons Freedom from child labour

Photos from პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო's post 01/06/2024

🟠 დღეს, 1 ივნისს საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული საინფორმაციო კამპანიისადმი - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიძღვნილ გახსნით ღონისძიებაში.

🟡 კამპანია “ნუ წაართმევ ბავშვობას” უკვე მეხუთე წელია ტარდება და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

🟢 საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

🟣 ბაია კვიციანმა ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს პერსპექტივიდან აღნიშნა ინტერსექტორული თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობა. მანვე ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობისა და ცნობიერების ამაღლებაზე.

01/06/2024

🌍✨ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ! ✨🌍

🌐 საბჭო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნად, დღის, რომელიც ეძღვნება საზოგადოებაში ბავშვების მნიშვნელობის, მათი განვითარების, განათლებისა და კეთილდღეობის აღიარებას.

👶👧🧒 ბავშვები ჩვენი მომავალია და ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ:

🧷 მათი ზრდა უსაფრთხო, ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოში;

📚 ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა;

🏥 ხარიახიანი ჯანდაცვა და მხარდაჭერა მათი ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის;

🎨 მათი შემოქმედების წახალისება და მონაწილეობა კულტურულ, შემოქმედებით აქტივობებში.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ერთად შევეცადოთ, ბავშვებისთვის ყოველი დღე იყოს ისეთი, სადაც მათი უფლებები იქნება რეალიზებული და დაცული 🎈👧👦

16/05/2024

✨13-19 მაისი მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულია!

🙌კვირეული, რომელიც ემსახურება ყოველდღიურ ცხოვრებაში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

🟡ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უერთდება 2024 წლის გზავნილს: „მოძრაობა: მეტი მოძრაობა მენტალური ჯანმრთელობისთვის“, რაც გულისხმობს მოძრაობის, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

👧👦ყოველ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, მათ შორის, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, სტაციონარული მომსახურების, რეაბილიტაციის, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით.

🟣ამ კვირეულის აღნიშვნა კარგი შესაძლებლობაა გავაცნობიეროთ, რომ მენტალური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.

🟠ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, "მენტალური ჯანმრთელობა არის ადამიანების კეთილდღეობისა და ნაყოფიერი ფუნქციონირების საფუძველი. ეს მეტია, ვიდრე ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის არქონა, ეს არის აზროვნების, სწავლის, და საკუთარი თუ სხვისი ემოციებისა და რეაქციების გაგების უნარი".

🤝ერთად ვიმუშაოთ ყველასთვის ნათელი მომავლის შესაქმნელად

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Rustaveli 8
Tbilisi