17/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლაში 15 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მეორე დღეს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ VIII-IX-X კლასების მოსწავლეები. ისინი გაეცნენ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას, გააცნობიერეს, როგორი გადამწყვეტი როლი ითამაშა 1978 წლის 14 აპრილს საზოგადოების ამბოხებამ მშობლიური ენის შენარჩუნების საქმეში და რატომ არის ეს დღე გამოცხადებული დედაენის დღედ.ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
14/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N 120 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ინიციატივით (ხელ-ლი: ლუბა ახობაძე, წევრები: მაია ახობაძე, მაია ზოზრაშვილი, მიმოზა გრიგალაშვილი)დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის VI-2, IX-1, X-2 და XI-2 კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამაზე: ,,ქართული ანბანის თავგადასავალი”.
მოსწავლეებმა მოისმინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს კალიგრაფიული ნამუშევრები სამი ქართული ანბანის გამოყენებით, დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, გაეცნენ ქართული ენის დიდი ქომაგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
14 აპრილი არა მარტო ქართული ენის დაცვის დღეა, არამედ ქართველი ხალხისთვის უძვირფასესი საუნჯის, დედაენის დღეა.
14/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N 120 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობით : ლუბა ახობაძე, მაია ახობაძე, მაია ზოზრაშვილი, მიმოზა გრიგალაშვილი, ტარდება დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის პროგრამა:
I დღე- 14 აპრილი, სამშაბათი : ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი-საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ქართული ანბანის თავგადასავალი“
(VI-2, IX-1, X-2 , XI-2 კლასების მოსწავლეები)
II დღე- 15 აპრილი, ოთხშაბათი: დედაენის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება;
(VIII-IX-X-XI კლასები)
III დღე- 16 აპრილი, ხუთშაბათი: კალიგრაფიის მასტერკლასი, რომელსაც გაუძღვება გეოგრაფიის პედაგოგი: ნათია ქვათაძე;
(ჟიურის წევრები: ნარა თეთრაძე- ხელოვნების პედაგოგი; ნათია ქვათაძე- გეოგრაფიის პედაგოგი.)
(V-VI-VII-VIII-IX კლასები)
IV დღე- 17 აპრილი, პარასკევი: მოსწავლეთა ხელნაწერი წიგნების პრეზენტაცია;
(V-1 და VIII-2 კლასები)
V დღე- 20 აპრილი, ორშაბათი: დედაენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო;
კალიგრაფიის ნამუშევრების გამოფენა;
კედლის გაზეთების გამოფენა;
დაჯილდოება.
(V-VI-VII-VIII-IX-X-XI კლ.)
სსიპ ქალაქ თბილისის N 120 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელ-ლი: ლუბა ახობაძე, წევრები: მაია ახობაძე, მაია ზოზრაშვილი, მიმოზა გრიგალაშვილი.
14/04/2026
მიმდინარე წლის 8 აპრილს, სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ისტორიული წრე შეიკრა. ჩვენმა IX_2 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ირმა ლომიშვილი) წარადგინეს კონფერენცია: „თავისუფლების ესტაფეტა: 1921-1991“- ,,ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“ (ხელმძღვანელი,ისტორიის პედაგოგი ინგა ჯინჭარაძე)
თუ 25 თებერვალს ოკუპაციის ტკივილზე ვსაუბრობდით, დღეს ჩვენ გამარჯვებაზე, გაუტეხელობასა და იმ უწყვეტ ბრძოლაზე ვიმსჯელეთ, რომელმაც 70-წლიანი წყვდიადი 1991 წლის 9 აპრილის გათენებამდე მოიტანა.
ჩვენმა „ექსპერტებმა დაამტკიცეს: საქართველო არასდროს შეგუებია ოკუპაციას — დამოუკიდებლობის იდეა ცოცხლობდა ყველგან: ტყეებში, ციხეებში, მწერლობასა და ქართულ ენაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა, საფუძველი ჩაუყარა 1991 წლის 9 აპრილის დიდ გამარჯვებას. სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენთვის მხოლოდ გლოვის კი არა, უდიდესი იმედისა და სახელმწიფოებრივი სიამაყის დღეა.
დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ 1921 წლის თებერვალში დაწყებული ოკუპაცია მხოლოდ დროებითი შეფერხება იყო. 1991 წლის 9 აპრილს იურიდიული წრე შეიკრა — საქართველომ დაიბრუნა თავისი სახელმწიფოებრიობა, თავისი დროშა და თავისი ევროპული გზა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, პედაგოგები და უმცროსკლასელები.
მსგავსი აქტივობებით ჩვენ ვზრდით თაობას, რომლისთვისაც თავისუფლება არა მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ ყოველდღიურად დასაცავი ღირებულებაა.
10/04/2026
სსიპ N120 საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელობით 2026 წლის 2 და 3 აპრილს ჩატარდა ნაია ჩახუნაშვილის სახელობის ოლიმპიადა ინგლისურ ენაში.
შიდა სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა III–IV კლასების მოსწავლეთათვის. ოლიმპიადა ორგანიზებული იყო ორეტაპიან ფორმატში: პირველი ტური მოიცავდა ტესტურ დავალებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა თეორიული ცოდნისა და საგნობრივი კომპეტენციების შეფასებას; მეორე ტური კი ფოკუსირებული იყო მოსასმენ და სასაუბრო უნარებზე, რაც შეესაბამება კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებას.
მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 70%-იანი ბარიერი, რაც მიუთითებს მათ მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარების დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობას. ოლიმპიადაში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი მათი აქტიური მონაწილეობისა და მიღწევების აღსანიშნავად.
შიდა სასკოლო ოლიმპიადა სრულ თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში როგორც საგნობრივი, ისე ზოგადი კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, ზრდის მათ თავდაჯერებულობას და ქმნის საფუძველს მომავალში უკეთესი აკადემიური შედეგების მისაღწევად.
10/04/2026
ინტეგრირებული პროექტი ქართულ ენასა და ისტორიაში:
,,მამული, ენა, სარწმუნოება"
მე-11 1 კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებელი მ. ჯულაყიძე) წარმოადგინეს შემეცნებითი პროექტი ,,მამული, ენა, სარწმუნოება", სადაც სიღრმისეულად ისაუბრეს თითოეულ ღვთაებრივ საუნჯეზე, მის ისტორიასა დ კულტურაზე, დანიშნულებასა თუ მსოფლიო მნიშვნელობაზე, წაიკითხეს პატრიოტული ხასიათის ლექსი ,, მამული, ენა, სარწმუნოება". ისაუბრეს ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ღვაწლზე, სამომავლოდ მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვასა და ზრუნვაზე.
მოსწავლეების გამოსვლა საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, გამოყენებული იყო ყველა საჭირო რესურსი.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენის პედაგოგი მიმოზა გრიგალაშვილი და ისტორიის პადაგოგი ნონა ხეცურიანი.
პროექტს ესწრებოდნენ:
სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა ღაჭავა,
დირექტორის მოადგილე ქალბატონი მზია ვახტანგიშვილი, დამრიგებელი მარინე ჯულაყიძე, მასწავლებლები და მოსწავლეები.
08/04/2026
ინტეგრირებული პროექტი ქართულსა და ისტორიაში
პროექტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა „ და ისტორიული რეალობა.
მასწავლებლები: ისტორია- ნანა ღაჭავა , ქართული- მიმოზა გრიგალაშვილი
მე-9 1-მა კლასმა ,( დამრიგებელი ქეთევან ბილიხოძე) 2026 წლის 18 მარტს, წარადგინა პროექტი ნ. ბარათაშვილის პოემა,, ბედი ქართლისა „ , მოსწავლეებმა ისაუბრეს ლიტერატულულ ტექსტში ასახულ ფაქტებსა და ისტორიულ ( საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკაზე) რეალობას შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე. გაიაზრეს და იმსჯელეს პერსონაჟების მთავარი სათქმელის ირგვლივ .მსჯელობისას გამოიყენეს ტექსტიდან ციტატები და მოძიებული ინფორმაციები ეპოქის შესახებ ისტორიული თვალსაზრისით. პროექტში გამოყენებული იყო სლაიდ შოუ და სხვა საჭირო რესურსი. პროექტში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა და თითოეულის გამოსვლა იყო მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი.
პროექტს ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე: მზია ვახტანგიშვილი და კლასის დამრ. ქეთევან ბილიხოძე.
06/04/2026
მიმდინარე წლის 22 მარტს მეცხრე ა კლასში
( დამრიგებელი ქეთი ბილიხოძე), ქიმიის მასწავლებელმა დალი ჯიბლაძემ ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე: ,,არაორგანულ ნაერთთა კლასები და მათი გამოყენება"
06/04/2026
2026 წლის 26 მარტს გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული მომზადების ცენტრში ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიებაში 24 სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის სსიპ ქალაქ თბილისის N 120 საჯარო სკოლის გუნდიც ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით: გუნდის კაპიტანი: ლუკა ქეშელაშვილი (XI-2 კლ. ხელ-ლი: თ. აკოლაშვილი), არჩილ იობაშვილი (XII-2 კლ. ხელ-ლი: მ. გრიგალაშვილი), მარიამ გაბედავა (XI-1 კლ. ხელ-ლი: მ. ჯულაყიძე), გიორგი ბადალაშვილი (X-2 კლ. ხელ-ლი: ლ. ახობაძე), იოანე ვახტანგიშვილი და საბა კვეკვესკირი (X-1 კლ. ხელ-ლი: მ. ახობაძე). გუნდი ინტელექტუალური თამაშისთვის მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა: ლუბა ახობაძემ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და წახალისება. გამარჯვებული გუნდები წიგნებით დაასაჩუქრეს.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდს შემეცნებით- ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღებასა და ვუსურვებთ წარმატებებს.
03/04/2026
ჩვენი სკოლის STEAM კლუბი, პედაგოგების შ. წიქარიშვილისა და თ. აკოლაშვილის ხელმძღვანელობით, იწყებს განახლებას, რათა უფრო მეტი მოსწავლე გაეცნოს ინოვაციების სამყაროს.
რას ვგეგმავთ განახლებულ სეზონში?
მოსწავლეები შეისწავლიან Arduino პლატფორმას, ჭკვიანი მოწყობილების აწყობას, სენსორებთან მუშაობასა და პროგრამირებას. იდეების ციფრულ ფორმატში გადატანასა და რეალობად ქცევას, სამეცნიერო ექსპერიმენტებს, გუნდურ მუშაობასა და პროექტების პრეზენტირებას. ყველა მოსწავლეს, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და სურს გახდეს მომავლის გამომგონებელი შეუძლია შემოგვიერთდეს STEAM კლუბში.
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან მოგვმართეთ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14.04.26 წ.
კითხვების შემთხვევაში დუკავშირდით შორენა მასწავლებელს: 577339435
[email protected]
STEAM კლუბის რეგისტრაცია
STEAM კლუბის რეგისტრაცია
მოგესალმებით! 🚀 თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები, მეცნიერება, ინჟინერია და გსურს შენი იდეები რეალობად აქციო, ჩვენი .....
26/12/2025
2025 წლის 24 დეკემბერს Vl-2 კლასში (კლასის ხელ-ლი: ნათია ქვათაძე) რუსული ენის პედაგოგ: ციური ბოლოთაშვილის ინიციატივით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა: მაია ახობაძემ, ინგლისური ენის პედაგოგმა: ცისანა თევზაძემ და რუსული ენის პედაგოგმა: ციური ბოლოთაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული საახალწლო საღამო ,,ბედნიერი 2026". საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს საახალწლო ტრადიციები და იმპროვიზებული სცენები საახალწლო თემატიკაზე. საღამოს დასარულს კლასის ხელმძღვანელმა ნათია ქვათაძემ მოირგო თოვლის ბებოს როლი და ბავშვები დაასაჩუქრა ტკბილეულით. საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი: ქალატონი ნანა ღაჭავა, დირექტორის მოადგილე: ქალატონი მზია ვახტანგიშვილი და პედაგოგები. საღამომ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.