ევროპული საქართველო • European Georgia

ევროპული საქართველო • European Georgia

Share

ევროპული საქართველოს ფეისბუქ გვერდი

10/05/2026

26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-დან პარლამენტამდე!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე! ✊🇬🇪

13/04/2026

ოპოზიციის ალიანსი, ვულოცავთ უნგრელ ხალხს, საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით, პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად.

უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ , რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში, არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა.

🇭🇺


12/04/2026

ქრისტე აღდგა! ამ უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ!🙌🩷

09/04/2026

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა, სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის სამი არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი.

ცხრა აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, მორალურად საბოლოოდ გატეხა საქართველოში საბჭოთა რეჟიმი და საწინდარი დაუდო 9 აპრილს ქართველი ხალხის გმირობიდან ორი წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

ცხრა აპრილი სიმბოლოა იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას, ხოლო ცხრა აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად! 🙏🏻🖤

31/03/2026

ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას ვიწყებთ! - https://rb.gy/mrbnwe

31/03/2026

ოპოზიციის ალიანსის განცხადება👇

31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი, ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა.

35 წლის შემდეგ ისევ იმავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ - საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას და თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებას კვლავ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ბრძოლა სჭირდება.

გამარჯვების გზის ბოლომდე გასავლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ არსებობს ძლიერი დემოკრატიული, ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული განუკითხაობიდან, კორუფციიდან, სიღარიბიდან და დაუცველობიდან და დააფუძნებს თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო რესპუბლიკას.

ოპოზიციის ალიანსი სწორედ ასეთი ერთობაა - სტრატეგიული თანამშრომლობა ერთფეროვნების გარეშე, რომელიც ქართულ საზოგადოებას რეჟიმის დამარცხების შემდეგ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მომავალს სთავაზობს.

ორთვიანი კამპანიის ფარგლებში მიზნად ვისახავთ: მშვიდობიანი წინაამდეგობის გაფართოებას, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებას და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ალტერნატივის კონსოლიდაციას.

26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში, თსუ-ს I კორპუსთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ.

გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!

https://www.facebook.com/share/1awgyA2gKS/?mibextid=wwXIfr

28/03/2026
18/03/2026

გულწრფელად ვიზიარებთ უღრმეს მწუხარებას და ტკივილს, რასაც დღეს განიცდის ჩვენი საზოგადოება ,მართლმადიდებელი მრევლი და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც, მსოფლიო ქრისტიანული სამყარო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მან უამრავი ქარტეხილი და ისტორიული მოვლენა გამოიარა ქართველ ერთან ერთად, როგორც სულიერმა მოძღვარმა და უდიდესი ნდობის მქონე უმაღლესმა საეკლესიო იერარქმა. ამ პერიოდში, უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანული, მართლმადიდებლური რწმენის გაძლიერების, ეკლესიის ავტოკეფალიის განმტკიცების და ერთიანობის, ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია ll , ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და პატივსაცემი ლიდერი გახლდათ, ამავდროულად , ის იყო თანამდგომი, დამხმარე და მლოცველი თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთა, რაც ყველასთვის სამაგალითო იყო ათწლეულების განმავლობაში.

როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა, მისი განსვენებით , ერთი უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური მონაკვეთი დასრულდა, მაგრამ დიდი პატრიარქის ცხოვრება, მოღვაწეობა, ღვთისა და ხალხის მსახურება, დარჩება საქართველოს ისტორიის ძვირფას და წარუშლელ ნაწილად! 🙏🖤

12/03/2026

საერთაშორისო განაჩენი „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის - ეუთომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გამოაქვეყნა.👇

ეუთომ, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმით, რომელიც 24-მა სახელმწიფომ დააინიცირა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოწმეების გამოკითხვითა და ქართული ოცნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა.

დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) საქართველოში ადამიანების სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ანგარიში გულისხმობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტის გამოძიებას, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სანქციების გამოყენებისკენ.

ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით უდანაშაულო ადამიანების დატყვევების ფაქტი. ეუთო მოუწოდებს „ქართული ოცნების“რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ანგარიშში ხაზგასმულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და საუბარია გაყალებების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე.
ეს ნიშნავს, რომ:

- რეჟიმმა იწვნია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მარცხი;

- რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწევთ პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, (ჰააგის ტრიბუნალი) რომლის იურისდიქციაშიც შედის: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები, აგრესიის დანაშაული;

- თვისობრივად გაიზრდება საერთაშორისო წნეხი რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის გაფართოვდება საერთაშორისო პერსონალური სანქციები პირადად ივანიშვილის და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ;

- კრიზისი ვერ განიმუხტება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებისა და დამნაშავეთა პასუხისგების გარეშე.

06/03/2026

#შაბათიმარშისდღეა
#საქართველოგაიმარჯვებს 🇬🇪✊

06/03/2026

ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის და ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში, და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად, რადგან ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი “რკინის ფარდა”; ახლა წყდება, “ფარდის” რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები.

🔗ვრცლად : https://online.fliphtml5.com/DroaLive/umiz/ =1

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Barnovi Street N40
Tbilisi