ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ლიტერატურული სალონი

ი.გრიშაშვილის  ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ლიტერატურული სალონი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი. ლიტერატურული სალონი, Government Organization, Tbilisi.

თბილისის მოტრფიალე და "კოცნის პოეტი" იოსებ გრიშაშვილი 19/08/2013

თბილისის მოტრფიალე და "კოცნის პოეტი" იოსებ გრიშაშვილი
მასზე ამბობენ, წიგნებს ქალებს ადარებდა - როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ვისთვის "კოცნის პოეტი" იყო, ვისთვის - "მოცლილი ქალებისა". მას კი ალბათ, ყველაფერი უყვარდა, სადაც სილამაზეს დაინახავდა, ამიტომაც ერთნაირი ეშხით ეტრფოდა და უმღერდა თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც. "სადა ხართ, ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით./ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია./ აუუ, რა კარგი დღე არის!/ ეჰეეე, რამდენი ქალია!" მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც და თბილისის კოლორიტიც.
იოსებ მამულაიშვილი 1889 წლის 24 აპრილს ხარფუხში - თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადა, მოგვიანებით კი, ლექსების წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად მამის სახელი - გრიშა აირჩია და საზოგადოებასაც იოსებ გრიშაშვილად გაეცნო...

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/47686-thbilisis-motrfiale-da-qkocnis-poetiq-ioseb-grishashvili.html

თბილისის მოტრფიალე და "კოცნის პოეტი" იოსებ გრიშაშვილი საინფორმაციო პორტალი. სიახლეები, სტატიები, გართობა...

Photos 19/08/2013

ი.გრიშაშვილის ფოტოარქივი.

Photos 19/08/2013

ხიდის ჩანგრევა მტკვარზე. ტფილისი. 1892 წ.
ორი უკანასკნელი ფოტოგრაფია დ. ერმაკოვის კოლექციიდანაა და გადაღებულია
ფ. ორდენის მიერ, რომლის შესახებ ცნობების მოძიება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ი.გრიშაშვილის ფოტოარქივი.

Photos 19/08/2013

თულუხჩი. წყკის მზიდავი.
ი. გრიშაშვილის კოლექციიდან.

Photos 23/04/2013

23 აპრილი პოეტ-აკადემიკოს იოსებ გრიშაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ი.გრიშაშვილის სახლ-სამუზეუმში იოსებ გრიშაშვილის პოეზიის მოყვარულნი შეიკრიბნენ.
სიმბოლურია, რომ იოსებ გრიშაშვილის დაბადების დღე წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ემთხვევა.

პოეტ სევარიონ ნადირაძის საქველმოქმედო საღამო 09/07/2012
07/05/2012

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

ალგეთის შესახვევის ნომერი პირველი სახლი ხარფუხში ჩვენი საუკუნის ათიანი წლებიდანვე იყო ცნობილი. პატარა ორსართულიანი და შუშაბანდიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა იოსებ გრიშაშვილი. ხარფუხის უბნის იმ პატარა სახლში წლების განმავლობაში გრიშაშვილმა თავი მოუყარა უიშვიათეს წიგნებს და შექმნა ისეთი სოლიდური ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი საქართველოში სხვა არ არის. ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა ანდერძით თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა და ძველი თბილისის ყოფისთვის დამახასიათებელი მრავალი ეთნოგრაფიული ნივთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. მოგვიანებით იმ პატარა სახლის ნაცვლად აშენდა ლამაზი შენობა, რომელშიც განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ოთხას ოთხმოცდასამი სათეატრო აფიშა, სათეატრო დადგმათა ხუთას ოთხმოცდაშვიდი პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ხედები (ოთხასი ცალი), ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი მწერალთა სურათებით და ი. გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით და სამას ოთხმოცდაათი ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახავი ნივთი...

აქვე ინახება პოეტის არქივი, რომელშიც მისი ავტოგრაფები, ნაცნობ-მეგობრებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან მიწერ-მოწერა, მწერალთა და პოეტთა არქივები, გამოკვლევები და სხვა ხელნაწერებია დაგროვილი.

Untitled album 07/05/2012

ლიტერატურული სალონი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:00 - 16:00
Sunday 11:00 - 15:00