შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Share

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანებით. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

01/06/2026
Photos from შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი's post 27/05/2026

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ქალაქ ოზურგეთში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2025 წლის კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული პროექტები წარადგინა.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა სტუმრებს გააცნო მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები. ფონდის საგამოფენო სივრცეს ეწვივნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე::↩️

sli.ink/MxWE

Photos from საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო's post 26/05/2026
26/05/2026
22/05/2026

🔊გამოცხადდა 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი!

🔹 კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

🔹დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე:⤵️

https://shorturl.at/uKyiu

22/05/2026

🔊გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები !

🔹დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე : ⤵️
https://shorturl.at/wblh0

20/05/2026

დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.

ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.

ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.

სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.

მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.

გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მერაბ ალექსიძის II შესახვევი, N2, III სართული
Tbilisi
0193

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00