საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, Government Organization, გმირ კურსანტთა #4, Tbilisi.

08/04/2024
25/05/2023

#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26მაისი

Photos from საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი's post 05/10/2022

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, კაროლ პოლიოვსკი და ამავე ინსტიტუტის არქივის დირექტორი, მარჟენა კრუკი ეწვივნენ.
სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა, ბადრი ჩერქეზიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას არქივის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
მხარეებმა სამომავლო ურთიერთობისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების საკითხები განიხილეს.
შემდგომი სამუშაო შეხვედრა პოლონეთში იგეგმება.

16/09/2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მასალებში მე-19 საუკუნის ხატი აღმოაჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1929 წლის რეპრესირებული ბერების სისხლის სამართლის საქმის შესწავლის დროს, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის აქამდე უცნობი ხატი იქნა აღმოჩენილი, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. როგორც აღმოჩენილი არტეფაქტის მინაწერიდან ირკვევა, აღნიშნული ხატი ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა - დოროთე კუჩერიავმა თავის სულიერ შვილს - აგნია ბიკოვას უსახსოვრა. ხატი ტიპოგრაფიული წესით, 1896 წელს არის დაბეჭდილი.
რეპრესირებული ბერების სისხლის სამართლის საქმის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ არქივში დაცული საქმეების კვლევა-ძიებას და დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, თუ რა ბედი ეწიათ სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლებს საბჭოთა რეჟიმის პირობებში.
ერთობლივი პროექტის მიმდინარეობისას, არაერთი ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური დოკუმენტი, წერილი თუ ფოტო იქნა აღმოჩენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ახალი აღმოჩენების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

26/05/2022

26 მაისს მერაბ კოსტავა 83 წლის გახდებოდა

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Culinary Team

Attire

Telephone

Address


გმირ კურსანტთა #4
Tbilisi