ნოტარიუსი / Notary

ნოტარიუსი / Notary

Share

ნოტარიუსი ქეთი ტყეშელაშვილი
Notary Keti Tkeshelash

12/01/2026

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: https://sda.gov.ge/

14/06/2025

🔷14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება!

🦽საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ, ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არსებული სანოტარო ბიუროების ადაპტირება.

🔗ეტლით მოსარგებლე პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi, ,,სანოტარო ბიუროების“ ველში ფილტრაციით შეუძლიათ, მოიძიონ ადაპტირებული სანოტარო ბიუროები.

🔷მომსახურების სივრცეების ადაპტირება ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისათვის ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

01/06/2025
03/05/2025

📜გილოცავთ ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს!

28/03/2025

https://www.facebook.com/share/192bJrtAsk/

For English please scroll down ⤵️

📌 აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

🔹 სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

🔹 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

🔹 სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

🔹 სანოტარო აქტები;

🔹 საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

🔹 ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;

🔹 აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.

📄 აპოსტილით შესაძლებელია, დამოწმდეს როგორც დოკუმენტის დედანი, ისე უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდი, აგრეთვე მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.

📄✅ აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში − მათი ავთენტურობა.

🚚🏢 სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

❓ Which documents are subject to apostille certification?

📌 The following documents are subject to apostille certification:

🔹 Documents issued by medical institutions within their authority;

🔹 Documents issued by the Ministry of Education and Science of Georgia and its constituent bodies, as well as documents issued by educational institutions within their authority;

🔹 Documents issued by judicial bodies;

🔹 Notarial acts;

🔹 Documents issued by administrative bodies of Georgia;

🔹 Certification sheets issued by administrative bodies confirming that a copy is identical to the original;

🔹 Translations of documents subject to apostille certification carried out by an administrative body.

📄 It is possible to certify with an apostille the original document, a printed copy of an electronic document certified by an authorized person, as well as an electronic copy or a duly certified hard copy of a physical document.

📄✅ Apostille certification confirms the authenticity of signatures on documents issued in the territory of Georgia, the authority of the signatory, and, if the document is certified with a seal or stamp, the authenticity of that seal or stamp.

🚚🏢 The service is available at 124 branches of the Public Service Hall and mobile Public Service Halls.

03/05/2024

ნოტარიუსთა პროფესიული დღე

15/03/2024

📍 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

➡️ 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

➡️ 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

05/01/2024

გილოცავთ შობა-ახალ წელს 😊

გილოცავთ 2024 წელს!

28/09/2023

✅ნოტარიუსთა პალატა სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

📍კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2023 წლის 01 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად ჩატარდება.

▶️I ეტაპი - ზოგადი უნარები, 1 ნოემბერი, 2023 წ.

▶️II ეტაპი - პროფესიული ნაწილი, 15 ნოემბერი, 2023 წ.

✅სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

▶️სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განაცხადი თანდართული ფორმის შესაბამისად;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4)

▶️კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: [email protected] ან იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომისიის სამდივნოში, მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.

📚საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით;

🔗სტაჟირების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.notary.ge/geo-7049-notariusta-palata-stajiorta-konkurss-acxadebs

04/07/2023

🧑‍🎓👩‍🎓

🔷აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

📜დაინტერესებულ პირებს მზა მატერიალური დოკუმენტის მიღება შეუძლიათ:
🔹იუსტიციის სახლებში;
🔹მობილურ იუსტიციის სახლებში;
🔹სახელმწიფო სერვისების განვითარების; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

📑ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა კი, ადგილიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალიდან - my.gov.ge არის შესაძლებელი.

27/06/2023

📣

‼️ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა!

📚ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტესტირების ფორმით ჩაატარებს.

🔶გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება:

1 აგვისტო - ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი)

14 აგვისტო -პროფესიული ტესტი

🗓საბუთების მიღება წარმოებს 26 ივნისიდან - 26 ივლისის ჩათვლით.

🔶ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 22 ივნისის №324 ბრძანებით დაინიშნა.

✅დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://tcj.gov.ge/ka/news/796/

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


თამარ მეფის გამზ. 12
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00