Österreich-Bibliothek Tbilisi

Österreich-Bibliothek Tbilisi

Share

Die Österreich-Bibliothek Tbilissi wurde am 2. Die Bibliothek wird von der Österreichischen Botschaft Tbilisi betreut.

დეტ. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/mecnierebata-da-xelovnebis-fakulteti-269/centrebi-588/avstriuli-kulturis-centri/centris-shesaxeb Mai 2000 eröffnet; sie ist räumlich und organisatorisch der Staatlichen Ilia-Universität angegliedert und verfügt über ca. 7.435 Bände. Zu den Beständen dieser Leihbibliothek zählen auch Zeitungen, Zeitschriften,

22/04/2026
02/04/2026

ÖSD-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 17 აპრილს, 14:00 საათზე.
მისამართი: ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გ. წერეთლის ქ. № 3, V სართ., S- 507.
დასწრება თავისუფალია.

Photos from Österreich-Bibliothek Tbilisi's post 27/03/2026
12/03/2026

ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გთავაზობთ ÖSD-ს მორიგ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს გერმანულ ენაში A1, A2, B1, B2, C1 ენობრივ დონეებზე.

წერითი გამოცდები ცალკეული ჯგუფების მიხედვით ჩატარდება 2026 წლის 25 აპრილიდან 27 აპრილამდე, ხოლო ზეპირი გამოცდები 2026 წლის 28 აპრილიდან 3 მაისამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის შედეგებს მიიღებთ გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირისა.
რეგისტრაციისთვის 2026 წლის 16 მარტიდან 20 მარტამდე უნდა შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1mWt2hc66z5ESkgvoaFxyxJFEjdP2Emv5-HkP26RPFQ4/edit
სარეგისტრაციო ბმულზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის მითითებულ ვადებში (16 მარტიდან 20 მარტამდე).
სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ორივე გვერდი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სკანირებული ან ფოტოს სახით.
საგამოცდო გადასახადი 2026 წლისათვის:
A1: 80 € (წერითი ნაწილი: 55 € , ზეპირი ნაწილი: 25 €)
A2: 85€ (წერითი ნაწილი: 60 €, ზეპირი ნაწილი: 25 €)
B1: 105 € ( კითხვა 22€, მოსმენა 22€, წერა 34€ , ზეპირი 27 €)
B2: 115 € (წერითი ნაწილი: 85 €, ზეპირი ნაწილი: 30 €)
C1: 130 € (წერითი ნაწილი: 90 €, ზეპირი ნაწილი: 40€)

თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის სავალუტო (გადახდის დღეს არსებული/გაყიდვის) კურსის შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე:
მიმღების დასახელება:_ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ს/კ 204861970 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი_ 708997261 მიმღების ბანკი_სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი_TRESGE22
დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი და სახელი, ასევე, მიეთითოს ÖSD-ს საგამოცდო დონე.

საგამოცდო გადასახადი და მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი განსხვავებულია დონეების მიხედვით :
A1: 14 წლის ასაკიდან
A2: 14 წლის ასაკიდან
B1: 16 წლის ასაკიდან
B2 : 16 წლის ასაკიდან
C1: 16 წლის ასაკიდან

გამოცდები ტარდება ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში გიორგი წერეთლის გასასვლელი, N1-3, V სართ., S-507.
გამოცდისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების წესის შესახებ ბრძანება იხ. ბმულზე:
https://iliauni.edu.ge/uploads/other/75/75718.pdf
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ :
ტელ.: 551 500 756
ელ. ფოსტა: [email protected]
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ საგამოცდო პერიოდის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირის შემდეგ.
შედეგების გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოთ არა ჩვენს საგამოცდო ცენტრს, არამედ - ÖSD-ს ცენტრალურ ოფისს
( https://www.osd.at/kontakt/). სააპელაციო საფასური შეადგენს 35 ევროს.

iliauni.edu.ge

10/03/2026

Ausschreibung der Universität Bonn für ein PhD-Stipendium

Photos from Österreich-Bibliothek Tbilisi's post 09/12/2025

2025 წლის 11 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 სთ.-ზე გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და Deutscher stundentenclub-გერმანული ენის სტუდენტური კლუბის ერთობლივ ღონისძიებაზე ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (გიორგი წერეთლის 3, S-507). ნაჩვენები იქნება ქართულად გახმოვანებული დოკუმენტური ფილმი „ვიქტორი და მე“.
ღონისძიება ეძღვნება ავსტრიელი ნევროლოგისა და ფსიქიატრის, ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ფუძემდებლის, ვიქტორ ფრანკლის (26 მარტი, 1905 - 2 სექტემბერი, 1997) 120 წლის იუბილეს.
პროექტი ხორციელდება Caucasus Association of Logotherapy and Existential Analysis (კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციისა) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრება CALEA-ის პრეზიდენტი ნინო ბერძნიშვილი, რომელიც წარმოადგენს ვიქტორ ფრანკლის მოწაფეების, ელისაბედ ლუკასისა და ჰაიდი შიონფელდის წიგნის "ფსიქოთერაპია ღირსებით" ქართულ თარგმანს.
დასწრება თავისუფალია.

Photos from Deutscher stundentenclub-გერმანული ენის სტუდენტური კლუბი's post 04/12/2025
Photos from Österreich-Bibliothek Tbilisi's post 02/12/2025

5 დეკემბერს, 18:30 სთ.

ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (გიორგი წერეთლის 3, S-507)

ნაჩვენები იქნება

დოკუმენტური ფილმი „წინააღმდეგობის მომენტები“ (ავსტრია, 2019)

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება საუბარი (ქართული თარგმანით) ფილმის რეჟისორ იო შმაიზერთან.

საუბარს გაუძღვება ფილომენა გრასლი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Staatliche Ilia-Universität, S-505-507, Giorgi Tsereteli Str. 3
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00