სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency

Share

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
ცხელი ხაზი : 14 83

09/04/2026
07/04/2026

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გილოცავთ ხარების დღესასწაულს!

Photos from სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency's post 06/04/2026

🔷 2026 წლის 23 და 25 თებერვალს ქ. თბილისში,სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო-ს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორები,მწარმოებლები და რეალიზატორები.

🔷 შეხვედრის ფარგლებში სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია სააგენტოს მისიისა და ფუნქციების, ბაზარზე ზედამხედველობის მექანიზმებისა და შესაძლო შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულაციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც,ზედამხედველობის ქვეშ უკვე არსებული 123 პროდუქტს დამატებით ემატება 125 სამშენებლო პროდუქტი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად ფართოვდება სახელმწიფო ზედამხედველობის სფერო.

🔷 აღნიშნულ პროდუქტებზე დადგენილება ეტაპობრივად შევა ძალაში — პირველი ეტაპი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ხოლო შემდეგი ეტაპი 2026 წლის 15 დეკემბრიდან. შეხვედრაში მონაწილე სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებების, შესაბამისობის შეფასების პროცედურებისა და იმ ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ ,რომელიც აუცილებელია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის.

🔷 შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა დაეზუსტებინათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

🔷 რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროდუქტის ბაზარზე აღმოჩენის შემთხვევაში,ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილი იქნება ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან განადგურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/86

06/04/2026

🔷 სსიპ ,,ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო"-ს მიერ ხორციელდება აირად საწვაზე მომუშავე მოწყობილობების (გაზქურები) საზედამხედველო ღონისძიები. ინსპექტირების ფარგლებში შემოწმებული იქნა აღნიშნული პროდუქტის იმპორტიორი ეკონომიკური ოპერატორების პროდუქცია როგორც ბაზარზე, ასევე საბაჟო გაფორმების ზონებში. შედეგად გამოვლენილი იქნა მნიშვნელოვანი შეუსაბამოებები.

🔷 შემოწმებებისა და ტექნიკური შეფასების შედეგად დადგინდა, რომ რიგ პროდუქტებზე არ იყო წარმოდგენილი სავალდებულო ტექნიკური დოკუმენტაცია და უსაფრთხოების მოთხოვნებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია, ხოლო რიგ შემთხვევაში მოწყობილობები არ იყო აღჭურვილი ალის მაკონტროლებელი მექანიზმებით, რაც წარმოადგენს კრიტიკული უსაფრთხოების მოთხოვნას. ალის კონტროლის მოწყობილობის არ არსებობის გამო გაზზე მომუშავე მოწყობილობა (გაზქურა) შეიცავს გაზის გაჟონვის, ასფიქსიისა და აფეთქების გამოწვევის რისკს, რაც სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა როგორც მაღალი რისკი და მიღებული იქნა შესაბამისი ზომები, კერძოდ ექვს ბიზნეს ოპერატორს: შპს ბესტ 7, შპს დიამონდი, შპს ,,ასნად კომპანი", შპს ,,ტტვ სტარი", შპს ,,ლიკანო", შპს ,,ტერმიკელ ჯორჯია" შპს ,,ნატურელი", დაევალა ბაზარზე განთავსებული საფრთხის შემცველი და შეუსაბამო პროდუქტების ბაზრიდან გამოთხოვა ან/და შეუჩერდა რეალიზაცია.

🔷 ასევე შემოწმება განხორციელდა საბაჟო კონტროლის ზონაში. შემოწმებული იქნა ხუთი ბიზნეს ოპერატორის საიმპორტოდ წარდგენილი ტვირთი, სადაც ოთხ ბიზნეს ოპერატორს უარი ეთქვა მათი პროდუქციის საქართველოში შემოტანაზე.

🔷 სსიპ ,,ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო" აგრძელებს ღონისძიებებს ბაზარზე განთავსებული შეუსაბამო და საფრთხის შემცველი პროდუქტების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიმართულებით და მოუწოდებს მომხმარებელებს გაზზე მომუშავე მოწყობილობების შეძენისას გაამახვილონ ყურადღება მათ უსაფრთხოებაზე, მოითხოვონ ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ და მოხმარების ინსტრუქცია ქართულ ენაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/85

Photos from სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency's post 11/03/2026

🔷 2026 წლის 26 თებერვალს გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ხარისხის ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო პროდუქციის უსაფრთხოების საკითხებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კერძო სექტორის, უნივერსიტეტებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

🔷 შეხვედრას სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან ესწრებოდნენ სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი დარჩიაშვილი და ამავე დეპარტამენტის კონსულტანტი გაბრიელ ბერაძე. მათ, შეხვედრაში მონაწილე სტუდენტებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა და ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები.

🔷 შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სამშენებლო პროდუქტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებს, საკანონმდებლო სიახლეებს, ასევე ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პრაქტიკულ მექანიზმებს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

🔷 ღონისძიების მიზანი იყო კერძო სექტორსა და ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ბაზარზე ზედამხედველობის პროცესებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება მოქმედი რეგულაციების შესახებ.

🔷 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ისინი ხელს უწყობს სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებას და უზრუნველყოფს ბაზარზე უსაფრთხო და შესაბამისი პროდუქციის ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/83

Photos from სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency's post 10/03/2026

🔷 2025 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სააგენტოს საზედამხედველო სფეროში არსებულ პროდუქტებს. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკო ფილფანმა, ბიზნეს სექტორს დეტალურად გააცნო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული დანადგარების ენერგოეტიკეტირების წესებს ეხება.

🔷 შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ზოგიერთი ინდუსტრიული დანადგარის ენერგოეტიკეტირების წესებს. მონაწილეებს დეტალურად წარედგინათ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ცალკეული პროდუქციისთვის სავალდებულო ხდება ენერგოეტიკეტირება. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე, მათ შორის ელექტრონულ ეკრანებზე, სამაცივრო მოწყობილობებზე, სავენტილაციო ერთეულებზე, სივრცის გამათბობლებზე, საშრობ მანქანებზე, სინათლის წყაროებზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანებსა და ჰაერის კონდიციონერებზე.

🔷 შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ენერგოეტიკეტირების მოთხოვნების შინაარსის, მათი პრაქტიკული განხორციელების მექანიზმებისა და იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც სრულად ამოქმედდა 2026 წლის 1-ლი იანვრიდან.

🔷 შეხვედრა წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ კონკრეტული განმარტებები ახალი წესების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე.

🔷 ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრების მიზანია ბაზარზე სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნა. ამასთან, სააგენტო რეგულაციების დანერგვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს კერძო სექტორის ინტერესებს, რათა კომპანიებს ჰქონდეთ გონივრული ვადა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ახალმა წესებმა არ გამოიწვიოს მათი საქმიანობის შეფერხება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/84

06/01/2026

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

01/01/2026

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გილოცავთ ახალ 2026 წელს! ✨❤️

19/12/2025
Photos from სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency's post 18/12/2025

🔷 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აგრძელებს შეხვედრებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანია მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა ისინი მომზადებულნი შეხვდნენ აღნიშნულ ცვლილებებს და არ შეექმნათ შეფერხებები ფუნქციონირებაში.

🔷 2025 წლის 15 და 16 დეკემბერს სააგენტოში გაიმართა შეხვედრები თემაზე — „ენერგოეტიკეტირება და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები“, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან. კერძოდ, საუბარი შეეხო კანონს „ენერგოეტიკეტირების შესახებ“, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა პროდუქტებზე ენერგოეფექტურობის სავალდებულო მარკირების მოთხოვნები.

🔷 შეხვედრებს სააგენტოს მხრიდან უძღვებოდნენ, სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ფილფანი და მთავარი სპეციალისტი იზა ლიპარტაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგომომხმარებელი პროდუქტის იმპორტიორმა, მწარმოებლებმა და დისტრიბუტორმა კომპანიებმა, მათ შორის იყვნენ შპს „პრაგმა", შპს „მაქსთერმი", შპს „თერმოინდუსტრია", „ქარხანა ფონიჭალა" და სხვა დაინტერესებულმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა.

🔷 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მისიის, ზედამხედველობის პროცესების, ენერგოეტიკეტირების განახლებული წესებისა და ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებების შესახებ, ასევე შესაბამისობის შეფასების პროცედურებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციაზე. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა შეძლეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვა.

🔷 სააგენტო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დაგეგმილია დამატებითი შეხვედრები, რათა ცვლილებების ამოქმედებას მზად შეხვდეს ბიზნეს სექტორი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/82

28/11/2025

🧩 სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ კი­დევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ბა­ზარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტომ 2025 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, 106 შე­მოწ­მე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­დან 51-ში დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა

🌐ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ჩარგლის ქუჩა N67
Tbilisi
0178

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00