სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა

Share

სსიპ ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლა

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 10/06/2026

👉👉ქალაქ თბილისის 89-ე საჯარო სკოლაში, 8 ივნისს, მეხუთე კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი Spelling Bee - ის ფინალი. მისი მიზანია მოსწავლეებში მართლწერის უნარების, ლექსიკური მარაგისა და ინგლისური ენისადმი ინტერესის განვითარება.
✅✅ პირველ ეტაპზე, თითოეულ კლასში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალურ ტურში. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, ყურადღება და თავდაჯერებულობა სიტყვების სწორად დამარცვლისა და წარმოთქმისას. ფინალი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები კარგად იყვნენ მომზადებულნი.
👍👍 ღონისძიებამ ხელი შეუწყო ჯანსაღ კონკურეციას, მოტივაციის ამაღლებასა და ინგლისური ენის პრაქტიკული უნარების განვითარებას.
🥇🥇გამოვლინდა ორი გამარჯვებული - მე-5 ბ კლასის მოსწავლე გიორგი ბიძიშვილი და მე-5 ა კლასის მოსწავლე მარიამ ფომენკო. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამაჯვებულებს წარმატებულ გამოსვლას!

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 08/06/2026

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. 🌎🌍🌏
ეს მნიშვნელოვანი თარიღი მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - დავიცვათ და შევინარჩუნოთ გარემო მომავალი თაობებისთვის. 🌿
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სივრცე დაეთმო მე - 10 /ა , მე-10 / ბ და მე-10 / დ კლასების მოსწავლეებს. მათ მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში ,, ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება'' და განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები. აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქტიულ დისკუსიაში, შექმნეს პოსტერები, სლოგანები და პრეზენტაციები. გამოკვეთეს გარემოს და ეკოსისტემების დაბინძურების გლობალური და ლოკალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები და ნამუშევრები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
გეოგრაფიის მასწავლებელი: თამარ შალვაშვილი
კლასის ხელმძღვანელები: ნანა პანუტინა, ნინო პერტაია, ლია სოლოღაშვილი

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 06/06/2026

👉👉6 ივნისს,ქალაქ თბილისის 89-ე საჯაროს სკოლის მე-7გ და მე-7დ კლასის მოსწავლეები, რუსული ენის მასწავლებელთან ერთად, ეწვივნენ დიდი რუსი პოეტის ა.ს. პუშკინის სკვერს და ყვავილებით შეამკეს მისი ბიუსტი.
227 წელი გავიდა პოეტის დაბადებიდან დღემდე.მოსწავლეებმა,რუსულ ენაზე წაიკითხეს ლექსები და სურვილი გამოთქვეს უფრო ღრმად გაცნობოდნენ მის შემოქმედებას მომავალში.⚘️💜⚘️💜
წარმატებით ვასრულებთ მე-7 კლასს❤️❤️❤️

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 04/06/2026

👉👉 2026 წლის 21 მაისს 7გ და 7დ კლასის მოსწავლეები ისტორიის მენტორი მასწავლებლის ნანა სოლოღაშვილის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, სადაც ბავშვები გაეცნენ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიოგრაფიის საინტერესო მასალებს და ისტორიებს. დიდი ინტერესით გაეცნენ მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არსებულ საინტერესო მასალებსა და ფოტო არქივს.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 04/06/2026

👉👉 2026 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის 89-ე სკოლის მოსწავლეები ისტორიის მენტოტი პედაგოგის ნ.სოლოღაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ბავშვები შეხვდნენ და ესაუბრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას.
✅✅ ღონისძიებაზე ბავშვებს სამახსოვროდ გადასცეს ,,ველური ბუნების" სერიალით გამოცემული წიგნები, რაზედაც სამახსოვრო წარწერა პირადად გაუკეთა კ.გამსახურდიამ. მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის 👉 ისტორიაზე, არქიტექტურაზე და განყოფილებებზე ესაუბრა ილიაუნის პროფესორი, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნის მუზეუმი. მუზეუმში არსებული შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის კოლექცია და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. ასევე შეხვდნენ და დაესწრნენ ზაალ სულაკაურის ვორშოფს წიგნის რესტავრაციის შესახებ.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 01/06/2026

👉👉 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა.

✅✅ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა და იმ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს საპარლამენტო პროცესების უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

👉👉ღონისძიებას პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მათ შორის ჩვენი სკოლიდან ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ კონკურსის „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული მოსწავლე ელენე სადუნიშვილი და 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა. ღონისძიებაზე გამოიფინა გამარჯვებული ნაშრომები და გაიმართა გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება.

🇬🇪🎉 ჩვენი სკოლის მოსწავლის, ელენე სადუნიშვილის ნაშრომმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიმპატიაც დაიმსახურა. ნაშრომის ავტორისა და სკოლის დირექტორის ერთობლივი გადაწყვეტილებით ნახატი საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტს.

✅ ღონისძიების დასასრულს მონაწილეებისთვის მოეწყო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.

სკოლა დიდ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს თანამშრომლობისა და მოსწავლეებისთვის ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 01/06/2026

28 მაისს 10 ბ კლასი იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით უზენაეს სასამართლოში.სადაც მოინახულეს ისტორიული დარბაზები “ილია ჭავჭავაძის დარბაზი” სადაც ილიას მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა და “თვითმფრინავის ბიჭების საქმე “.
✅✅აქტივობის მიზანია მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მართლმსაჯულების პროცესის გაცნობა, კანონის უზენაესობის გააზრება- იმის გაგება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, ისტორიული და კულტურული შემეცნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ამ მხრივაც უმნიშვნელოვანესი იყო მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში.

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 29/05/2026

📚🏆სსიპ ქ. თბილისის 89-ე საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევით!

👉👉✅ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ წარმატებით გაიმარჯვა ჩვენი სკოლის VI კლასის მოსწავლემ ელენე სადუნიშვილმა.

🥇🥇 ელენემ საკუთარი ნამუშევრით გამორჩეულად წარმოაჩინა ახალგაზრდული ხედვა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ინტერესი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რის შედეგადაც კონკურსის გამარჯვებულთა შორის ღირსეული ადგილი დაიკავა.

🇬🇪🎉 ვულოცავთ ელენეს ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას, ახალ გამარჯვებებსა და საინტერესო შესაძლებლობებს!

✅✅ მადლობას ვუხდით მის მშობლებსა და პედაგოგებს მხარდაჭერისა და შრომისთვის, რომელიც მოსწავლეთა წარმატების საფუძველს ქმნის!
🇬🇪📖🏛️ მადლობა საქართველოს პარლამენტს, კონკურსის ორგანიზატორებსა და კომპეტენტურ ჟიურის

Photos from სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა's post 27/05/2026

👉👉 25 მაისს 89-ე საჯარო სკოლის VII -დ კლასში კლასის დამრიგებლის ნინო მახვილაძის ინიციატივთი მოეწყო 26 მაისთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და დამოუკიდებლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას
✅✅ დასასრულს მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ ნანა სოლოღაშვილთან ერთად განიხილეს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის მოვლენები და შეაფასეს მაშინდელი ვითარება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ქეთევან წამებულის გამზირი N40
Tbilisi
500

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 13:00 - 19:00
Wednesday 13:00 - 19:00
Thursday 13:00 - 19:00
Friday 13:00 - 19:00