სმენადი

სმენადი

Share

აბილიტაციის ცენტრი „სმენადი"

23/04/2026

✨ კიდევ ერთი წარმატებული ისტორია ჩვენს ცენტრში ✨

ჩვენს ადრეული განვითარების პროგრამაში 2024 წლის დეკემბერში ჩაერთო პატარა ბენეფიციარი, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი სირთულეები კომუნიკაციის, თვითრეგულაციის, ქცევის მართვისა და ყოველდღიური უნარების მიმართულებით.

ინტენსიური მუშაობის, ინდივიდუალური თერაპიისა და ოჯახის აქტიური ჩართულობის შედეგად დაფიქსირდა მნიშვნელოვანი პროგრესი — გაუმჯობესდა კომუნიკაცია, გაიზარდა დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვნად შემცირდა რთული ქცევები და გაორმაგდა ფუნქციური უნარების მაჩვენებლები. დიაგრამაზე იხილეთ უნარების განვითარების პროცენტული მაჩვენებლები საწყისი შეფასებისას და ერთი წლის შემდეგ📈

ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი ძალა აქვს დროულ ჩარევას, პროფესიონალურ მხარდაჭერასა და ოჯახის თანადგომას. 💙

ვამაყობთ თითოეული ბავშვის წინსვლით და სიხარულით ვაგრძელებთ მათ განვითარებაზე ზრუნვას! 🌟

#ადრეულიგანვითარება #ბავშვთამხარდაჭერა #სმენადი #ინკლუზია #ქცევა

Photos from სმენადი's post 22/04/2026

🌍✨ დღეს „სმენადში“ განსაკუთრებული და ძალიან თბილი დღე გვქონდა — ავღნიშნეთ დედამიწის დღე💚

ჩვენი პატარები დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.

დღის განმავლობაში:

🌱 ვისაუბრეთ დედამიწის დაცვასა და იმაზე, თუ ჩვენი რომელი ქმედებები არის სასარგებლო გარემოს უსაფრთხოებისთვის.

🎨 შევქმენით ლამაზი ნამუშევრები, დედამიწის თემატიკით.

🌎 ვისწავლეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებაზე ზრუნვა.

🌏 გარემოს სიყვარული ბავშვობიდან იწყება🌿💫

02/04/2026

💙 2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 💙

დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის უნიკალურობის დაფასება და მხარდაჭერა.

აუტიზმი არ არის შეზღუდვა – ეს არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა. თითოეულ ბავშვს აქვს თავისი ძალა, ნიჭი და პოტენციალი, რომელიც სწორ გარემოში და მხარდაჭერით აუცილებლად ვითარდება.

ბავშვთა განვითარების ცენტრი „სმენადი“ ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ პატარას ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს, ისწავლოს და თავი იგრძნოს მიღებულად.

მოდით, ერთად შევქმნათ უფრო ემპათიური, მხარდამჭერი და ინკლუზიური საზოგადოება, სადაც განსხვავებულობა სიძლიერედ ითვლება 💙

#აუტიზმისცნობადობა #ინკლუზიურისაზოგადოება #სმენადი

Photos from სმენადი's post 21/03/2026

დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა💛

დაუნის სინდრომი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლის არსებობით (ე.წ. ტრისომია 21). ჩვეულებრივ ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე პირებში ეს რიცხვი 47-ს შეადგენს.

ადრეული ჩარევა, სწორი თერაპიული მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაუნის სინდრომის მქონე პირების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ჩართულობას.

ჩვენი ცენტრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვი გრძნობს თავს დაცულად, მიღებულად და დაფასებულად. ერთად ჩვენ ვქმნით სამყაროს, სადაც განსხვავებულობა არის ძალა და არა ბარიერი.ჩვენი მიზანია, შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ბავშვი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას და შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.

#დაუნისსინდრომისდღე #ინკლუზია #თანასწორობა #21მარტი

Photos from სმენადი's post 21/03/2026

განმავითარებელი აქტივობის შექმნა სახლის პირობებში.

📦 დაგჭირდებათ:
მუყაოს ყუთი, მაკრატელი, ყურის ჩხირები და ფერადი ფლომასტერები.

✂️ მუყაოზე ვხატავთ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და ახლო-ახლოს ვხვრეტთ — ყურის ჩხირის ზომაზე. შემდეგ თითოეულ ფიგურას ვაფერადებთ განსხვავებულად.

ავითარებს:
▫️ წვრილ მოტორიკას
▫️ თვალ-ხელის კოორდინაციას
▫️ ყურადღებასა და კონცენტრაციას
▫️ ფერებისა და ფორმების ამოცნობას

💡 დამატებითი რჩევა:
შეგიძლიათ გაართულოთ დავალება — მაგალითად, სთხოვოთ ბავშვს დათვალოს რამდენი ჩხირი დასჭირდება თითოეული ფიგურის შესავსებად.

ეს აქტივობა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოც✨

#ადრეულიგანვითარება #ქცევა #თერაპია

13/03/2026

“თამაში”
ბავშვის ტვინის აქტიური განვითარება

🎯ხშირად უფროსებს გვგონია, რომ ბავშვი უბრალოდ თამაშობს. თითქოს დრო გაჰყავს, გადაადგილებს სათამაშოებს ან რაღაც ისტორიებს იგონებს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთ მომენტებში ხდება ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება.
როცა ბავშვი ფიგურებით და სათამაშოებით თამაშობს (მაგალითად ციხესიმაგრე, სახლი, პატარა პერსონაჟები), ის ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს ავითარებს:

წარმოსახვა - ბავშვი თავად ქმნის პატარა სამყაროს. ვინ ცხოვრობს აქ? ვინ მოვიდა სტუმრად? რა ხდება შემდეგ? ასეთი თამაშები პირდაპირ ანვითარებს ბავშვის კრეატიულ აზროვნებას.
სოციალური უნარები – თამაშის დროს ფიგურები ხშირად „საუბრობენ“, „ეხმარებიან“, „ჩხუბობენ“ ან „მეგობრობენ“. ამ გზით ბავშვი სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს.

ზოგჯერ საუკეთესო რამ, რაც უფროსმა შეიძლება გააკეთოს, არის უბრალოდ მისცეს ბავშვს სივრცე თავისუფალი თამაშისთვის, რადგან გამოიკვლიოს და შექმნას საკუთარი პატარა ისტორიები. 🪐

10/03/2026

ბავშვის განვითარებაში გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს 💚💛

გარემო, სადაც მას უსმენენ, ესმით და პატივს სცემენ მის პატარა ნაბიჯებს. გარემო, სადაც არავინ აჩქარებს, არამედ თანმიმდევრულად და სიყვარულით ეხმარება ახალი უნარების აღმოჩენაში.

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს, სწავლობენ კომუნიკაციას, თამაშით იძენენ გამოცდილებას და ნელ-ნელა აძლიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს 👐🏻

ზუსტად ასეთი გარემოს შექმნაა ჩვენთვის მთავარი — თბილი, მხარდამჭერი და სავსე ყურადღებით თითოეული ბავშვის მიმართ.

რადგან თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს 💚💛

Photos from სმენადი's post 06/03/2026

დედის დღის აღსანიშნავად ბავშვთა განვითარების ცენტრში “სმენადი” გაიმართა თემატური ღონისძიება, რომელშიც ბავშვები დედებთან ერთად მონაწილეობდნენ🌷

ცენტრის სათერაპიო ოთახები ამ დღეს სხვადასხვა შემოქმედებით და განმავითარებელ სივრცეებად გარდაიქმნა, სადაც ბავშვებმა დედებთან ერთად მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

🍰 კულინარიულ სივრცეში ბავშვებმა დედებთან ერთად ტკბილეული მოამზადეს და შექმნეს მხიარული მომენტები.

🎨 არტ თერაპიულ ოთახში გაკეთდა დედა-შვილური ხელების პრინტები, ასევე ბავშვებმა გააფერადეს დედა-შვილურ თემატიკაზე შექმნილი ნახატები.

🧩 სენსომოტორულ სივრცეში ბავშვებს დახვდათ სენსორული განმავითარებელი აქტივობები, სადაც დედებთან ერთად ჩაერთნენ სახალისო თამაშებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დღე მხოლოდ სასიამოვნო და ემოციური კი არა, ასევე განმავითარებელი და თერაპიულ პროცესთან თანხვედრილი ყოფილიყო. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ემოციური სფეროს, სენსომოტორული შეგრძნებების, ადაპტური ქცევებისა და დამოუკიდებლობის უნარების განვითარებას.

ცენტრში მოსვლისას მშობლებს ასევე დახვდათ სამადლობელი და სამოტივაციო წერილები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მათ მნიშვნელოვან როლს ბავშვების განვითარების პროცესში.🌸

დღე სავსე იყო სითბოთი, ღიმილითა და დედა-შვილური სიყვარულით❤️

03/03/2026

🌷დედის დღე – მადლობა ყველაზე ძლიერ გულებს! ❤️

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ დედის დღეს ყველა იმ დედას, რომელიც ყოველდღიურად გმირობას ჩუმად, შეუმჩნევლად ჩადის.

დედობა არის უსაზღვრო მოთმინება, იმედი მაშინაც კი, როცა გზა რთულია, და რწმენა მაშინაც, როცა პატარა ნაბიჯები დიდ გამარჯვებად იქცევა.

მადლობა, რომ გვანდობთ ყველაზე ძვირფასს — თქვენს შვილებს! ❤️🙏🏻

27/02/2026

🔻კოხლეარული იმპლანტაცია

სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას ბავშვები და ზრდასრულები ხშირად აწყდებიან სირთულეებს — უჭირთ მეტყველების გაგება, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში, უჭირთ სოციალურ აქტივობებში ჩართვა და სრულფასოვანი კომუნიკაცია.

როდესაც ადამიანი ვერ იგებს საუბარს, ვერ ერთვება დისკუსიაში ან ვერ მონაწილეობს ხმასთან დაკავშირებულ აქტივობებში, ის ხშირად გრძნობს იზოლაციასა და იმედგაცრუებას.

🎧 კოხლეარული იმპლანტაცია არის თანამედროვე და ეფექტური გამოსავალი მძიმე და ღრმა სმენის დაქვეითების დროს.

👶 ბავშვებში ადრეული იმპლანტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ის ხელს უწყობს ენობრივი უნარების განვითარებას, მეტყველების გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, ადრეული ჩარევა პრიორიტეტულია.

🏥 კოხლეარული იმპლანტაცია არ არის მხოლოდ ქირურგიული პროცედურა — ეს არის მოგზაურობა სმენის სამყაროში, რომელიც მოიცავს ოპერაციასა და შემდგომ რეაბილიტაციას. ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების ფონზე, ისეთი კომპანიების, როგორიცაა MED-EL, კოხლეარული იმპლანტი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

✨ კოხლეარული იმპლანტაცია ბავშვებსა და ზრდასრულებს აძლევს შესაძლებლობას:
🔹 გაიგონონ
🔹 იურთიერთონ
🔹 განვითარდნენ
🔹 გახდნენ ჩვენი სამყაროს საუკეთესო მსმენელები

სმენა არის კავშირი სამყაროსთან — და ეს კავშირი შესაძლებელია.

#კოხლეარული #იმპლანტაცია #ქცევა #თერაპია #კოხლეარულიიმპლანტი

26/02/2026

✅ჯგუფური თერაპია ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ის აძლევს ბავშვს შესაძლებლობას ისწავლოს თანამშრომლობა, დაელოდოს თავის ჯერს, გამოხატოს აზრი და მოუსმინოს სხვებს. თანატოლებთან მუდმივი ინტერაქცია ეხმარება ბავშვს სოციალური უნარების გაძლიერებაში და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

✅ლოტო მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას. თამაშის პროცესში ბავშვს უვითარდება ყურადღების კონცენტრაცია, ვიზუალური აღქმა, დამახსოვრებას და შესაბამისობის პოვნის უნარი. ჯგუფურ თერაპიაზე ლოტოს თამაშის დროს განსაკუთრებით ძლიერდება ჯერისა და რიგის დაცვა, წესების მიყოლა და თანატოლებთან ინტერაქცია. თამაში ქმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც სწავლა ბუნებრივად და სიამოვნებით მიმდინარეობს.

#ქცევა #თერაპია #ადრეული #ადრეულიჩარევა

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


თბილისი ა. წერეთლის გამზირი 117ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00