14/05/2026
✅ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა
🟨პროექტის ფარგლებში, შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები
11/05/2026
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს აბასთუმანში. ვიწყებთ კურორტის განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მოიცავს დარჩენილი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების უმრავლესობა ისტორიული ძეგლია და მათი სწორად აღდგენა, კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გვინდა, აბასთუმანი იყოს გამორჩეული კურორტი არა მხოლოდ თავისი ბუნებითა და კლიმატით, არამედ მოწესრიგებული ურბანული გარემოთი და თანამედროვე ინფრასტრუქტურითაც “ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ აბასთუმანში განაცხადა
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/9KJEw
11/05/2026
🟦ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
⬜შეხვედრაზე განიხილეს დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, პროექტის განხორციელების ეტაპები, არსებული გამოწვევები და სამუშაოების ხარისხის კონტროლის საკითხები
🟦მხარეებმა ასევე იმსჯელეს კურორტის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებებსა და აბასთუმნის ეკოლოგიური, ისტორიული და ტურისტული გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/4JNhm
11/05/2026
აბასთუმნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ასათიანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაწყებულია სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაზიანებულ გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, ტროტუარები, დახურული და ღია ტიპის სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გარე განათება და საგზაო ნიშნები
11/05/2026
🟩აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კურორტის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი საგზაო კვანძის მოწყობა
⬜აბასთუმნის შემოვლითი გზა, საერთო ჯამში, 16 კმ-ია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს, პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 3 ახალი ხიდი და 368-მეტრიანი გვირაბი
🟦პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტის ეკოლოგიურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს მისი უნიკალური გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, ახალი გზა უზრუნველყოფს ორ რეგიონს შორის უსაფრთხო და კომფორტულ კავშირს
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/WkD3b
11/05/2026
✅დაბა აბასთუმანში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა
🟦700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სივრცეში ამჟამად ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამატებითი კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება
⬜პროექტის ფარგლებში ტექნიკურად აღჭურვილ სივრცეში მოეწყობა ელექტრომობილების დამტენი პუნქტი, ხოლო სადგურის ადმინისტრაციული შენობა ელექტრომობილების სერვისს მოემსახურება
🟦პროექტი აბასთუმნის უნიკალური საკურორტო და ეკოლოგიური გარემოს გაფრთხილებასა და შენარჩუნებას ემსახურება. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება
11/05/2026
✅აბასთუმნის კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
🟦საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა და დაგეგმილი პროექტების დეტალებს განიხილავს
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/gPXsX
07/05/2026
🟩ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა
🟦შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ მაგისტრალური გზების მშენებლობის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი მათ შორის შეეხო ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და თბილისის შემოვლითი გზის პროექტებს
⬜შეხვედრაზე აღინიშნა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/bFzPC
06/05/2026
✅საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი Yerevan Dialogue 2026-ის პანელურ დისკუსიაში - „სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გახსნა -ახალი ეკონომიკური ჰორიზონტები“ - პანელისტის სტატუსით მონაწილეობდა
🟦პანელზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე სატრანსპორტო, ლოგისტიკური და მულტიმოდალური კავშირების განვითარების მიმართულებით, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე
🟩მზია გიორგობიანმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის პროცესში
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/2f3jp
06/05/2026
🟩საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
🟦მინისტრმა საიუბილეო თარიღი მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს და ხაზი გაუსვა კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, სრულიად დამსახურებულად, “კომაროვი” დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ცოდნასა და მაღალი ხარისხის განათლებასთან ასოცირებული ბრენდი
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/D3eSZ