თბილისის მერია / Tbilisi City Hall

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

Share

თბილისის მერია / Tbilisi City Hall http://tbilisi.gov.ge/

13/05/2026

დაიწყო განაცხადების მიღება „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის — საბუთები მიიღება 1 ივნისის ჩათვლით.
მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბაზარზე მინიმუმ 2 წელი ოპერირებენ.
თითოეული საწარმოს მაქსიმალური დაფინანსება - 50 000 ლარია.

განაცხადებს კომისია 3 თვის ვადაში განიხილავს.
განაცხადის შევსება შესაძლებელია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე https://tbilisi.gov.ge/news/18276

13/05/2026

თბილისის მთავრობის სხდომა

11/05/2026

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ხვალ, 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

10/05/2026

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

* საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

* ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;

* საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;

* მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით.

Photos from თბილისის მერია / Tbilisi City Hall's post 09/05/2026

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მანვე თავის სოციალურ ქსელში გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს. უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადება ფასდაუდებელია. ვუსურვებ ჩვენს საყვარელ ვეტერანებს ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. ხსოვნა და დიდება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დედაქალაქის მერთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

09/05/2026
Photos from თბილისის მერია / Tbilisi City Hall's post 08/05/2026

თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.

ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს.

კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.

„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

07/05/2026

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

Photos from თბილისის მერია / Tbilisi City Hall's post 07/05/2026

ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, ზღვისუბნის დასახლებაში, სადაც ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: წინა ხელისუფლების პირობებში, ის გასხვისებული იყო, რათა აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა შევასრულეთ. დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი თვე დაჭირდება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს ექნებათ მოწესრიგებული სივრცე, სადაც დასვენებას და ვარჯიშს შეძლებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზოგადად, რეკრეაციული სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„პირველად 2017 წელს ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ მერად და იქიდან მოყოლებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ გამწვანების მიმართულებით. ამ თემას არ ეთმობოდა შესაბამისი ყურადღება, მიზანმიმართულად ხდებოდა რეკრეაციული არეალების, სპორტული მოედნების გასხვისება. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობას, თუმცა მწვანე არეალები, რეკრეაციული სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მოიცავდა არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლებას, სკვერების მოწესრიგებას. ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სკვერს, პროექტის მიხედვით, 3 800 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება; მოეწყობა ე.წ. სტრიტბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.

ტერიტორიაზე ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე შესრულდა. ამ ეტაპზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბედელიანი იმყოფებოდნენ.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


შარტავას ქუჩა 7
Tbilisi
0160