დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Share

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. სამინისტრო, თავის უფლებამოსილებებს, ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.

30/05/2026

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ასევე გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

Photos from დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო's post 30/05/2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმ სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე, რაც პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურეობას სთავაზობს. აღნიშნული სერვისები უშუალოდ ექიმების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც პაციენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია. პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინურ მომსახურებას: ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთან, პროგრამით განსაზღვრულია წელიწადში ერთხელ სტაციონარული და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების რეგისტრის შექმნაზე, რომელიც ამჟამად ფინალურ ეტაპზეა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ დაიხვეწოს ეს მიმართულება ბათუმში, რათა პაციენტებმა საჭირო მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ.

დიალოგის ფორმატში ექიმებმა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მართვა კომპლექსურ მიდგომას, სახელმწიფო უწყებებსა და სამედიცინო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიური რეჟიმით აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებს, რათა ერთობლივად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გზები მოიძებნოს.

29/05/2026

🔹 ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილი დღეს კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩება და აღნიშნული მედიკამენტების დანერგვასა და დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჩემი ამ განცხადების შემდეგ აშკარად ოპოზიციურად განწყობილმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის წამლის სააგენტომ ჯივინოსტატს პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა

🔹 მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ პირობითი ავტორიზაცია ავტომატურად არ გულისხმობს თითოეული სახელმწიფოს ვალდებულებას, დანერგოს და დააფინანსოს აღნიშნული მედიკამენტი. მსგავსი მნიშვნელოვანი გარემოების დამალვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების დამახინჯებას ნიშნავს

🔹 რეალური მდგომარეობა ასეთია: პირობითი ავტორიზაცია ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტს სჭირდება დამატებითი კვლევა, დაკვირვება და საბოლოო შეფასება იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია იგი. სწორედ ამ მიზეზით ევროპული სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ამ ეტაპზე კვლავ ელოდება დამატებით პასუხებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებს

🔹 იმ ქვეყნებს, რომლებიც მომავალში დამოუკიდებლად გადაწყვეტენ მედიკამენტის სამკურნალო პროგრამებში დანერგვასა და დაფინანსებას, ამის შესაძლებლობა ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე ექნებათ

🔹 თუმცა ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას ამ დრომდე ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ისინი კვლავ ეძებენ პასუხებს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებზე — ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველო აკეთებს

🔹 როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მეტი სიცხადე და მტკიცებულება იარსებებს, შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც

🔹 ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც საქართველოს, ისე სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც მალე ექნებათ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

🔹 რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ამ მძიმე თემით მედიასივრცეში სპეკულირებენ (ეს სრულიად ამორალურია), ადამიანების რეალური პრობლემების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მიუღებელია

29/05/2026
29/05/2026

„რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და, დაახლოებით, თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვინაიდან ეს პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.

ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის.

„რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და, უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება - ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და, ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

29/05/2026

🔹 ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებს გადაწყვეტილებების მიღებას ყველა ევროპული სახელმწიფო

🔹 გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად - ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე

🔹 ჟენევაში ვიმყოფებოდი და, დაახლოებით, თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით

🔹 გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. სიახლეებია ბრიტანეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით

🔹იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე - სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, რაც მათ უწყვეტ და კომპლექსურ სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს

🔹 თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რომ რაღაცით გამდიდრდეს სახელმწიფო პროგრამა, რასაკვირველია, რომ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია

29/05/2026

„გუშინ მოვისმინე, მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიკამენტები, კონკრეტულად - ვამოროლონი და ჯივინოსტატი გამოიყენება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ასე. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას - რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნები აფასებენ ყველა იმ გარემოებასა და ფაქტორს, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის მიხედვით მიიღებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროპაშიც ზუსტად ისეთივე მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმია, როგორიც საქართველოში, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.

„ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ. ამ წუთას ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ისე, როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას ვამბობ პირველივე დღიდან და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი მუდმივად ცვალებადია და არსებობს როგორც გარკვეული უარყოფითი სიგნალები, ისე იმედის მომცემი ფაქტორებიც.

„მე ვისაუბრე, მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე, შარშან არსებულ სურათზე და იმის შემდგომ თვისობრივად შეცვლილ მდგომარეობაზე, რის გამოც, პრაქტიკულად, გამოირიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ყურადღებით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის, მაგალითად, სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან, მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა, ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც, ბუნებრივია, ვეცნობით. იმავდროულად, არის იმედის მომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედის მომცემი, მაგალითად, საკითხი დაკავშირებულია კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან“ - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არის ნებისმიერი ახალი სამედიცინო პროდუქტისთვის დამახასიათებელი პროცესი, რის გამოც დღეს საბოლოო და ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ.

28/05/2026

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროსა და სოციალურ პროგრამებს.

აღინიშნა, რომ როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს რეგიონული ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას და პაციენტთა დროულ და ეფექტურ მომსახურებას. მიხეილ სარჯველაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

წერეთლის გამზ. #144
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00