სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia

სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia

Share

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
National Statistics Office of Georgia

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონის საფუძველზე.
ამავე დროს, საქსტა

04/06/2026

✅ საწარმოთა საქმიანობის შედეგები I კვარტალი, 2026 წელი 📊

04/06/2026

✅ საწარმოთა საქმიანობის შედეგები 📊
I კვარტალი, 2026 წელი
ბიზნეს სექტორი
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
🔵 ბრუნვა - 62.0 მლრდ. ლარი ⬆️ 10.7%
🔵 პროდუქციის გამოშვება - 23.3 მლრდ. ლარი ⬆️ 12.4%
🔵 დასაქმებულთა რაოდენობა 799.4 ათასი კაცი ⬆️ 3.7%
🔗 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 👇
https://www.geostat.ge/ka/single-news/3771/satsarmota-sakmianobis-shedegebi-2026-tslis-i-kvartali
---------------------------------------
✅ Results of Activity of Enterprises 📊
I Quarter, 2026
Business sector
Compared to same quarter of previous year
🔵 Turnover - 62.0 Billion Gel ⬆️ 10.7%
🔵 Production Value – 23.3 Billion Gel ⬆️ 12.4%
🔵 Number of Employed Persons – 799.4 Thousand Persons ⬆️ 3.7%
🔗 For detailed information see the link below 👇
https://www.geostat.ge/en/single-news/3771/activities-of-enterprises-i-quarter-2026

03/06/2026

✅ ინფლაციის დონე საქართველოში 📊
2026 წლის მაისი
🔵 წინა თვესთან შედარებით ⬆️ 0.3%
🔵 წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ⬆️ 5.7%
🔗 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 👇
https://www.geostat.ge/ka/single-news/3769/inflatsia-sakartveloshi-2026-tslis-maisi
---------------------------------------
✅ Inflation Rate in Georgia 📊
May 2026
🔵 Compared to the Previous Month ⬆️ 0.3%
🔵 Compared to the same month of the Previous Year ⬆️ 5.7%
🔗 For detailed information see the link below 👇
https://www.geostat.ge/en/single-news/3769/inflation-rate-in-georgia-may-2026

Photos from სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia's post 29/05/2026

✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანი შეხვდა.

✅ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქსტატსა და UNICEF-ს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ხარისხიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას ბავშვთა კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

✅ გოგიტა თოდრაძემ UNICEF-ის წარმომადგენელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციასთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ საქსტატი მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს UNICEF-თან სხვადასხვა სტატისტიკური გამოკვლევის განხორციელების მიმართულებით.

✅ იზაბელა კასტროჯოვანიმ მადლობა გადაუხადა საქსტატის ხელმძღვანელობას შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ UNICEF განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას. მისი თქმით, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს საქსტატთან თანამშრომლობას ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ამსახველი მონაცემების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

✅ შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

Photos from სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia's post 29/05/2026

✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალი წარადგინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში ფასებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და მათ ფართო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

✅ პორტალზე არსებული მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქტიული ინსტრუმენტების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეადგინოს სასურველი ანალიტიკური სურათი - გაფილტროს, შეადაროს და ჩამოტვირთოს მისთვის საჭირო მონაცემები პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებისამებრ. ახალი პლატფორმა შეიცავს ისეთ მოთხოვნად ინფორმაციას, როგორიცაა სასურსათო პროდუქტებზე საშუალო ფასები და მათი დინამიკა, უძრავი ქონების ფასების სტატისტიკა და სხვა.

✅ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. თავის სიტყვაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ პორტალი ფასების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება - როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე კვლევითი ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

✅ პორტალი მოიცავს ექვს მიმართულებას. საშუალო ფასების მოდული ასახავს სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ფასებს. ინფლაციის განყოფილება წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების ინდექსს და ფასების ცვლილების გრძელვადიან ტენდენციებს. სამომხმარებლო კალათის მოდული საშუალებას იძლევა თვალი ვადევნოთ კალათის შემადგენლობასა და მოსახლეობის მოხმარების სტრუქტურის დროში ცვლილებას. მწარმოებელთა და იმპორტის ფასების სტატისტიკა ეხება როგორც ადგილობრივად წარმოებული, ისე იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების დინამიკას. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი ასახავს აგრარული სექტორის პროდუქციის ფასების დინამიკას. ბოლო მოდული — მშენებლობა და უძრავი ქონება - მოიცავს მშენებლობის ღირებულების ინდექსს და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების სტატისტიკურ მონაცემებს.

✅ საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები თვალსაჩინო და მარტივად აღსაქმელი ფორმით, რაც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

ფასების სტატისტიკის პორტალი ხელმისაწვდომია
ბმულზე🔗👇: https://prices.geostat.ge/?lang=ka

29/05/2026

✅ ტვ. საზოგადოებრივი მაუწყებელი
✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე
✅ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება აპრილი 2026

29/05/2026

✅ ტვ. რუსთავი 2
✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე
✅ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება აპრილი 2026 ნაკლების ჩვენება

Photos from სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia's post 29/05/2026

✅ 2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება.

✅ გასულ წლებში საქართველომ ICP-ის 2017 და 2021 წლების რაუნდებში მიიღო მონაწილეობა, ევროსტატი-OECD-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვის მეშვეობით. პროგრამის ფარგლებში საქსტატი უზრუნველყოფს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარებასა და მონაცემთა ბაზების მომზადებას. პროგრამის მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე.

✅ 2024 წლიდან საქსტატი ჩართულია აღნიშნული პროგრამის აქტივობებში GOPA-ის დაფინანსებით. GOPA წარმოადგენს ევროსტატის კონტრაქტორს და პასუხისმგებელია აღნიშნული აქტივობების კოორდინაციაზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
მიმდინარე ვიზიტის დღის წესრიგშია 2025-2026 წლებში შესასრულებელი სამუშაოები. ევროსტატის ექსპერტმა და საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს საქართველოს პროგრესი შედარებების პროგრამის რეგულარულ ციკლში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით.

✅ საერთაშორისო შედარებების პროგრამა მსოფლიო ბანკის ეგიდით ხორციელდება და მასში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა ჩართული. საქართველოს მონაწილეობა პროგრამაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის კონტექსტში.

Photos from სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia's post 29/05/2026

✅ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი
✅ თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება აპრილი 2026

29/05/2026

✅ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ბრიფინგი
✅ თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება აპრილი 2026

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


30 Tsotne Dadiani Street
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00