31/05/2026
🌟გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა.
სსგს-ს ძირითად ფუნქციებს წარმოადგ
31/05/2026
🌟გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
26/05/2026
25/05/2026
🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.
ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებენ ⤵
🔹 იხილონ საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი, ასევე, ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ;
🔹 შეავსონ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღონ სურათი, რის შემდეგაც დაუმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სანოტარო სერვისების შესახებ;
🔹 დაათვალიერონ და შეიძინონ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლონ გიფერით და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი;
🔹 ბავშვები ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასშიც მიიღებენ მონაწილეობას – საკუთარი ფანტაზიით დახატავენ ნახატებს, რომელთაც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნიან;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ლამაზი სანახაობით.
მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
გაიცანი საქართველო პასპორტთან ერთად 🇬🇪
ქვეყნის ყველა კუთხე ერთ დოკუმენტში 🇬🇪
მცხეთა-მთიანეთი 🇬🇪
18/05/2026
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრაზე ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობასა და კომუნიკაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო ქვეყანაში კომუნიკაციებთან დაკავშირებით როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ასევე კომპანიების უფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს მომხმარებელთა ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადება/საჩივრებზე, სატელეფონო შეტყობინებებზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობის იმ პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. სამსახურის წარმომადგენლები აგრეთვე საინფორმაციო კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ მომხმარებლებს.
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |