🌍 FoResorts 2025 — მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც საქართველო კურორტების განვითარების საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად დააფიქსირა.
👥 წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები
🌐 300-ზე მეტი დელეგატი
🤝 ათეულობით B2B შეხვედრა
📽️ იხილეთ ფორუმის მთავარი მომენტები ჩვენს ვიდეოში.
კურორტების განვითარების სააგენტო • Resorts Development Agency
კურორტების განვითარების სააგენტო •
Resorts Development Agency
კურორტების განვითარების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის №329 დადგენილების შესაბამისად.
კურორტების განვითარების სააგენტოს მიზნები:
• კურორტების, საკურორტ
23/12/2025
📌კურორტების განვითარების სააგენტომ იაპონია–საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.
☑️ვიზიტის მიზანს ტურიზმისა და კურორტების სფეროებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
✅კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა იაპონიის დელეგაციას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების პოტენციალი და საკურორტო ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკა გააცნეს.
✅ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესათან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის ზრდის სამომავლო ხედვები, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
✅ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია იმერეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელა.
➡️დელეგაციამ ასევე მოინახულა წყალტუბოს მე-6 აბაზანა, მიმდებარე სანატორიუმები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
ℹ️ იაპონიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიშიმა, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში პარლამენტის ვიცე-მინისტრი ჰიდეტო კავასაკი, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის გენერალური დირექტორი კოზო იბატა და სხვა ოფიციალური პირები.
🇬🇪 🇯🇵 იაპონიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტს წინ უძღოდა მიმდინარე წლის ნოემბერში კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციის ქალაქ ტოკიოში გამართულ ეკონომიკური გაცვლის ფორუმში მონაწილეობა, რამაც საკურორტო, სპა ტურიზმისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ჩაუყარა საფუძველი.
12/12/2025
კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაციამ ეკონომიკური გაცვლის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (JGCCI) ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ეკონომიკური გაცვლითი ფორუმის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა ფორუმზე საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების მიზნებზე, სამომავლო ხედვებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია წარადგინა. ეკონომიკური გაცვლის ფორუმში იაპონიის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, ტურიზმის ასოციაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სააგენტოს დელეგაციამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო კომპანიების კვლევითი ცენტრებისა და ტურისტული ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე კურორტების მართვის მოდელებზე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის კურორტებისა და სპა ტურიზმის განვითარების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება იუგავარა–წყალტუბოს დამეგობრების ინიციატივას დაეთმო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბალნეოლოგიური კულტურის განვითარების ახალი ეტაპი შეიძლება გახდეს.
ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს დელეგაციამ კანაგავას პრეფექტურის ქ. იუგავარასა და ჩიბას პრეფექტურის ქ. კუჯუკურში, ტრადიციული იაპონური ონსენები და სანაპირო კურორტები მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო ინოვაციურ გამოცდილებას, რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და სტუმართმასპინძლობის სტანდარტებს.
01/12/2025
For English scroll down ⬇️
კურორტების განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო ფორუმი „FoResorts! 2025“ გაიმართა. ღონისძიებაში კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, საკურორტო ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ფორუმი უკვე მესამე წელია ტარდება და თანდათან ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პროფესიულ პლატფორმად ჩამოყალიბდა, სადაც საქართველოს საკურორტო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას, მოწინავე ქვეყნების მიღწევებსა და დარგის თანამედროვე ტენდენციებს ეცნობიან.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები მდგრადი კურორტების დაგეგმვას, ველნესისა და ჯანმრთელობის ინტეგრირების, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და კურორტების კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგიებს მოიცავდა.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.
„საქართველოს კურორტების მრავალფეროვანი პოტენციალი ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია. ისინი ქმნიან ტურისტული პროდუქტის ფართო სპექტრს და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ. საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ქვეყანამ ყოველწლიურად მოიზიდოს მილიონობით ვიზიტორი, შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმში 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. სპიკერებს შორის იყვნენ ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტი და იტალიის ქალაქ მონტეგროტო თერმეს მერი რიკარდო მორტანდელო, აზიის განვითარების ბანკის ახალი ლოკაციების განვითარების მიმართულების დირექტორი შრინივას სამპატი, საუდის არაბეთის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი აჰმედ ალ არეჟი, Budapest Spas Ltd აღმასრულებელი დირექტორი ილდიკო ბოროსნე შუტსი და გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი სილვია ჩინეგე, საფრანგეთის Cluster Montagne-ის დირექტორი ბენუა რობერტი, Grand Massif Domaines Skiables-ის გენერალური დირექტორი ფრედერიკ მარიონი, Route des Villes d'Eaux du Massif Central-ის პროექტის მენეჯერი ლეა ლემუანი, ევროპის სპა ასოციაციის საკომუნიკაციო ჯგუფის ლიდერი იშტოკ ალტბაუერი, ლუქსემბურგის თერმული კურორტ მონდორფის სამედიცინო დირექტორი ფრანც დონგია, CITYFÖRSTER-ის დამფუძნებელი პარტნიორი მარტინ სობოტა, Chapman Taylor-ის მმართველი საბჭოს დირექტორი მარჩელინა ზელინსკა, კომპანია Crew Media-ს თანადამფუძნებლები დიანა დომონკოში და დარიო მარჩაკი, და სხვა მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
ფორუმის ფარგლებში კურორტების განვითარების სააგენტომ ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს, თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი Budapest Spas Ltd-სა და საუდის არაბეთის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციასთან.
სესიების ბოლოს, 70-მდე B2B ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს კურორტების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სპიკერებთან პოტენციური თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობები განიხილეს.
The Third International Forum FoResorts was held in Tbilisi, Georgia
On November 27, 2025, the third international forum, FoResorts 2025, organised by the Resort Development Agency of Georgia, took place in Tbilisi, Georgia. The event brought together world-leading experts in balneology, scientists, resort industry senior managers, and decision-makers from international organisations, as well as public and private sectors.
The international forum is gradually establishing itself as one of the country’s main professional platforms dedicated to the resort's sustainable development in Georgia and beyond. It provides an opportunity for representatives of Georgia’s resort industry to share the best international experience, achievements of the resort industries of the leading countries, and current trends in the field.
This year’s forum focused on key themes such as sustainable resort planning, integration of wellness and health services into resorts, the implementation of innovative technologies and smart infrastructure, and strategies to enhance the competitiveness of resorts.
The opening remarks were made by Irakli Nadareishvili, Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia.
“The diverse potential of Georgia’s resorts is a significant foundation for economic progress. They create a wide range of tourism products and ensure the country’s strong competitiveness in the international market. The capacities of Georgia’s climatic and balneological resorts allow the country to attract millions of visitors annually, create thousands of new jobs, and make a substantial contribution to the national economy” - underlined Irakli Nadareishvili.
This year, FoResorts hosted over 300 delegates. Among the participants were Riccardo Mortandello, the President of the European Historic Thermal Towns Association (EHTTA) and the Mayor of Montegrotto(Italy); Srinivas Sampath, Director, Emerging Areas, Asian Development Bank (ADB); Ildikó Borosné Szűts, CEO, Budapest Spas Ltd. (Hungary); Szilvia Czinege, Director, Sales & Marketing, Budapest Spas Ltd (Hungary), Ahmed Al Oraij, Chairman, Saudi Health Tourism Association (Saudi Arabia); Benoit Robert, Director,
Cluster Montagne (France); Frederic Marion, General Director, GMDS (France); Léa Lemoine, Project Manager, Heritage and Innovation,Route des Villes d'Eaux du Massif Central (France), Iztok Altbauer, Leader of The Communication Group, European Spas Association (Slovenia); Fränz D'Onghia, Medical Director, Health and Spa Department at Domaine Thermal Mondorf (Luxembourg); Martin Sobota, Founding Partner, CITYFÖRSTER (Netherlands); Marcelina Zielinska, Group Board Director, Chapman Taylor (UK); Dijana Domonkoš, Dario Marčac, Co-founders, Crew Media (Croatia) and heads of the other major organizations.
As part of the forum, the Resort Development Agency of Georgia has signed two significant collaboration documents: Memorandums of Understanding with Budapest Spas Ltd. and the Health Tourism Association of Saudi Arabia.
At the conclusion of the sessions, around 70 B2B meetings were held, where Georgian resort industry representatives discussed potential collaborations and joint project opportunities with the international speakers.
28/11/2025
„საქართველოს კურორტების მრავალფეროვანი პოტენციალი ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია. ისინი ქმნიან ტურისტული პროდუქტის ფართო სპექტრს და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ. საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ქვეყანამ ყოველწლიურად მოიზიდოს მილიონობით ვიზიტორი, შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე FoResorts 2025 სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, საკურორტო ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელთაც მთავრობა საკურორტო სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს. მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ინვესტიციები როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისე დარგისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. „სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ არსებული კურორტების განახლება და მოდერნიზაცია, არამედ ახალი საკურორტო ადგილების განვითარება. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა ის წინაპირობა, რაც საჭიროა წარმატებისთვის - ბუნებრივი გარემო, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი, თანმიმდევრული პოლიტიკა და მზარდი ინვესტიციები, რაც განაპირობებს საკურორტო ინდუსტრიის მდგრად და კონკურენტულ განვითარებას,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტი და იტალიის ქალაქ მონტეგროტო თერმეს მერი რიკარდო მორტანდელო, აზიის განვითარების ბანკის ახალი ლოკაციების განვითარების მიმართულების დირექტორი შრინივას სამპატი, საუდის არაბეთის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი აჰმედ ალ არეჟი, ბუდაპეშტის სპა და თერმული კურორტების კომპანიის ხელმძღვანელი ილდიკო ბოროსნე სიუტსი, საფრანგეთის Cluster Montagne-ის დირექტორი ბენუა რობერტი, Grand Massif Domaines Skiables-ის გენერალური დირექტორი ფრედერიკ მარიონი და სხვ.
24/11/2025
📌 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ მესამედ გაიმართა
✅ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ გაიმართა. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს კურორტოლოგიის დარგის პოპულარიზაციას და საკურორტო სექტორის მიმდინარე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების კვლევაში ახალი თაობის ჩართვას.
📚 კონფერენციის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე სტუდენტებმა სამეცნიერო თეზისები და კვლევები წარმოადგინეს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა მიმართულებების, მდგრადი განვითარების, ტექნოლოგიების გამოყენებიასა და ინოვაციური მიდგომების საკითხებზე.
✔️ კონფერენციაზე საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.
🔹 ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარინე ხაჭიპერაძემ დაიკავა ნაშრომისთვის: „ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობები კურორტ მანგლისში: გასვლითი ტურის კვლევისა და დაკვირვების შედეგები“. მეორე ადგილი ლიკა ცერცვაძეს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თეზისისთვის: „არხილოსკალო, როგორც მზის კურორტი: პოტენციალის გეოგრაფიული შეფასება“. მესამე ადგილი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თორნიკე ესართიამ მოიპოვა კვლევისთვის: „წყალტუბოს ბალნეოლოგიური პოტენციალის გამოყენება მდგრადი ტურიზმის პრინციპების გათვალისწინებით“.
🔹„კონფერენცია უკვე მესამე წელია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან აკადემიურ და პროფესიულ პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, სადაც სტუდენტები კურორტების მოდერნიზაციის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ სამეცნიერო თეზისებს გვიზიარებენ. ღონისძიება ხელს უწყობს ახალ თაობაში კურორტოლოგიის დარგის პოპულარიზაციას, სტუდენტების დაინტერესებას, ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, ახალი იდეების გენერირებას, რაც ქვეყნის საკურორტო სექტორის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“ -აღნიშნა კურორტების განვოთარების საგაგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
21/10/2025
📣 თუ ხარ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტი, ჩაერთე სტუდენტთა მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში, თემაზე: საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება. წარადგინე თეზისები 3 ნოემბრის 18:00 საათამდე, ელფოსტაზე: [email protected]. (საგანში მიუთითე – „სტუდენტური კონფერენცია“)
🏆 ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო თეზისები გამოქვეყნდება სააგენტოს ელექტრონულ ჟურნალში, ხოლო გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან!
👉 კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: https://resorts.gov.ge/news/55
📍სტუდენტთა მესამე ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ 2025 წლის 20 ნოემბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი N7) გაიმართება.
ℹ კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო, ხოლო მხარდამჭერები: „ზუმერი“, "კოხტა ბაკურიანი", „ჯინო აკუაპარკი“ და სხვ.
📣 თუ ხარ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, ჩაერთე სტუდენტთა მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში, თემაზე: საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება. წარადგინე თეზისები 3 ნოემბრის 18:00 საათამდე, ელფოსტაზე: [email protected]. (საგანში მიუთითე – „სტუდენტური კონფერენცია“)
🏆 ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო თეზისები გამოქვეყნდება სააგენტოს ელექტრონულ ჟურნალში, ხოლო გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან!
👉 კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: https://resorts.gov.ge/news/55
📍სტუდენტთა მესამე ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ 2025 წლის 20 ნოემბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი N7) გაიმართება.
ℹ კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო, ხოლო მხარდამჭერები: „ზუმერი“, "კოხტა ბაკურიანი", „ჯინო აკუაპარკი“ და სხვ.
13/10/2025
📌საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია ევროპის მწვანე სპა პროექტის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა
➡️საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის ბალნეოლოგიურ კურორტ მონტეგროტო თერმეში იმყოფებოდა, სადაც ევროპის მწვანე სპა პროექტის (GreenSPAS Interreg Europe Project) სამუშაო შეხვედრებში, ფორუმებსა და თემატურ დისკუსიებში მონაწილეობდა.
✅კურორტების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ წიკლაური, ევროპის საუკეთესო მაგალითების სესიაში იყო ჩართული. მოხსენებაში განხილული იყო კურორტების სტრატეგიული დაგეგმვისა და ბალნეოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით სააგენტოს მიერ გაწეული სამუშაოები.
🔹„GreenSPAS პროექტში საქართველოს ჩართულობა გვაძლევს შესაძლებლობას, მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომებზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და საქართველოს კურორტების განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დავგეგმოთ,“ – აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლელა ფოცხვერაშვილმა.
☑️ვიზიტის ფარგლებში დისკუსიები გაიმართა თერმული ქალაქებისა მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი რესურსების გამოყენების, კურორტების მართვის თანამედროვე მოდელებისა და ინოვაციური პრაქტიკების საკითხებზე. მონაწილეებმა თერმული მუზეუმი და საკურორტო ობიექტები მოინახულეს და თერმული რესურსების მართვის გამოცდილებას გაეცნენ.
ℹ️ევროპის GREENSPAS პროექტის სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ორგანიზებით, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) მხარდაჭერით გაიმართა.
08/10/2025
📌კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაში, რომელიც იტალიის საკურორტო ქალაქ მონტეგროტო თერმეში გაიმართა.
➡️საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო ასამბლეაში წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრო ოფიციალურ სხდომას, სადაც დამტკიცდა ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის 2026 წლის საქმიანობის გეგმა. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ფორუმსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილა საქართველოს საკურორტო სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციის გზები.
✅„ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში კურორტების განვითარების სააგენტოს წევრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ეს პლატფორმა მნიშნელოვანია ქვეყნის საკურორტო პოტენციალის უფრო ეფექტიანად რეალიზებისთვის, ამასთანავე, საშუალებას გვაძლევს საკურორტო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და დარგობრივ ინოვაციებს გავეცნოთ“ - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
➡️EHTTA-ს საშემოდგომო ასამბლეის ფარგლებში, ორგანიზაციის მომავალი სტრატეგიული მიმართულებების, კურორტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სამუშაო სესიები და თემატური სემინარები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასოციაციას ორი ახალი წევრი: ბულგარეთის თერმული კურორტი ჰისარია და თურქეთის ქალაქი ბურსა შეუერთდა, რითიც ორგანიზაციის წევრთა ქსელი გაფართოვდა.
01/10/2025
📌 საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა და სააგენტოს ექსპერტმა ხათუნა საგანელიძემ ქალთა და ახალგაზრდა მეწარმეთა საერთაშორისო სამიტში (International Women & Young Entrepreneurs Summit – IWYE’25) მიიღეს მონაწილეობა, სადაც ეკონომიკურ ცხოვრებასა და რეგიონული განვითარების პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს..
☑️ქალთა გაძლიერებისა და კურორტების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლელა ფოცხვერაშვილი და ექსპერტი ხათუნა საგანელიძე სამიტის ორგანიზატორების მიერ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
🔹„სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ერთობლივად გვემუშავა იმ მიმართულებებზე, რაც თერმულ და საკურორტო სექტორში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობას აძლიერებს“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლელა ფოცხვერაშვილმა.
🔹 მისივე თქმით, IWYE’25-სამიტში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კურორტების განვითარების სააგენტოს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების საერთაშორისო პროცესებში და ქვეყნის საკურორტო სექტორის განვითარების პოტენციალი გლობალურ დონეზე წარმოაჩინოს.
🔹ღონისძიების ფარგლებში, რომელიც თურქეთის საკურორტო თერმულ ქალაქ აფიონკარაჰისარში გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან და თერმული კურორტების წარმომადგენლებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
23/09/2025
📚 „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები“ (1976) ქართულ კურორტოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომია, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან და უნიკალურ საკურორტო პოტენციალს დეტალურად აღწერს.
🔹 წიგნში საკურორტო რესურსები სამ ძირითად ჯგუფადაა კლასიფიცირებული: კლიმატური, ბალნეოლოგიური და ტალახით სამკურნალო კურორტები.
„წინამდებარე წიგნის მიზანია გააცნოს საზოგადოებას საკავშირო და ადგილობრივი მნიშვნელობის საქართველოს კურორტების თანამედროვე მდგომარეობა, მათი სამკურნალო რესურსები. მკითხველს უთუოდ დააინტერესებს საკურორტო ადგილების შესახებ მოკლე ისტორიული ცნობებიც, კურორტებზე მკურნალობის ჩვენება და წინააღმდეგჩვენება. წიგნს გვერდს ვერ აუვლიან აგრეთვე კურორტოლოგებიც“, - აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.
⚕️ წიგნი სასარგებლოა ექიმებისთვის, კურორტოლოგებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, გეოგრაფებისთვის ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის. დააინტერესებს ყველას, ვისაც სურს სანდო ინფორმაცია მოიპოვოს საქართველოს კურორტების ისტორიასა და გაჯანსაღების შესაძლებლობებზე.
🔗 კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ გაციფრულებული წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, ბმულზე:https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/540962/1/Saqartvelos_Kurortebi_Da_Sakurorto_Resursebi_1976.pdf
02/09/2025
გაგაცნობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცემას კურორტების განვითარების სააგენტოს ციფრული ბიბლიოთეკიდან
📖 1995 წლის „საქართველოს კურორტების, კურორტოლოგისა და მეკურორტეს ცნობარი“ – ოთარ შავიანიძის, გიორგი შავიანიძის, მაია თევზაძისა და მარინა შავიანიძის ავტორობით, პირველი ქართული მასშტაბური საცნობარო ნაშრომია. წიგნში სისტემატიზებულია კურორტოლოგიის, ბალნეოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ტერმინოლოგია, თეორია და პრაქტიკული გამოცდილება.
ცნობარში გაეცნობით:
🔹 სხვადასხვა თერაპიული აბაზანებისა და სამკურნალო პროცედურების აღწერებს
🔹 საქართველოს კურორტების დეტალურ პროფილებს – გეოგრაფიული მდებარეობას, კლიმატური მონაცემებსა და სამკურნალო ფაქტორებს
🔹 დაავადებების მიხედვით, კონკრეტულ კურორტებზე მკურნალობის რეკომენდაციებს
ცნობარი გამოადგება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, კურორტოლოგებს, ბალნეოლოგებს, ფიზიოთერაპევტებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მუშაობენ საკურორტო და გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში. ის ასევე, საინტერესო იქნება მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
🔗 იხილეთ ბმულზე 👉 https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/540805
#კურორტებისგანვითარებისსააგენტო
#კურორტოლოგია
#ელექტრონულიბიბლიოთეკა
#საქართველოსკურორტები
#არქივი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
7 A. Politkovskaya Str
Tbilisi
0186
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
