05/05/2026
საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიის მენეჯერებისა და ინსტრუქტორებისთვის, დისტანციურ ფორმატში სემინარები ჩაატარეს. აღნიშნული სწავლების ფარგლებში სამართალდამცავი საქმიანობის ძირითადი პრინციპები განიხილეს.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას შეუწყო ხელი. განხილული საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოწვევები, საუკეთესო პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ დისტანციური სემინარები განხორციელდა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.
30/04/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი ჩაიბარა აკადემიის პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ტაქტიკური მომზადების სამმართველოს უფროსმა, თორნიკე გაბინაშვილმა. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა, მიულოცა მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ცერემონიის ფარგლებში სამართალდამცველებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს დაღუპულ გმირ პოლიციელებს.
ფიცის დადების შემდეგ მსმენელები სწავლას გააგრძელებენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
17/04/2026
საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ ევროპის პოლიციის აკადემიების ასოციაციის (AEPC)-ის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომის ფარგლებში სოფიო აბულაშვილმა სიტყვით მიმართა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ AEPC საქართველოს პოლიციის აკადემიისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საპოლიციო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება AEPC-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სხდომის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს AEPC-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო განვითარების პრიორიტეტები. ამასთან, კომიტეტის წევრებმა განსაზღვრეს 2025–2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ძირითადი ასპექტები, მათ შორის სასწავლო კურსებისა და ტრენინგების კალენდარი, მათი გეოგრაფიული განაწილება და თემატური პრიორიტეტები.
08/04/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში 34 მსმენელმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა მომზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.
ღონისძიებაზე მსმენელებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა, პავლე მაჭარაშვილმა. მათ ხაზი გაუსვეს მანდატურის მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო სივრცეში, მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მანდატურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვესა და 2 კვირას და მოიცავს როგორც საკონტაქტო/სალექციო საათებს, ასევე, ელექტრონულ სწავლებას. პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა სრულფასოვან პროფესიულ მომზადებას.
04/04/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას, კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, თბილისის 71-ე და 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სწავლების თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური მეთოდოლოგია და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები გააცნეს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიის სასწავლო და პრაქტიკული სივრცეები, მათ შორის - კომპიუტერული ცენტრი, სიმულაციური სწავლების ზონა, სპორტული და ტაქტიკური მომზადების დარბაზები, ვირტუალური და დახურული ტირები, კიბერლაბორატორია და არქივი.
მოზარდები, ასევე, გაეცნენ სწავლების ინოვაციურ მიდგომებსა და აკადემიურ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას, რაც უზრუნველყოფს მომავალი სამართალდამცველების ეფექტიან და მაღალკვალიფიციურ მომზადებას.
02/04/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი ჩაიბარა აკადემიის პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ტაქტიკური მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, შოთა ბუიღლიშვილმა. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა, მიულოცა მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ცერემონიის ფარგლებში სამართალდამცველებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს დაღუპულ გმირ პოლიციელებს.
ფიცის დადების შემდეგ მსმენელები სწავლას გააგრძელებენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
31/03/2026
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს აკადემიაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებული დეტალები და სასწავლო სილაბუსების შემუშავების საკითხები.
გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სრული ინფორმაცია მიიღო აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 1-ელ მარტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას, უმაღლესი სასწავლების სტატუსი მიენიჭა.
27/03/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას თბილისის №115 საჯარო სკოლის მოსწავლეები, კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში ეწვივნენ.
აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სწავლების თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური მეთოდოლოგია და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები გააცნეს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიის სასწავლო და პრაქტიკული სივრცეები, მათ შორის - კომპიუტერული ცენტრი, სიმულაციური სწავლების ზონა, სპორტული და ტაქტიკური მომზადების დარბაზები, ვირტუალური და დახურული ტირები, კიბერლაბორატორია და არქივი.
მოზარდები, ასევე, გაეცნენ სწავლების ინოვაციურ მიდგომებსა და აკადემიურ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას, რაც უზრუნველყოფს მომავალი სამართალდამცველების ეფექტიან და მაღალკვალიფიციურ მომზადებას.
26/03/2026
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელების მიერ პოლიციელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი ჩაიბარა პოლიციის აკადემიის პროფესიული სწავლების დეპარტამენტის საბაზისო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველოს უფროსმა, გიორგი გიორგაძემ, რომელმაც მსმენელებს სიტყვით მიმართა, მიულოცა მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს დაღუპულ გმირ პოლიციელებს.
ფიცის დადების შემდეგ მსმენელები სწავლას გააგრძელებენ პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
18/03/2026
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.