01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
#აფხაზეთისმთავრობა
01/06/2026
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
🔸 ახლად გახსნილ განყოფილებაში ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია. აღნიშნული აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე.
🔸 ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის.
🔸 ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე სრულად ფუნქციონირებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი და მიმღები განყოფილება, რომელიც უწყვეტი – 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.
🔸 რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული მიმართულების განვითარება კვლავაც გაგრძელდება. სამომავლო გეგმების ფარგლებში უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.
01/06/2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან სამქეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და თბილისი მერი კახა კალაძე წარდგნენ.
საზეიმო ღონისძებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#აფხაზეთისმთავრობა
30/05/2026
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების ვიდეოკოლაჟის ჩვენება.
კონკურსის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დააჯილდოვეს.
აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მასში 10-დან 17 წლამდე 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან.
#აფხაზეთისმთავრობა
29/05/2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრის“ საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის როლის გაძლიერებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტის გახსნა და თეატრალური წარმოდგენა - „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.
#აფხაზეთისმთავრობა
29/05/2026
🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 200-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.
🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
➡︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/gkjRa
27/05/2026
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულამ“ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ უმასპინძლა.
პროფესიონალი მხატვრებისა და აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორკშოპები, სადაც უფროსი კოლეგების ჩართულობითა და მხარდაჭერით, სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების შეხვედრა ცნობილ მწერალ და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის კულტურულ მეხსიერებას, თანამედროვე გამოწვევებსა და ხელოვნების როლს საზოგადოებრივ პროცესებში. ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე ემსჯელათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
#აფხაზეთისმთავრობა