24/04/2026
,,დედამიწის" დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის IIა კლასში ჩატარდა სახალისო აქტივობები თემაზე: ,,დედამიწა ჩვენი სახლია!"
მოსწვლეებმა გააფერადეს დედამიწის სურათები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა. ისაუბრეს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ, მოვუაროთ და ვუპატრონოთ ჩვენს პლანეტას, რომ მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.🌳
კლასის ხელმძღვანელი - მაია არაბული.
24/04/2026
,,დედაენის დღისადმი " მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის IIა კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, წაკითხულ იქნა ლექსები, მოეწყო გამოფენა: ,,დედაენა ჩვენი სიმდიდრეა".
კლასის ხელმძღვანელი - მაია არაბული
24/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის VIბ კლასში, კლასის ხელმძღვანელმა, ქართული ენის პედაგოგმა ნონა კევლიშვილმა, ბუნების პედაგოგ ნინო დილიმაშვილთან ერთად, ჩაატარა მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიება ,,დედამიწის დღე".
23/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლასა და ბიზნესისა ტექნოლოგიების აკადემიას შორის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აკადემიის წარმომადგენლებმა მე-10 კლასის მოსწავლეებს გააცნეს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული მოთხოვნადი, ინტეგრირებული და არაინტეგრირებული პროგრამები. ასევე, უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.
23/04/2026
,,კინგსის" ლიგა-2025 შემოდგომის სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელი სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები - დაჩი თეთრაძე (IV კლასი - მათემატიკა, პედაგოგი - ჯული ქუმარიტოვი) და გიო თაქთაქიშვილი (V კლასი - ინგლისური ენა, პედაგოგი - ინგა სირაძე).
22/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის IXა კლასში, პროექტის ფარგლებში, რუსულ ენაზე, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები სანკტ - პეტერბურგისა და თბილისის ღირსშესანიშნაობებზე. ხელმძღვანელი რუსული ენის პედაგოგი ნატო გიგატაძე
17/04/2026
,,დედაენის დღისადმი" მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი შემოქმედებითი და საინტერესო გამოფენა მოეწყო. მეხუთე , მეექვსე კლასის მოსწავლეების მიერ და ხელოვნების პედაგოგ შორენა აბრამიშვილის-ს ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ფერებში გამოხატეს ქართული ენის სიდიადე, ანბანის სიყვარული და ისტორიული მნიშვნელობა.
17/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის IXა კლასში, ,,დედაენის დღისადმი" მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა პოეზიის საღამო - ,,სიყვარულმა მათქმევინა...".
ქართული ენის პედაგოგი - ლია ხადური
15/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორების მიერ, ანტინარკოტიკულ კამპანიასთან დაკავშირებით. შეხვედრა საინტერესო და საქმიან ვითარებაში წარიმართა. პროკურორებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებსაც.
02/04/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. შეხვედრა ჩატარდა ბიბლიოთეკაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა და მოიცავდა პრეზენტაციას აუტიზმის სპექტრის მახასიათებლების შესახებ. მოსწავლეები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს თემასთან დაკავშირებული ვიდეორგოლი, შექმნეს თემატური პოსტერები, ასევე დაამზადეს და ააწყვეს ფაზლის ნაწილები, რაც სიმბოლურად ასახავს მრავალფეროვნებისა და ერთიანობის იდეას.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ნათია მიქელაძე.
30/03/2026
,,ილია მეორე-ადამიანი, რომელმაც რწმენა და იმედი გვასწავლა. 20 მარტს IXბ და VIIგ კლასებში შედგა უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ღვაწლის პრეზენტაცია. მარიამ ბაქრაძემ, ელენე ხუროშვილმა , ქეთი ეგნატაშვილმა საინტერესოდ და ემოციურად წარმართეს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს პატრიარქის და პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსები.
27/03/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N190 სკოლის VIIა კლასში [პედაგოგი ნინო მებონია, დამრიგებელი თამარ ყიფიანი] ჩატარდა პატრიარქ ილია II-სადმი მიძღვნილი გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ პატრიარქის ბიოგრაფიას, მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვან ისტორიებს, მის ღვაწლსა და დამსახურებას, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს პატრიარქის ბრძნულ გამონათქვამებზე და თავიანთი მოსაზრებები წერილობით გადმოსცეს.
გაკვეთილი საოცრად ემოციური იყო .მადლობა მათ ამ დიდი სიყვარულისთვის.