05/06/2026
2026 წლის 27 მაისს მესამე კლასის მოსწავლეების (დამრიგებელი მარიამ ლომაშვილი) მიერ წარმოდგენილი იყო ხალხური შემოქმედებითი სპექტაკლი „ჭინჭრაქა“
158 skola
05/06/2026
2026 წლის 27 მაისს მესამე კლასის მოსწავლეების (დამრიგებელი მარიამ ლომაშვილი) მიერ წარმოდგენილი იყო ხალხური შემოქმედებითი სპექტაკლი „ჭინჭრაქა“
04/06/2026
02/06/2026
ეს დღეც შედგა! 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულად ავღნიშნეთ ეს დღე. გავაცოცხლეთ ანტიკური ოლიმპიური თამაშები. მთელი სკოლის თემი გავერთიანდით და ოლიმპიური ცეცხლი დავანთეთ ჩვენს სკოლაში. მთელი თვის განმავლობაში, ბავშვები, პედაგოგები, მშობლები ახლობლები, სკოლის ხელმძღვანელობა ერთად ვემზადებოდით ამ დღისათვის. ულამაზესად გამოწყობილი ჩვენი ოლიმპოს ღმერთები და გმირები, სპორტსმენები, მოცეკვავები, პედაგოგები ყველა საოცარი იმიჯით წარსდგა სტუმრების წინაშე. სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა შემდეგ სახეობებში: ჭიდაობა, მშვილდოსნობა, სირბილი. დავაჯილდოვეთ ჩვენი სპორტსმენები: მშვილდოსნობა- გამარჯვებული გახდა მარიამ ალავერდაშვილი🏆, ჭიდაობა-მუჰამედ ამბაროღლი🏆, სირბილი-ამირან ალიევი. საუკეთესო საქომაგო ბანერის ნომინაცია მოიგო მე-6ა კლასმა და გარდამავალი თასის მფლობელიც გახდა. 🏆ღონისძიების ყველაზე მშვენიერი წევრები იყვნენ ოლიმპოს ღმერთები და ბერძნული მითოსის გმირები. მადლობა ყველას ვინც თუნდაც პატარა წვლილი გაიღო ღონისძიების განხორციელებისთვის. მადლობა მშობლებს, Tiniko Machavariani, თამუნა პაპიაშვილი, Maka Shvelidze, მილენა ექიზაშვილი-ჩვენს განსაკუთრებულ სტუმართან შუამდგომლობისთვის. მადლობა თითოეულ მშობელს ვიც იზრუნეთ ბავშვების გამშვენიერებისთვის და ასე პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საქმეს. ჩვენ ერთად შევქმენით ეს დღე.💋 ღონისძიებას ორგანიზაცია გაუწია ხელოვნების პედაგოგმა მირანდა ნიკოლაიშვილმა. მასთან ერთად საორგანიზაციო საკითხებს უძღვებოდნენ Maka Egikashvili, Nino Uchava, Giorgi Kobakhidze. Teona Kobakhidze. მადლობა ჩვენი სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეს Ioane Kvaratskhelia, რომელმაც უზრუნველო მშვილდოსნობაში ჩვენი პატარების მომზადება და დაუღალავდ ეხმარებოდა მონაწილეებს მომზადებაში. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ საუკეთესო შედეგი გამოიღო და ღირსეულად წარვსდექით სტუმრების წინაშე. გილოცავთ ყველას ბავშვთა დაცვის დღეს! დაე ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოში იცხოვრონ, ჩვენ კი ღმერთმა მოგვცეს ძალა და ენერგია გავაბედნიეროთ ისინი და ბევრი ასეთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ♥️
01/06/2026
კონკურსის „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში“ გამარჯვებულები გამოვლენილია!
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა. ჩვენი სკოლის მოსწავლეების თეკლა აკოფაშვილისა და ანამარია ხიზამბარელის (მეექვსე კლასები) ნამუშევრები გამოფენილ იყო საქართველოს პარლამენტში. ( გაიმარჯვეს ნახატების კონკურსში „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“) და სამახსოვრო საჩქრებიც მიიღეს
30/05/2026
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებიც IBSU-ს საგრანტო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ:
🏆 I ადგილი – სრული დაფინანსება – გაბრიელ გორგოძე
🥈 II ადგილი – 70%-იანი გრანტი – მარიამ ქირია
🥉 III ადგილი – 50%-იანი გრანტი – ლაშა ვახტანგაძე
კონკურსის თემა იყო:
„არის თუ არა ტექნოლოგიური განათლება უმოკლესი გზა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ?”
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს!