ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა

ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა

Share

დღეს მომავლისკენ! ქ.თბილისის # 10 საჯარო სკოლა

20/05/2026

ძვირფასო მე-12 კლასელებო,

დღეს ბოლო ზარია… და თითქოს სიტყვებიც კი ჩუმდებიან ამ მომენტის წინაშე.🧑‍🎓🥰 👩‍🎓 🌟🩷🩷🩷

თქვენ ტოვებთ სკოლას, მაგრამ არა უბრალოდ შენობას — ტოვებთ გარემოს, სადაც გაიზარდეთ, გადალახეთ პრობლემები, გაიღიმეთ, შეგიყვარდათ, შეგიყვარეს და იპოვეთ საკუთარი თავი.🩷🩷🩷

ყველა თქვენგანი ამ სკოლის ისტორიის პატარა, მაგრამ ძალიან ღირებული ფურცელია.🩷🩷🩷

გისურვებთ, რომ გზაზე, რომელიც ახლა იწყება, არასდროს დაკარგოთ ის სითბო და გულწრფელობა, რაც მუდმივად კარგ ადამიანებად გაქცევთ.🩷🩷🩷

გილოცავთ ბოლო ზარს… და გემშვიდობებით სიყვარულით.🩷🩷🩷

Send a message to learn more

19/05/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლა პირველკლასში რეგისტრირებული მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აცნობებს, რომ III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.

სკოლაში წარმოსადგენია:

1. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (განცხადების დაწერა შესაძლებელია ადგილზე).

გთხოვთ, დოკუმენტები წარმოადგინოთ დადგენილ ვადებში.

ბედნიერი დღე,

Send a message to learn more

Photos from ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა's post 18/05/2026

📢🌏გარემოს დაცვა მხოლოდ გლობალური გამოწვევა არ არის, ეს ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ აქტუალურ საკითხს ეხებოდა სსიპ ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლაში, მე -10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გამართული საჯარო დებატი. 🗣️

📌ფორმალური დებატების სწავლება მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ეფექტური ინსტრუმენტია, რადგან ის ერთდროულად ავითარებს როგორც ინტელექტუალურ, ისე სოციალურ და ემოციურ უნარებს.
🔸კრიტიკული და ანალიტიკური აზრივნება;
🔸ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
🔸გუნდური მუშაობა;
🔸ოპონენტის პატივისცემა;
🔸დროის მენეჯმენტი;
🔸არგუმენტირებული მსჯელობა;
🔸საჯაროდ სიტყვით გამოსვლა
და სხვა;

📌მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს აღნიშნულ უნარებთან ერთად მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას.

მადლობა მონაწილეებს აქტიურობისთვის, საინტერესო მსჯელობისთვის და იმ მოტივაციისთვის, რომელიც უკეთესი, უფრო მდგრადი და მწვანე მომავლის შექმნისკენ გვიბიძგებს. 💚

#გარემოსდაცვა #დებატი
#სკოლა

14/05/2026

📌პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ!

III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია – 2026 წლის 15 მაისის 09:00 საათიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

📍საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.

IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

📍ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

მდგრადი განვითარება 08/05/2026

გიზიარებთ, მიმდინარე საერთაშორისო პროექტი "თუ დედამიწა გაჩუმდა ვის მოუყვება ისტორიას" განხორციელებული აქტივობების მოკლე პრეზენტაციას.
Sharing a short presentation of the activities carried out within the ongoing international project: “If the Earth Fell Silent, Who Would Tell Its Story?”

მდგრადი განვითარება

30/04/2026

ჩვენი საუკეთესოები🩷🌹

29/04/2026

მოგესალმებით,
გვსურს გაცნობოთ სსიპ ქალაქ თბილისის №10 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარე პროცესის შესახებ.
2026 წლის 1 აპრილს სკოლის მშენებლობის პროცესის ადგილზე გასაცნობად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რეზო სოხაძე და განათლების მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ბატონი ირაკლი ანდღულაძე, ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ირმა კიკვაძე და ნაძალადევის რაიონის დეპუტატები, ბატონები - დავით ჭელიძე და შალვა მაისურაძე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ადგილზე განიხილეს მშენებლობის დაჩქარების გზები და სკოლის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის აუცილებლობის საკითხი.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შენობის შესაძენად საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უზრუნველყოფს მის შესყიდვას. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება მშენებლობის საბოლოო ეტაპის დასრულება და სკოლის ახალ სივრცეში გადასვლა.
პროექტის დასრულების ვადა განსაზღვრულია სატენდერო პირობებით და სრულდება 2027 წლის მარტში.
სკოლა ყველა სიახლეს ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
ბედნიერი დღე,

Photos from ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა's post 28/04/2026

2026 წლის 28 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლამ უმასპინძლა Finedu-ს დესპანს, რომელმაც მოსწავლეებთან გამართა საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრა ფინანსური წიგნიერების თემაზე.

📌 შეხვედრის ძირითადი საკითხები:
პირადი ფინანსების გონივრული მართვა
დაზოგვის მნიშვნელობა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები
ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი წესები
პრაქტიკული რჩევები ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის
🎯 ფორმატი:
ინტერაქციული შეხვედრა
პრაქტიკული აქტივობები
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა
📍 შედეგი:
შეხვედრა იყო ინფორმაციულად დატვირთული და პრაქტიკაზე ორიენტირებული, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას..
#მოქალაქრობა #პასუხისმგებლობა

Photos from ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა's post 27/04/2026

ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში

22 აპრილს მე-4 კლასში ჩატარდა პროექტი: "ქართული
მითებისა და ლეგენდების კვალდაკვალ..."

პროექტის მიზანი იყო:

📌მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ქართულ მითოლოგიას;

📌დამოიკიდებლად მოიძიონ და დაახარისხონ ინფორმაცია;

📌გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;

🪉 მოსწავლეებმა გააცოცხლეს მითების პერსონაჟები: კოპალა, ამირანი, ოჩოპინტრე...

წარმოადგინეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები...

📚 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
👩‍🏫 მასწავლებელი: თამუნა დანელია
🎼 მუსიკა: თამუნა გეჯაძე

Photos from ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა's post 23/04/2026

2 აპრილს, მე-10 საჯარო სკოლაში, სპეციალური განათლების მასწავლებლების და ფსიქოლოგის (თამარ ნინიკაშვილი, მადონა ტყეშელაშვილი, ირინა ნოზაძე, ნინო ბიბილაშვილი, ნინო ჩოფიკაშვილი, მაია ტყეშელაშვილი და ინკლუზიური განათვებლის მხარდამჭერი - ხათუნა გელაშვილი) ინიციატივით, ასევე მოსწავლეების ჩართულობით აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
ყველაზე მნიშვნელოვანი აუტიზმის შემთხვევაში არის მიმღებლობა, რომლის მთავარი მოწოდებაა "აუტიზმი და საზოგადოება - თითოეული სიცოცხლე ღირებულია", რაც კარგად გამოხატავს საზოგადოების შემდგომი განვითარების მიმართულებას.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მიზნით სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• ფოიეში გამოიკრა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის შემცველი პოსტერები და პლაკატები;
• ასევე ფოიეში გამოიფინა ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლის ნახატები, სახელწოდებით - „აუტიზმი და ხელოვნება“;
• სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფმა მოსწავლეებმა, უყურეს საინტერესო და შემეცნებით ვიდეოებს აუტიზმის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა ვიდეოების განხილვა და შემდეგ დისკუსია მოსწავლეებს, სპაციალურ მასწავლებლებსა და ფსიქოლოგს შორის;
• საბაზო საფეხურზე მყოფმა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლემ, კლასთან ისაუბრა მისი მდგომარეობის და განცდების შესახებ;
მოსწავლეები ერთხმად თანხმდებიან , რომ უმნიშვნელოვანესია, აუტისტური სპექტრის მქონე პირთა, მიმღებლობა, მათი მხარდაჭერა, გაგება და მათთან უპირობო მეგოგრობა;

Photos from ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა's post 22/04/2026

სსიპ ქალაქ თბილისის №10 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის — „თუ დედამიწა გაჩუმდა, ვის მოუყვება ისტორიას?“ — ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებიც ეხმაურება დედამიწის დღეს.

მოგეხსენებათ, 22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა - ჩვენი საერთო სახლია. მისი სისუფთავისა და სილამაზის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ბუნებაზე ზრუნვა, გარემოს გაფრთხილებაა, ხეების დარგვა კი, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომლებიც დიდ ცვლილებებს იწვევს გარემოს გაჯანსაღებაში.🌲🌳

დედამიწის დღე🌏 არა მხოლოდ სიმბოლური თარიღია, არამედ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის გააზრების დღეა. ეს არის შესაძლებლობა, დავფიქრდეთ ჩვენს ყოველდღიურ ქცევებზე — როგორ ვხმარობთ ბუნებრივ რესურსებს, რამდენად ვუფრთხილდებით გარემოს და რას ვაკეთებთ მის შესანარჩუნებლად. მცირე ქმედებებიც კი, როგორიცაა ნარჩენების სწორად გადარჩევა, ენერგიისა და წყლის დაზოგვა, მწვანე სივრცეების მოვლა და გაზრდა, საბოლოოდ დიდ გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის მომავალზე.

დედამიწა არის სიცოცხლის წყარო — ის გვაძლევს ჰაერს, წყალს, საკვებსა და იმ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომ, მისი დაცვა მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი არ არის, ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მომავალი თაობების უსაფრთხოების საკითხი. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა და პასუხისმგებლობა ქმნის იმ ძლიერ ერთობას, რომელსაც რეალურად შეუძლია შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ.

პროექტი მიმდინარეობს და მომავალშიც გაგაცნობთ მრავალ საინტერესო სიახლესა და აქტივობას.

ვიზრუნოთ დედამიწაზე დღეს და ყოველთვის! 🌍

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


ც. დადიანის #189 (ფაქტობრივი: ტარიელ ფუტკარაძის ქ. 1)
Tbilisi
0180(0178)

Opening Hours

Monday 08:30 - 18:30
Tuesday 08:30 - 18:30
Wednesday 08:30 - 18:30
Thursday 08:30 - 18:30
Friday 08:30 - 18:30