კავკასიელი ახალგაზრდები кавказская молодежь Caucasian youth
Кавказская национальная группа
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე –
სისხლში რომ ატანს
მე შინია ამ ატმის კვირტის
გაზაფხულზე რომ
ვერ გახსნას მარტმა.
მე მეშინია დამშრალი ღელის,
თოვლის ქვეშ რომ წევს და
უგონოდ სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის
გამოღვიძება ვერ შესძლოს
წვიმამ.
დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის –
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში,
რომ ცეცხლთან მჯდომი
დავხვდე გაზაფხულს,
მე მეშინია შენი-შენს გამო,
არა თებერვლის ცივი ქარების,
გავიღვიძო და აღარ ვეწამო,
არ მომწყურდე და არ მეყვარები.
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,
იქნებ სჯობია,
აღარ გავთენდე,
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები.
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,
ვიხილო შენი დაშლა ფერებად,
ჩემს მერე შენთან მოვა
სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება.
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს,
არც ეს სიცივე –
სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის –
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა.
✍️ ტარიელ ხარხელაური
26/03/2022
ბერძნული ლეგენდის თანახმად როდესაც შემოქმედმა ყველა მცენარეს თავისი სახელი უწოდა ერთი პაწაწინა უსახელო ყვავილი ატირდა: "არ დამივიწყო, უფალო"
მაშინ უფალმა მიუგო: "სწორედ ეგ იქნება შენი სახელი"
და მას შემდეგ ამ პატარა ნაზ ყვავილს მსოფლიოს ყველა ენაზე "არ დამივიწყო" ჰქვია...
ჩვენთვის კი უბრალოდ კესანე...
"კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე"
გროზნო 1995
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Tbilisi
