წიგნების სამყარო

წიგნების სამყარო

Share

ცხოვებისეული მოვლენები, გამოცდილება, ბრძნული აზრები...
პოეზია,პროზა...
ხელოვნება - გზად უფლისკენ...

10/01/2026

პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.

- მშვიდობით.. - უთხრა მან მელიას.

- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი, ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...

- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. 💫

24/04/2021

💫"სოფელში ხმა დადიოდა, რომ დაიბადა, მზე გაჩერდა და გაიღიმაო..."☀️✨💕

❤გიორგი ლეონიძე❤

11/04/2021

შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ დაფლავით.

17/11/2020

დამშვიდდი, გულო,შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი,გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!

გალა დღეს იუბილარია

25/10/2020

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ.

მირზა გელოვანი

02/07/2020

„სიმარტოვე იწყება მაშინ,როცა ქრება მოლოდინი. სანამ ელოდები მარტო არა ხარ“
//თამაზ ჭილაძე//

*

22/04/2020

შენ ალაზანო ბევრს ნუ დუდუნებ,
ნუ შეაღონე აგრე გულია.
სატრფო მეცა მყავს შორს დაკარგული,
მეც შენსავით ვარ დატანჯულია .💜💙❤

19/04/2020

ქრისტე აღდგა! გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმტკიცეს!

18/04/2020

სულიერი სიმხნევე❤
რწმენაში გაძლიერება❤
ქრისტე აღდგა!❤

*

21/03/2020

,,ოდესმე დავწერ
ისეთ ხალხზე
ერთგულება რომ იციან,

ისეთ მახინჯ ცოლებზეც დავწერ,
კარგ ქმრებს რომ ღალატობენ,
კარგ ქმრებზეც დავწერ,
შვილების მოვლისგან გადაღლილი ცოლები რომ აღარ
უყვართ,

დავწერ
შეუგნებელ მოაზროვნეებზე,
აზრიან "გაუნათლებლებზე",
რომლებსაც
დრო არ ეყოთ
სწავლისთვის
იმ სამსახურის გამო,
საიდან მიღებული
ანაზღაურებითაც
საჭმელს ყიდულობდნენ,

დავწერ
წიგნგადაშლილ შტერებზე,

უდიპლომო გენიოსებზე,

სოფელში დაბადებულ-გაზრდილ ინტელიგენტებზე,

"ქალაქელ" მუქთახორებზე...

დავწერ შენზე,
როგორც კლოუნზე,
რომელმაც
მთელი
თავისი ცხოვრება
გაითამაშა.

და ბოლოს,

დავწერ ადამიანებზე,
ნამდვილ ადამიანებზე
ერთმანეთის
ცხოვრების

გ ა ლ ა მ ა ზ ე ბ ა

რომ სცადეს... ..“

ავტორი:
გოდერძი ჩოხელი
"ადამიანთა სევდა"
*

21/02/2020

შევიცვალე,მომეღრუბლა ხასიათი,
მზის ამოსვლით აღარ მხვდება განთიადი.
მე გამიჩნდა ერთი დიდი საფიქრალი,
მე ვიშვილე გრძნობა - სეტყვა,ქარიშხალი!
სტიქიური მოვლენების სახლი გავხდი,
ფანტაზიას კი არ ვყვები,მგონი გავცდი
და რითმაშიც რამდენიმე მარცვალს ავცდი,
არ უხდება თურმე სათქმელს "მაკიაჟი",
ხოდა, რადგან გულში ერთხელ ჩამისახლდი,
გადავწყვიტე, არ წახვიდე,ჩემთან დარჩი!
რომ შემეძლოს ჩემში ჩემს თავს გავრიყავდი,
შენთვის,ჩემი ხასიათის ღრუბლებსაც კი დავჩრდილავდი...!
// ნინი ქადაგიშვილი // //2017//
》ქარია(ნი)《

14/02/2020

***

რად ციმციმებ ვარსკვლავისა დარო,
მომაპყარნი შენნი თბილნი თვალნი,
მოკვდა ჩემი ვარდი აღარ ხარობს,
შორს გასულა ოცნებების ნავი.
წამით ვფიქრობ ,ვაი თუ აღარ მყვარობ,
და საბრალო სული ცრემლში ლბება,
მოდი სიტკბოდ დამეღვარე რა სჯობს,
სანამ დარდით გული დამიჭკნება.
სანამ შენი პირმცინარე სახე,
ღამის წყვდიადს მზისებრ მისხივოსნებს,
მოდი ჩემთან ვარსკვლავისა დარო,
ნუ მიჯანყებ ჩემი სულის მგოსნებს.

#დოდი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi