სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

Share

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური / LEPL State Service of Veterans Affairs

Photos from სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა.რ სამმართველო's post 02/06/2026

🛑მიმდინარე წლის 2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ა/რ-ში ვიზიტის ფარგლებში, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოში იმყოფებოდა

Photos from სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური's post 02/06/2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

🔴დანიის სამეფოს ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა_ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა და პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მარიამ ადამაშვილმა დანიის მხარის ოფიციალური მიწვევით მიიღეს მონაწილეობა.
🔴კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვის, ვეტერანთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები, ასევე, გაიმართა თემატური დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და ემსჯელათ აღნიშნულ სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების ტენდენციებზე.
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გააცნეს სამსახურის განვითარების დინამიკა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და პროგრამები, ასევე, ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. პრეზენტაციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და პროფესიული რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებს.
🔴საერთაშორისო კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ სამხედრო და ვეტერანთა სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, წამყვანი ექსპერტები და მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (Royal Danish Defence College), ნიდერლანდების თავდაცვის აკადემიის (Netherlands Defence Academy), ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის (Netherlands Veterans Institute), ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პერსონალის სააგენტოს (Personnel Agency of the Armed Forces of the Czech Republic), აშშ-ის საჰაერო ძალების (United States Air Force), კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის (Department of National Defence), კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის (Royal Military College of Canada), ფინეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (Finnish Defence Research Agency), ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემიის (Royal Military Academy of Belgium), შვედეთის შეიარაღებული ძალების (Swedish Armed Forces), ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა (National Defence Academy of Latvia) და ლიეტუვის გენერალ იონას ჟემაიტისის სახელობის სამხედრო აკადემიის (General Jonas Žemaitis Military Academy of Lithuania) წარმომადგენლები.
🔴ERGOMAS არის სამხედრო საქმისა და სამოქალაქო საზოგადოების შემსწავლელი ევროპული კვლევითი ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1986 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციას, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთკავშირის შესწავლას.
🔴ERGOMAS-ის საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას და წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას.

02/06/2026

#ვეტერანები
#რეგიონები

Photos from სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა.რ სამმართველო's post 01/06/2026

⭕️კობა კობალაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აჭარაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

Photos from სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური's post 01/06/2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან სამქეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და თბილისი მერი კახა კალაძე წარდგნენ.
საზეიმო ღონისძებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

01/06/2026
31/05/2026
Photos from სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური's post 26/05/2026

⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო.
⭕წელს, ჩვენი ქვეყანა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის სულისკვეთებითაა განმსჭვალული.
⭕მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილიდან, წვევამდელთა ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თავისუფლების მოედნის გარდა, 600-მდე წვევამდელმა ფიცი დადო ჩვენი ქვეყნის 12 რეგიონში_ იმ ადგილებში, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული; ღვთისა და ერის წინაშე, წვევამდელებმა, სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, ქვემო ქართლში_ ბოლნისის სიონის, ამბროლაურში_ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიის, ნინოწმინდაში ფოკის წმინდა ნონოს სახელობის დედათა მონასტრის, მესტიაში უშგულის ლამარიას, კასპში_თხოთის წმინდა ნინოს ეკლესიის, ოზურგეთში კონჭკათის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის, ხარაგაულში უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, სტეფანწმინდაში_სნოს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის, ჭყონდიდის ტაძრის მიმდებარედ და, ასევე, გონიოში, აფსაროსის ციხესთან.
⭕საქართველოს მოსახლეობას, მოწვეულ სტუმრებსა და აღლუმის მონაწილეთ სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ.
⭕‘’1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს,-’’განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
⭕თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
⭕17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად შესრულდება.
⭕ქვეყნის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


გიორგი გურამიშვილის ქ. N 12 ა, (ვახტანგ გორგასლის შესახვევი, 12ა)
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 16:00