პარტია • ჩვენ • თბილისი

პარტია • ჩვენ • თბილისი

Share

პარტია ᲩᲕᲔᲜ - თბილისის ორგანიზაცია

18/04/2026

ვის გაქვთ ზედმეტი 100 ლარი?

მომავალ წლიდან სავალდებულო სასკოლო ფორმების შემოღება იგეგმება.

როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ერთი ფორმის ფასი იქნება „დაახლოებით 100 ლარი“.

მომავალი წლიდან სკოლებში ფორმების დაბრუნება იგეგმება.

თავად გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა - ეს ცალკე დისკუსიის თემაა.

‼️ თუმცა უკვე ცნობილია მთავარი: ფორმების შეძენა მშობლებს საკუთარი სახსრებით მოუწევთ.

როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ერთი ფორმის ფასი იქნება „დაახლოებით 100 ლარი“.

აქ ჩნდება სერიოზული კითხვები.

🔻 პირველი - რეალურად რა იქნება საბოლოო ფასი?

🔻 მეორე - ვის მიეცემა სასკოლო ფორმების შეკერვის ტენდერი?

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებზე იქნება მორგებული, რაც ფასის შემდგომ ზრდას და ხარისხის კონტროლის პრობლემებსაც გამოიწვევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სოციალური ფაქტორია.

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, თითოეულზე მინიმუმ ორი ფორმის შეძენა სერიოზულ ფინანსურ ტვირთად გადაიქცევა.

ასეთ პირობებში ეს გადაწყვეტილება არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის და რეალურად ზრდის უთანასწორობას.

მშობლების იძულება დამატებითი ხარჯის გაწევაზე - მიუღებელია!

სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანასწორი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო, და არა დააწესოს ახალი ფინანსური ბარიერები და სავალდებულო ტვირთი!

#განათლება #საქართველო #პოლიტიკა #ეკონომიკა #ჩვენ

ფოტო: წარმოაჩენს ჩვენს დამოკიდებულებას სავალდებულო სააკაშვილი ფორმისადმი.

02/04/2026

პოლიტიკური პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაცრად გმობს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან გახშირებულ ძალადობას და არაადამიანურ დამოკიდებულებას მიუსაფარი ცხოველების მიმართ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ კანონის მკაცრი აღსრულება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ასეთ დანაშაულებს სჩადის.

მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთიანობისკენ - მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, ეს საკითხი ეხება ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას, ჰუმანურობასა და საზოგადოების ღირებულებებს.

მიუსაფარი ცხოველების დაცვა არის ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი!

16/02/2026

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე!

იხილეთ პოლიტიკური პარტიის ᲩᲕᲔᲜ განცხადება 👇

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე!

⚠️ აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს არა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებას, არამედ განსხვავებული აზრის, პოლიტიკური პროტესტისა და კრიტიკული პოზიციების დაშინებასა და ჩახშობას.

⚠️ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“ ჩადენილი დანაშაულები დამამძიმებელ გარემოებად ცხადდება და ავტომატურად ზრდის სასჯელს, ქმნის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს.

⚠️ ეს ნორმა არამარტო ბუნდოვანია, არამედ ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური პროტესტი და ხელისუფლების კრიტიკა კრიმინალურ მოტივად გადააკვალიფიციროს.

❗დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების ლეგიტიმურობის შეფასება მოქალაქის უფლებაა და არა დანაშაულის მოტივი.

როდესაც ხელისუფლება კანონმდებლობას იყენებს პოლიტიკური კონტროლისა და შიშის ინსტრუმენტად, ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად შორდება დასავლურ, ცივილურ და პროგრესული სამართლებრივ და დემოკრატიულ სტანდარტებს.

🟢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაფიოდ აცხადებს: სახელმწიფოს სტაბილურობა არ მიიღწევა რეპრესიებით, არამედ გამჭირვალე არჩევნების ნდობით, თავისუფალი დისკუსიითა და სამართლიანი - ლეგიტიმური ინსტიტუტებით.

საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე გვქონდა მწარე და ტრადიციული გამოცდილება, თუმცა მსგავსი ნორმატიულ წნეხი აქამდე არ ყოფილა!

ხელისუფლების მცდელობა, განსხვავებული აზრი სამართლებრივი სანქციებით ჩაახშოს, მხოლოდ გააღრმავებს საზოგადოებრივ კრიზისს და დააზიანებს, ისედაც განიავებულ, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ᲩᲕᲔᲜ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების ხელისუფლებას", შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო იარაღის გამოყენება!

🇬🇪 საქართველოს მოქალაქეები, ᲩᲕᲔᲜ, ვირჩევთ საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და ევროპულ განვითარების გზას!

Eng

🛑 The “Georgian Dream” authorities is once again moving toward openly undemocratic and premeditated repressive legislative changes.

⚠️ These amendments are aimed not at strengthening the rule of law, but at intimidating and suppressing dissent, political protest, and critical viewpoints.

⚠️ The planned amendment to the Criminal Code, under which crimes allegedly committed with the motive of “non-recognition of constitutional bodies” would be considered an aggravating circumstance and automatically lead to harsher sentences, creates an extremely dangerous precedent.

⚠️ This norm is not only vague, but also gives the authorities the opportunity to reclassify political protest and criticism of the government as criminal motivation.

❗In a democratic state, assessing the legitimacy of the government is a citizen’s right, not a criminal motive.

When legislation is used as an instrument of political control and intimidation, the country moves even further away from Western, civilized, progressive legal and democratic standards.

🟢 The party “WE” clearly states: stability of the state is not achieved through repression, but through trust in transparent elections, free public debate, and fair and legitimate institutions.

In Georgia’s recent history, we have already had bitter and difficult experiences, yet normative pressure of this kind has never reached this level before.

The government’s attempt to suppress dissent through legal sanctions will only deepen the social crisis and further damage the country’s already weakened international reputation.

WE call on the “Georgian Dream” government to stop using legislation as a weapon against political opponents and critical segments of society.

🇬🇪 The citizens of Georgia - WE - choose Georgia’s democratic, rule-of-law, and European path of development.

31/12/2025

პოლიტიკური პარტიის "ᲩᲕᲔᲜ" საახალწლო მიმართვა - 2026 🎄

🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიტყვას, არჩევანსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორია გვასწავლის ერთ რამეს – როცა საქართველო და მისი პატრიოტი შვილები ერთიანდებიან, გამარჯვება გარდაუვალია!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – ღირსეული, ძლიერი და მდგრადი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია, სამართლიანობა რეალურ მნიშვნელობას იძენს და მომავალი თაობები იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვინდა საქართველო, სადაც ერთობა სიძლიერეა, სოლიდარობა – ყოველდღიური ქმედება, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა – არა სიტყვა, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი. ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ რჩება მარტო უსამართლობის, სიღარიბის ან უსასოობის წინაშე!

💡ჩვენი დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას და გვაძლევს ძალას, ვიმოქმედოთ ღირსეულად, პასუხისმგებლობითა და ურთიერთპატივისცემით.

⚡2026 წელი იქნება გამოწვევების წელი. წინ ბევრი სირთულე, მძიმე გადაწყვეტილება და გამოცდა გველის. მაგრამ ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ ერთობით, ურთიერთნდობითა და საერთო მიზნის რწმენით, ᲩᲕᲔᲜ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის გაძლიერებას და წინსვლას.

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა მოქალაქის ძალის. გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება ადამიანით, მისი ხმით, მისი ღირსებითა და მისი თავისუფალი არჩევანით.

სწორედ ამიტომ, ᲩᲕᲔᲜ ვირჩევთ პასუხისმგებლობას, მოქმედებას და ერთობას.

🎄გილოცავთ ახალ, 2026 წელს.

დაე, ეს წელი იყოს იმედის, გაბედული ნაბიჯებისა და ღირსეული მომავლის წელი.

ერთად – თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. 🇬🇪✨

#ჩვენ #საქართველო #თავისუფლება #თანასწორობა #სოლიდარობა #ერთადშევძლებთ

🇬🇪 ქართული | 🇬🇧 ENG 👇

🎄საახალწლო მიმართვა - 2026 🎄

🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიტყვას, არჩევანსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორია გვასწავლის ერთ რამეს – როცა საქართველო და მისი პატრიოტი შვილები ერთიანდებიან, გამარჯვება გარდაუვალია!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – ღირსეული, ძლიერი და მდგრადი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია, სამართლიანობა რეალურ მნიშვნელობას იძენს და მომავალი თაობები იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვინდა საქართველო, სადაც ერთობა სიძლიერეა, სოლიდარობა – ყოველდღიური ქმედება, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა – არა სიტყვა, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი. ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ რჩება მარტო უსამართლობის, სიღარიბის ან უსასოობის წინაშე!

💡ჩვენი დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას და გვაძლევს ძალას, ვიმოქმედოთ ღირსეულად, პასუხისმგებლობითა და ურთიერთპატივისცემით.

⚡2026 წელი იქნება გამოწვევების წელი. წინ ბევრი სირთულე, მძიმე გადაწყვეტილება და გამოცდა გველის. მაგრამ ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ ერთობით, ურთიერთნდობითა და საერთო მიზნის რწმენით, ᲩᲕᲔᲜ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის გაძლიერებას და წინსვლას.

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა მოქალაქის ძალის. გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება ადამიანით, მისი ხმით, მისი ღირსებითა და მისი თავისუფალი არჩევანით.

სწორედ ამიტომ, ᲩᲕᲔᲜ ვირჩევთ პასუხისმგებლობას, მოქმედებას და ერთობას.

🎄გილოცავთ ახალ, 2026 წელს.

დაე, ეს წელი იყოს იმედის, გაბედული ნაბიჯებისა და ღირსეული მომავლის წელი.

ერთად – თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. 🇬🇪✨

#ჩვენ #საქართველო #თავისუფლება #თანასწორობა #სოლიდარობა #ერთადშევძლებთ

🇬🇧 ✨ New Year Address - 2026 🎄

Georgia stands today at a difficult and decisive historical moment. This is a time when every citizen’s word, choice, and sense of responsibility carry exceptional weight. Yet history teaches us one essential truth – when Georgia and its patriotic sons and daughters stand united, victory is inevitable.

We believe in a Georgia that is truly free and independent – a dignified and strong country on a path of sustainable development, where human dignity is protected, justice has real meaning, and future generations look to tomorrow with hope.

We envision a Georgia where unity is strength, solidarity is a daily practice, and social responsibility is not merely a slogan but the foundation of state policy. A country where no citizen is left alone in the face of injustice, poverty, or despair.

💡Our motto is Freedom, Equality, and Solidarity. These are not just words. They represent a value-based choice that unites us as a society and gives us the strength to act with dignity, responsibility, and mutual respect.

The year 2026 will be a year of challenges. Many difficulties, hard decisions, and serious tests lie ahead. But we believe that through unity, mutual trust, and faith in a shared purpose, we will overcome these challenges in unity and move forward, strengthening our country.

We believe in the power of citizens. We believe that change begins with people – with their voices, their dignity, and their choices. That is why we choose responsibility, action, and unity.
We congratulate you on the arrival of the year 2026.

May this year be one of hope, courageous steps, and a dignified future.

Together – for a free, just, and strong Georgia. 🇬🇪✨

18/12/2025

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!

ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ, რომ მმართველობის შეცდომების ფასს ხალხი აღარ უნდა იხდიდეს.

👇👇👇

#ჩვენ
#ენერგეტიკულიუსამართლობა
#ტარიფებისზრდა
#ხალხისხარჯზე
#არასწორიეკონომიკური #პოლიტიკა
#საქართველო2026
#სოციალურიდაცვა
#ენერგიახალხისთვის
#სოლიდარობა

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება საქართველოში - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!

🇬🇪 ჩვენს რეგიონში, ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად იკლებს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი ან მცირდება, ან სტაბილურად ნარჩუნდება,
"ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოში საპირისპირო გზას ირჩევს.

👉 2026 წლიდან საქართველოში იზრდება:

🚰 წყლის გადასახადი

⚡ ელექტროენერგიის ტარიფი

♨️ ბუნებრივი აირის ფასი

ეს უკვე დადასტურებული და საჯაროდ გამოცხადებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

ამასთან ერთად, ძვირდება საწვავი, თამბაქო და პრაქტიკულად ყველა აქციზური საქონელი, რაც პირდაპირ ურტყამს როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს.

⭕ ეს არ არის „ობიექტური აუცილებლობა“ და არც გლობალური კრიზისის გარდაუვალი შედეგი.

⭕ ეს არის არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, არაეფექტიანი მართვისა და მოქალაქეზე გადატანილი ტვირთის შედეგი.

⭕ მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ენერგორესურსების გაიაფება გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისა და მოსახლეობის დასაცავად, საქართველოში ხელისუფლება ირჩევს ყველაზე მარტივ გზას -
ბიუჯეტის ხვრელების ამოვსებას ხალხის ხარჯზე.

⭕ ენერგო რესურსები წარმოადგენს ეკონომიკის "სისხლს" და სოციალური უსაფრთხოების საფუძველს.

🟢 Პოლიტიკური პარტია ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ მკაფიოდ:

ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს სისტემას, იწყებს ხალხის დასჯას ტარიფებითა და გადასახადებით. ეს არის არა ფასების ზრდა, არამედ ხალხზე გადატანილი მმართველობის წარუმატებლობა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია საბაზისო სერვისების დაცვა მოქალაქისთვის და არა მონოპოლიებისთვის.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მმართველობის შეცდომების ფასს ხალხი აღარ უნდა იხდიდეს.

#ჩვენ
#ენერგეტიკულიუსამართლობა
#ტარიფებისზრდა
#ხალხისხარჯზე
#არასწორიეკონომიკური #პოლიტიკა
#საქართველო2026
#სოციალურიდაცვა
#ენერგიახალხისთვის
#სოლიდარობა

30/10/2025

🔴 ბ. ივანიშვილის სისტემას ფული შემოაკვდა - ხელისუფლება მოქალაქის ჯიბეში ჰყოფს ხელს!

📌 სახელმწიფოში არსებული კრიზისი, აისახება არა მხოლოდ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოზე, არამედ, ბ. ივანიშვილის მმართველი პარტია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფას გვიმზადებს❗

👇 იხილეთ პარტიის "ᲩᲕᲔᲜ" განცხადება

📊 ტარიფი არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ ეკონომიკური ლოგიკით - არამედ, სოციალური სამართლიანობისა და მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უფლების პრინციპით!

#ჩვენ #საქართველო #წყალი #სოციალურისამართლიანობა #სოლიდარობა #ტარიფები #ეკონომიკა #გამჭირვალეობა

🔴 ბ. ივანიშვილის სისტემას ფული შემოაკვდა - ხელისუფლება მოქალაქის ჯიბეში ჰყოფს ხელს!

📌 სახელმწიფოში არსებული კრიზისი, აისახება არა მხოლოდ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოზე, არამედ, ბ. ივანიშვილის მმართველი პარტია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფას გვიმზადებს❗

პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკის და სოციალური საკითხების გარეშე და პირიქით, ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მავნებლური პოლიტიკური საქმიანობა.

🟢 ეკონომიკა, მარტივ ენაზე, თითოეული მოქალაქის პირადი და ყოველდღიური ყოფაა, ყველაფერი ის, რაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე და მომავალზე აისახება.

👉 განათლება, ტრანსპორტი, რესურსები, შემოსავლები, დასვენება თუ ჯანდაცვა, ეკოლოგია თუ ახალგაზრდობის განვითარება, სპორტი თუ სოციალური დაცვა, მიგრაცია თუ სამართალი ...

🔴 სისტემა გრძნობს ფინანსურ დეფიციტს, ანტიეროვნული პოლიტიკა და ერთი ჯგუფის ხელში ხელისუფლების აკუმულირება, უკვე იწვევს ამ მავნე სისტემის "ფინანსურ შიმშილს".

🔴 მარტივად - ფული შემოაკლდათ და მომავალში კიდევ უფრო შემოაკლდებათ... არა პირად ჯიბეებს, ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე - რა მაშტაბის კორუფციული სქემა იყო და არის მმართველ გუნდში, არამედ საერთო ხაზინაში...

🔴 ემიგრანტების მიერ საქართველოში, ოჯახებში ჩარიცხული თანხების აღრიცხვაც კი დაიწყეს, რაც აქამდე არ ყოფილა, რათა ემიგრანტთა ნაწვალები გადმორიცხვების მიმღებ მოქალაქეებს შემოსავლებში "ჩაუთვალონ" ეს თანხები და დაბეგრონ!

❗ამაზე ცალკე აუცილებლად ვისაუბრებთ თქვენთან ერთად ❗

📌 პარტია "ᲩᲕᲔᲜ" ეხმაურება ხელისუფლების სურვილს საქართველოში გაზარდოს ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე:

💧 წყლის ტარიფების გადახედვა იწყება - ეს საჭიროებაა თუ ახალი ტვირთი მოქალაქეებისთვის?

საქართველოს ხელისუფლება 2027 წლიდან გეგმავს წყლის ტარიფების ზრდას❗ ამას ადასტურებს რევაზ სოხაძე, ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრი!

🔴 ოფიციალური არგუმენტია - სექტორის ხანგრძლივი სტაგნაცია და რეგიონებში "შედარებით დაბალი ფასები".

გაუგებარია რასთან "შედარებით"?

✅ ვთვლით, რომ, გადაწყვეტილებამდე საჭიროა სოციალურ - ეკონომიკური ანალიზი, რათა მოსახლეობისთვის ტარიფების ცვლილება არ გახდეს დამატებითი ეკონომიკური დარტყმა და აუწეველი ტვირთი ❗

უნდა გაიმართოს საჯარო დისკუსია, რაც უნდა ემყარებოდეს სამ პრინციპს:

1️⃣ გამჭვირვალე მექანიზმი და მიზეზების ახსნა;
2️⃣ სამართლიანი ბალანსი მომხმარებელსა და მომსახურების მომწოდებელს შორის;
3️⃣ გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის გათვალისწინება.

📊 ტარიფი არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ ეკონომიკური ლოგიკით - არამედ, სოციალური სამართლიანობისა და მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უფლების პრინციპით!

#ჩვენ #საქართველო #წყალი #სოციალურისამართლიანობა #სოლიდარობა #ტარიფები #ეკონომიკა #გამჭირვალეობა

06/10/2025

📢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“-ის განცხადება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

[ვრცლად, იხილეთ ბმულზე 👇]

🇬🇪 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“:

❌ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს როგორც ლეგიტიმურს,

✅ მოითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნას,

✊ მოუწოდებს მოქალაქეებს სამოქალაქო ერთობისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ.

🛑 ოლიგარქიული და კორუმპირებული მმართველობა უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანამ აირჩიოს დემოკრატიული განვითარების გზა - თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლის საფუძველზე.

#ჩვენ #საქართველო #დემოკრატია #არჩევნები #თავისუფლება #თანასწორობა #სამართლიანობა #რეფორმები

📢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“-ის განცხადება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

საქართველოში 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თავისუფალი კონკურენციისთვის შეზღუდულ და განსხვავებული აზრის ჩახშობის პირობებში.

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის მმართველმა ძალამ მიზანმიმართულად მოახდინა:

❌ ზეწოლა და დისკრედიტაცია დამოუკიდებელ მედიაზე,

❌ მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას,

❌ განახორციელა პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ნაბიჯები,

❌ საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

🔴 შედეგად, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შემცირდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დემოკრატიულ პროცესს.

🟢 ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, რაც აისახა ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზეც.

❗ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირის, დროულად მოწვევაზე. ეს გადაწყვეტილება არსებითად ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას და ხელს უშლის ობიექტურ საერთაშორისო შეფასებას.

❗ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც, რეპრესიული გარემოს გამო, ვერ შეძლეს სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელება.

⚖️ პარტია „ᲩᲕᲔᲜ“-ის პოზიცია

ჩვენ მიგვაჩნია, რომ:

✅ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;

✅ მმართველი პარტიის მიერ შექმნილ მძიმე პოლიტიკური კრიზისის პირობებში აუცილებელი იყო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ერთობა, რაც სამწუხაროდ ვერ შედგა;

✅ ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები ფარსად იქცა, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს ადგილი აღარ დარჩა;

✅ პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ვინაიდან არ არსებობდა არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური საფუძველი რეალური კონკურენციისა;

🟢 ᲩᲕᲔᲜ მოვუწოდებთ:

ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პირი და უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;

საზოგადოებას - შეინარჩუნოს სიმშვიდე და ერთობა - გავაძლიეროთ სახალხო პროტესტი და სამოქალაქო წინააღმდეგობა;

პოლიტიკურ ძალებს - ჩაერთონ ყოვლისმომცველ დიალოგში, რომელიც უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული განახლების საფუძველი.

🇬🇪 ᲩᲕᲔᲜ მტკიცედ გვჯერა, რომ

🟢 საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მოქალაქეთა თავისუფალ ნებაზე,

🟢 სამართლიანი არჩევნები და სამართლიანობა არის დემოკრატიის ბირთვი,

🟢 ხოლო ხალხის მიერ გამოხატული ნება არ შეიძლება იყოს დაჩრდილული ძალადობით, შიშით ან გაყალბებული მექანიზმებით.

🇬🇪 ამიტომაც, პარტია „ᲩᲕᲔᲜ“:

❌ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს როგორც ლეგიტიმურს,

✅ მოითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნას,

✊ მოუწოდებს მოქალაქეებს სამოქალაქო ერთობისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ.

🛑 ოლიგარქიული და კორუმპირებული მმართველობა უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანამ აირჩიოს დემოკრატიული განვითარების გზა - თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლის საფუძველზე.

#ჩვენ #საქართველო #დემოკრატია #არჩევნები #თავისუფლება #თანასწორობა #სამართლიანობა #რეფორმები

24/08/2025

🇺🇦 დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!

პარტიის „ჩვენ“ და საქართველოს მოქალაქეების სახელით გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენს ძმურ ხალხს ვუსურვებთ გამარჯვებას, თავისუფლებასა და მშვიდობას.

დიდება უკრაინას – გამარჯვებას და დიდება გმირებს!

🇺🇦
Слава Україні - Героям Слава !



#ჩვენ #Україна #საქართველო #СлаваУкраїні #СлаваГероям

🇬🇪 🇺🇦 დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!

პარტიის „ჩვენ“ და საქართველოს მოქალაქეების სახელით გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენს ძმურ ხალხს ვუსურვებთ გამარჯვებას, თავისუფლებასა და მშვიდობას.

დიდება უკრაინას – გამარჯვებას და დიდება გმირებს!

🇺🇦

Від імені партії «ЧВЕН» та громадян Грузії щиро вітаємо Україну з Днем Незалежності!

Братньому народові бажаємо перемоги, свободи та миру.

Слава Україні – Перемозі та Слава Героям!

🇬🇧

On behalf of the party “CHVEN” and the citizens of Georgia, we warmly congratulate Ukraine on its Independence Day!



To our brotherly nation, we wish victory, freedom, and peace.

Glory to Ukraine – Glory to the Heroes!

#ჩვენ #Україна #საქართველო #СлаваУкраїні #СлаваГероям

13/08/2025

🇬🇪 პარტიის ᲩᲕᲔᲜ – განცხადება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

🇬🇧 Party CHVEN ('We") - Statement on the participation in the 2025 Local Self-Government Elections

ვრცლად იხილეთ ბმულზე 👇
Full Text Available @ the link 👇

„საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა - და ამ გზიდან ჩვენ არ გადავუხვევთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

“Georgia will be free, democratic, and European - and we will not step back from this path,” the statement concludes.

#ჩვენ

🇬🇪🇬🇧 For Eng scroll down 👇

პარტიის ᲩᲕᲔᲜ – განცხადება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

Party CHVEN ('We") - Statement on the participation in the 2025 Local Self-Government Elections

📌 პარტია ᲩᲕᲔᲜ დაარსდა 2021 წელს, იმ პერიოდის მძიმე და გარდამტეხ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორც მოქალაქეთა თავისუფლების, თანასწორობის, პროგრესისა და ეროვნული ღირსების დაცვის პლატფორმა.

ჩვენი პირველი საარჩევნო დებიუტი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოხდა - არჩევნებში, რომელიც, სამწუხაროდ, იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციური პროცესი იქცეს გაყალბებისა და პოლიტიკური ნების მიტაცების იარაღად.

🟢 ამ რთული პერიოდის შემდეგ, ᲩᲕᲔᲜ შევუერთდით საერთო საპროტესტო მოძრაობებს, დავიწყეთ კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან, აქტიურად ვიმუშავეთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ქვეყნის დემოკრატიული დღის წესრიგი და მოქალაქეთა უფლებები მეტად დაცული ყოფილიყო.

🔴 ᲩᲕᲔᲜ ვართ ცენტრისტული ძალა - ლიბერალური დემოკრატიისა და პროგრესული სოლიდარობის ურყევი მხარდამჭერები, გვწამს, რომ სამართლიანობა, განვითარება და ეროვნული ერთობა მხოლოდ თავისუფალ, კონკურენტულ, თანასწორ და კონსტიტუციურ პოლიტიკურ გარემოშია შესაძლებელი.

⭕ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენს პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე სუბიექტს),

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ურყევად მტკიცეა იდეა - რომ არჩევნები, ნებისმიერი ტიპის ხელისუფლების, მათ შორის თვითგამოცხადებული რეჟიმის შეცვლის ერთადერთი პროგრესული და კონსტიტუციური გზაა,

❗მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კონკრეტულ პროცესში მონაწილეობისგან თავი შევიკავოთ.❗

♦️ ჩვენთვის მიუღებელია როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიების მიმართ ქილიკი, ისე - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სუბიექტების კრიტიკა!

ახლა არის ჭეშმარიტი ერთობის დრო - დრო, როცა ყველა ძალამ, რომელსაც სურს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, უნდა იბრძოლოს საერთო მიზნისთვის, განსხვავებული ტაქტიკებით, მაგრამ საერთო სტრატეგიით.

🟢 ᲩᲕᲔᲜ ღიად ვაცხადებთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ დღევანდელი საარჩევნო გარემო ვერ აკმაყოფილებს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის მინიმალურ სტანდარტებს.

🔴 ამ გარემოში, ვუსურვებთ წარმატებებს ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა ფრონტზე იბრძვის და მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ნებისმიერ ევროინტეგრაციის მომხრე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც პრინციპულად იცავს დემოკრატიის ღირებულებებს.

♦️ ამ ეტაპზე პარტიის ᲩᲕᲔᲜ სამუშაო ფოკუსი არის ორიენტირებული რეგიონებში, ქალაქებსა თუ სოფლად - მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, დიალოგი და ინფორმაციის მიწოდება.

ასევე, ჩვენს უძვირფასეს ემიგრანტებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს საერთო იმედს და მომავლისთვის ბრძოლის მტკიცე საძირკველს.

♦️ვავითარებთ ჩვენს ონლაინ-სტუდიას, რომელიც იქცა თავისუფალი სიტყვის ნავსაყუდლად - ღია პლატფორმად ევროინტეგრაციის მომხრე ყველა პარტიისა თუ სამოქალაქო გაერთიანებისთვის.

✊ ᲩᲕᲔᲜ არ ვართ პარტია, რომელიც ჩრდილში რჩება.

🟢 ᲩᲕᲔᲜ ვართ ძალა, რომელიც იბრძვის იქ, სადაც ბრძოლას აზრი აქვს, და იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ყალიბდება - ხალხში, ქუჩაში, საკონფერენციო დარბაზებში, ონლაინ სივრცეში და საერთაშორისო პლატფორმებზე.

🔴 ჩვენი გზა მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენი რწმენა ურყევია: საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას ცვლის ხალხის ნება და არა ძალაუფლების თვითნებობა.

✊ ᲩᲕᲔᲜ არ ვჩერდებით - #ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ. ᲩᲕᲔᲜ ვიცით, რომ ამ გზაზე არ ვართ მარტო.

#ჩვენიძალაერთობაშია

🇺🇸🇬🇧

Party CHVEN Announces Decision on 2025 Local Self-Government Elections

The party CHVEN ("We"), founded in 2021 and making its electoral debut in the contested October 2024 parliamentary elections, has announced that it will not participate in the 2025 local self-government elections.

Following the 2024 elections — which the party describes as marred by fraud and the seizure of political legitimacy — CHVEN has been active in protest movements, engaged with political coalitions, and worked closely with Georgia’s diplomatic partners. A centrist force committed to liberal democracy and progressive solidarity, the party stresses the importance of unity among all pro-European actors.

While affirming that elections are the only progressive and constitutional way to change any government, CHVEN cites the absence of free and fair electoral conditions as the reason for its withdrawal. The party calls for mutual respect between those who choose to participate and those who boycott, and pledges to continue fighting the regime through other means.

will focus on direct engagement with citizens across Georgia and on developing its online studio as a hub for free speech, open to all pro-European parties and civil society groups.

“Georgia will be free, democratic, and European - and we will not step back from this path,” the statement concludes.

07/08/2025

✊ 17 წელი აგვისტოს ომიდან — არ დავივიწყებთ, არ შევეგუებით!

ამ დღეს, ზუსტად 17 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, 🇷🇺რუსეთმა ღიად და მოურიდებლად დაიწყო ომი საქართველოს 🇬🇪 წინააღმდეგ.

ეს არ ყოფილა მხოლოდ ტანკებით გადმოსული ინტერვენცია — ეს იყო ღია აგრესიის აქტი, დემონსტრაცია იმპერიალისტური ინსტინქტების, რომლებიც ვერ ელევიან წარსულს და უპირისპირდებიან თავისუფლების იდეას.

🌎 დღეს, მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას — ყველა, რუსეთის ფედერაციის გარდა, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მიწების "მცოცავ ოკუპაციას", არღვევს საერთაშორისო სამართალს და ართმევს მშვიდობიან მოქალაქეებს უსაფრთხო მომავალს.

🇬🇪 ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას!
ჩვენ არასდროს დავთმობთ ბრძოლას თავისუფალი, ევროპული, და ძლიერი საქართველოსთვის!

❗რუსული ტანკების წინააღმდეგ, ჩვენი პასუხია სოლიდარობა, სიმტკიცე და ერთიანობა!

🕯️ პატივი მივაგოთ ომის გმირებს — მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ღირსებისთვის გასწირეს.

ᲩᲕᲔᲜ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია!

ᲩᲕᲔᲜ ერთობით და მრავალფეროვნებით გავიმარჯვებთ!

#აგვისტოსომი
#არაოკუპაციას
#ერთიანისაქართველო
#გმირებისხსოვნას
#ჩვენ
#თავისუფლება
#სუვერენიტეტი
#საქართველო
#ჩვენიგზაიევროპისკენ
#რუსეთიოკუპანტია

27/07/2025

🔴 "ქართული ოცნების" შიდა წმენდა და ფინანსებისა აკუმულირების პროცესი გრძელდება!

♦️ დღეს, სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ასევე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა ...

❌ ან სუს-ი უნიათოა და აქამდე არ იცოდარ (❗) რა ხდებოდა თავსაც სამინისტროში თუ სხვა საჯარო უწყებაში ან ახლა დასჭირდათ საკუთარი (სისტემის) "ოცნების" კადრების "დასჯა"!

♦️ სამივე მათგანი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

❌ როგორც სუს-ი აცხადებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

❗ რეალურად ათობით მილიონია გაფლანგა, რომლის "საერთო ქისაში" დაბრუნებას ლამობს ხელისუფლება. წინასაარჩევნოდ.

❌ ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🇬🇪 კორუფცია საქართველოს მთავრობაში უკვე სისტემურ ხასიათის არის❗

📌 ამასთანავე, ᲩᲕᲔᲜი ვარაუდით, დაიწყო თავდაცვის სამინისტროს და ქართული ჯარის სერიოზული დისკრედიტაციია პროცესი. ხელისუფლებას არ სჭირდება ავტორიტეტული ინსტიტუტის არსებობა საქართველოში.

#ჩვენ #კორუფცია #სუს #შიდაწმენდა #ოცნება #თავდაცვისამინისტრო

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi