აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო

Share

National Bureau of Enforcement of Georgia, legal entity of public law of Ministry of Justice of Georgia

აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულება.

16/05/2026
14/05/2026

🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია
🇬🇪 თბილისი 2026

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 11/05/2026

თბილისში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) საგაზაფხულო საბჭოს სხდომაზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
🔹განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ქვეყნის მიერ საკანონმდებლო და პრაქტიკული სიახლეების გაზიარებას, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსსასაზღვრო აღსრულებისა და ციფრული აქტივების მოძიების მექანიზმებს.
🔹სხდომაზე იმსჯელეს აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივების შესახებ, რაც გულისხმობს სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას, პროფესიული ეთიკის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. განისაზღვრა ასევე სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები.
🔹საბჭოს საქმიანობის მიზანია, აღსრულების სფეროში პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების კოორდინაცია, რათა უზრუნველყოს სისტემის ეფექტიანობა და სანდოობის გაძლიერება გლობალურ დონეზე.
🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის საგაზაფხულო საბჭოს სხდომა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და ღონისძიებაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო 2012 წლიდან აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) წევრია.

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 11/05/2026

თბილისში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე აღსრულების სფეროს აქტუალური საკითხები და ტენდენციები განიხილეს
კონფერენცია ქართული სააღსრულებო სისტემის მიმოხილვას დაეთმო. კერძოდ იმ პრაქტიკულ მექანიზმებსა და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აღსრულების პროცესის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა, რამაც საქართველო წარმოაჩინა როგორც ერთ-ერთი საინტერესო და წარმატებული მაგალითი აღსრულების სფეროში.

🔹ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა. განხილვის თემა იყო აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია ციფრულ გარემოში, ეთიკური სტანდარტების დაცვა და საზოგადოების ნდობის განმტკიცება ტექნოლოგიური ცვლილებების პარალელურად.

🔹კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეებისა და ონლაინ აუქციონების პრაქტიკას, მათ სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შედარებას.

🔹ღონისძიებაზე ისაუბრეს სააღსრულებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტისა და პროცესების ავტომატიზაციის დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც საქმისწარმოების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობას გაზრდის, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის როლის შენარჩუნებასა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას.

🔹საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ორგანიზებით თბილისში მიმდინარე აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

🔹მასშტაბური ღონისძიების საქართველოში მესამედ ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის როლს რეგიონში პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 08/05/2026

აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და უზბეკეთის იძულებითი აღსრულების ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

🔹მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ უწყებას შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო და სხვა შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულება, მოვალეთა ქონების მოძიება, ყადაღის დადება და სხვა სააღსრულებო მოქმედებები, აგრეთვე იმ შემთხვევებზე რეაგირება, როდესაც ადგილი აქვს აღსრულებისგან თავის არიდებას.

🔹დოკუმენტი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღსრულების პროცესებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას.

🔹თანამშრომლობა ითვალისწინებს აღსრულების სფეროს კანონმდებლობისა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ სამართლებრივი დოკუმენტებისა და მასალების გაცვლას, ასევე ერთობლივი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის სამუშაო და გაცნობითი ვიზიტების, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებას.

🔹მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი აქტივობების განხორციელებასა და სამუშაო შეხვედრების პერიოდულად ჩატარებაზე, სადაც მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

🔹მემორანდუმი თბილისში გამართული აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. მას ხელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა და უზბეკეთის გენერალური პროკურატურის იძულებითი აღსრულების ბიუროს დირექტორის პირველმა მოადგილე შავკატ ხაიდაროვმა მოაწერეს.

🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

07/05/2026

თბილისი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 06/05/2026

აღსრულების ეროვნულ ბიუროში საერთაშორისო პარტნიორებთან კონფერენციის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

🔹თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან, გამგეობის წევრებსა და ევროპის აღმასრულებელთა კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების ფორმატი, საორგანიზაციო საკითხები, თემატური მიმართულებები და დღის წესრიგი განიხილა.

🔹შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღსრულების სფეროს თანამედროვე ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს გლობალურ პროფესიულ სივრცეში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მიდგომების დანერგვას და სააღსრულებო სისტემის შემდგომ განვითარებას.

🔹შეხვედრაზე ბიუროს საქმიანობის პრეზენტაცია მოეწყო, რომლის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ უწყების ფუნქციონირების მოდელს, ინსტიტუციურ მოწყობას, დანერგილ ინოვაციებსა და მოქალაქეზე ორიენტირებულ საჯარო სერვისებს.

🔹საერთაშორისო კონფერენცია „აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში“ და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) საბჭოს სხდომა 7-9 მაისს თბილისში გაიმართება და 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 06/05/2026

7-9 მაისს თბილისი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება.

🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უკრაინის კერძო აღმასრულებელთა ასოციაციის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.

🔹აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სტუმრებს გააცნო ბიუროს ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობა, საქმიანობის ძირითად მიმართულებები და განხორციელებულ რეფორმები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აღსრულების პროცესის პროგრამული უზრუნველყოფის, აუქციონის ელექტრონული სისტემისა და მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული სერვისების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროს მიერ დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც აღსრულების პროცესის ეფექტიანობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

🔹მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სააღსრულებო სისტემის კერძო და საჯარო მოდელების პრაქტიკული გამოცდილება, აგრეთვე იმსჯელეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროფესიული სტანდარტების განვითარების საკითხებზე.

🔹აღსრულების ეროვნული ბიურო და უკრაინის კერძო აღმასრულებელთა ასოციაცია ერთდროულად, 2024 წელს, დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდნენ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ), რაც ევროპულ სივრცეში თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

საერთაშორისო კონფერენციას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

Photos from აღსრულების ეროვნული ბიურო's post 01/05/2026

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კოორდინაციის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

🔹შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების თავმჯდომარის მოადგილეებმა სისტემისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებაზე, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და ინსტიტუციური განვითარების ხელშემწყობ ინიციატივებზე.

🔹დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე, რაც სამუშაო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებასა და საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

🔹მონაწილეებმა მსგავსი ტიპის კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტიანი მმართველობის საფუძველია.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


აღმაშენებლის ხეივანი № 99
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00