ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia

ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia

Share

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
Ministry of Finance of Georgia

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას;

03/06/2026
03/06/2026

ქარ/ENG

სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად (საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენა და ელექტროქვესადგურების მშენებლობა) და საავტომობილო გზის მონაკვეთების (ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხე და გურჯაანი-თელავი) მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“.

პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტის ჯამური ღირებულებაა, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც.

შესაბამისად, პროექტს განახორციელებს სს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

იხ.ვრცლად: http://wrld.bg/ES2I50Z6YIN

The World Bank Group (WBG) will be providing financial resources to Georgia for increasing the railway capacity through the acquisition of electric locomotives for Georgian Railway JSC and for the construction of electrical substations, as well as for financing the construction of key road sections (Badiauri–Chalaubani–Bakurtsikhe and Gurjaani–Telavi).

The Board of Executive Directors of the World Bank has approved a loan for the Trans-Caspian Transport Corridor – Georgia Connectivity and Transport Enhancement Project.

Under the project, the International Bank for Reconstruction and Development (IBRD) will provide financing in the amount of 372 million USD.

The project envisages the purchase of electric locomotives for Georgian Railway, the construction of electrical substations and institutional strengthening of Georgian Railway JSC to increase railway capacity. It also includes the construction of the road sections from Badiauri to Chalaubani, Chalaubani to Bakurtsikhe and Gurjaani to Telavi. In addition, the project covers transport interchanges, overpasses, bridges, road safety measures and institutional strengthening of the road sector.

The total estimated value of the project is approximately 751 million USD, including 372 million USD from the World Bank Group. At the same time, efforts are underway to secure additional financing of 175 million USD from the Asian Development Bank (ADB) and 182 million USD from the Asian Infrastructure Investment Bank (AIIB).

These investments in railway and road infrastructure represent another important step toward enhancing the efficiency of the Middle Corridor. They will contribute to improving the productivity and resilience of Georgia’s transport infrastructure and support the country’s long-term economic growth by enabling faster and safer movement of freight along the corridor. The investments are significant not only for Georgia’s economic development, but also for supporting growing international trade flows and more diversified and secure supply chains.

The project will be implemented by JSC Georgian Railway and the Roads Department of Georgia.

For more information, please visit the link: http://wrld.bg/ES2I50Z6YIN

Photos from ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia's post 02/06/2026

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიება გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია.

ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებითი ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ.

ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის, ყაზახეთისა და უზბეკეთის დელეგაციები, საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და სხვა პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

02/06/2026

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონია

Photos from ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia's post 01/06/2026

ქარ/ENG

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, დაიწყო სამუშაო შეხვედრა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების გამოყენების თაობაზე.

შეხვედრა გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საგადასახადო შეთანხმებების გამოყენების როლს თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

სამუშაო შეხვედრის მიზანია საგადასახადო შეთანხმებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების განხილვა, მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო საგადასახადო სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო უწყების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრას უძღვებიან OECD-ის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას საგადასახადო შეთანხმებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროსა და OECD-ის თანამშრომლობით მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრა საქართველოში პირველად ტარდება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საგადასახადო სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

Today, on June 1, 2026, a workshop on "The Application of Double Taxation Avoidance Agreements" commenced at the Academy of the Ministry of Finance of Georgia. The event is organized by the Ministry of Finance of Georgia and the Organisation for Economic Cooperation and Development (OECD).

The workshop was opened by Mamuka Baratashvili, Deputy Minister of Finance of Georgia, who emphasized the importance of international tax cooperation and the role of tax treaties in modern international economic relations.

The purpose of the workshop is to discuss practical issues related to the application of tax treaties, facilitate the exchange of experience among participating countries, and deepen knowledge of current issues in the field of international taxation.

The event brings together representatives from the Ministry of Finance of Georgia, the Revenue Service, and tax administrations from various countries. The workshop is led by OECD experts, who will share international practices and experience in applying tax treaties.

It is noteworthy that this is the first workshop of this format to be held in Georgia, in cooperation with the Ministry of Finance and the OECD. It represents an important opportunity to strengthen international cooperation and promote the exchange of knowledge and experience in the field of taxation.

29/05/2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის მეთოდით გამოშვების შედეგები

შეფასებები:

ეკატერინე გუნცაძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი კუპრაშვილი - „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი

ოთარ შარიქაძე - „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


16 Gorgasali Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00