საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA

Share

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA Georgian Association of Arbitrators was founded in 2013.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 22 აპრილს. ასოციაციის მიზანია არბიტრაჟის ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში, არბიტრთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა და არბიტრთა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა საქართველოში. ეს ყოველივე კი ემსახურება არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალების განვითარებას საქართველოში. GAA aims to rais

04/05/2026

Registration is now officially open for the 𝗜𝗖𝗖 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝗼𝗻 𝗔𝗿𝗯𝗶𝘁𝗿𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 & 𝗔𝗗𝗥 – 𝗖𝗼𝗿𝗽𝗼𝗿𝗮𝘁𝗲 𝗖𝗼𝘂𝗻𝘀𝗲𝗹 𝗣𝗲𝗿𝘀𝗽𝗲𝗰𝘁𝗶𝘃𝗲𝘀 𝗶𝗻 𝘁𝗵𝗲 𝗪𝗶𝗱𝗲𝗿 𝗥𝗲𝗴𝗶𝗼𝗻, taking place on 5 June 2026 at Courtyard by Marriott Tbilisi.
Register Here: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf7yUiP_4BF8FDVXFbipciQUmhegyAAO_5QqWZP3WiRgvS5QQ/viewform

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 30/04/2026

🔹დასრულდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის I მოდული - საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჯში
🔹 მოდულში მონაწილეებს, 2 თვის განმავლობაში, 8 სასესიო შეხვედრა ჩაუტარდათ და სიღრმისეულად გაეცვნენ შემდეგ საკითხებს: არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო, საარბიტრაჟო შეთანხმების მნიშვნელობა, შედგენა და აღსრულება, სასამართლოს როლი საარბიტრაჟო პროცესში, მანამდე და მის შემდეგ; საარბიტრაჟო პროცესი - არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები, ეთიკური ნორმები), საარბიტრაჟო გადაწვეტილების გაუქმება და ცნობა-აღსრულება, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ეთიკური ნორმების მნიშვნელობა და სტანდარტები არბიტრაჟში.
🔹მოცემულ ეტაპზე კურსის მონაწილენი ემზადებიან გამოცდისთვის, რომელიც დაგეგმილია 16 მაისს.
🔹 გამოცდის წარმატებით ჩაბარება წარმოადგენს პირველ ნაბიჯს აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

🔹პირველ მოდულში მონაწილეობას იღებდა 19 მსმენელი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.
🔹 საქართველოს არბიტრთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის მოდულის წამყვან ტრენერებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრს, იურიდიული კომპანია ჯეი ენდ ით ქონსალთინგის პარტნიორს ოთარ მაჩაიძეს და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრს, Fortier Law-ს პარტნიორს რუსუდან გერგაული.

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 30/03/2026

✅საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობამ 2026 წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან.
✅ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები, რაც ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრების დროს ბიზნესის მხრიდან იქნა დასახელებული.
✅ სამუშაო შეხვედრაზე ასოციაციის გამგეობის წევრებმა საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია არბიტრების სიებთან და სიებს მიღმა არბიტრების შერჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა, GAA-ს აკრედიტებული არბიტრების დანიშვნის საკითხი. აგრეთვე, GAA-ს ეთიკის კოდექსი და მისი გავრცელების შესაძლებლობა თითოეული ინსტიტუტის მიერ ადმინისტრირებულ დავებზე.
✅ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ტაბატაძემ მონაწილეებს შესთავაზა თანამშრომლობა და რეგულარულად ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და აღუთქვა დახმარება არბიტრაჟთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე, ასოციაციის შესაძლებლობის ფარგლებში.

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 25/03/2026

📡2026 წლის მარტში, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიამ მეშვიდედ დაიწყო პირველი მოდული - საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში!

🔹 აღნიშნული კურსი პირველად 2019 წელს ჩატარდა და მისი გავლა წარმოადგენს პირველ ნაბიჯს აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მოსაპოვებლად.
🔹 მოდულში მონაწილეებს 8 სასესიო შეხვედრა ჩაუტარდებათ და სიღრმისეულად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო, საარბიტრაჟო შეთანხმების მნიშვნელობა, შედგენა და აღსრულება, სასამართლოს როლი საარბიტრაჟო პროცესში, მანამდე და მის შემდეგ; საარბიტრაჟო პროცესი - არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები, ეთიკური ნორმები), საარბიტრაჟო გადაწვეტილების გაუქმება და ცნობა-აღსრულება, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ეთიკური ნორმების მნიშვნელობა და სტანდარტები არბიტრაჟში.
🔹პირველ მოდულში მონაწილეობს 19 მსმენელი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.
🔹 პირველი მოდულის წამყვანი ტრენერები არიან საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი, იურიდიული კომპანია ჯეი ენდ ით ქონსალთინგის პარტნიორი ოთარ მაჩაიძე და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი, Fortier Law-ს პარტნიორი, სპეციალიზებული საერთაშორისო დავების გადაწყვეტაში, რუსუდან გერგაული.

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 10/03/2026

Last week, the Chairman of the Board of GAA, Davit Tabatadze, participated in panel discussions at Young Eurasia Arbitration Week, held in Astana, Kazakhstan, organized by the AIFC Court and International Arbitration Centre and .

Davit Tabatadze spoke about the key factors influencing the selection of an arbitration seat and Georgia’s position on the global arbitration map. He also contributed to a panel discussion on the enforcement of arbitration awards, focusing on lessons learned and emerging trends in Central Asia and the South Caucasus.

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 06/03/2026

📌GAA has been a steadfast supporter of the Pre-Moot over the years, and we are immensely proud to have served as the official co-host and co-organizer of the 15th Tbilisi Vis Pre-Moot.

📌We wish all participants the very best of luck in Vienna for the final rounds.

📌Once again, we extend our sincere thanks to the sponsors BLC, J&T, BOG, Andersen in Georgia, Gvinadze & Partners LLC, MKD, LPA, Dentons, BLB, GVELEBIANI LAW, Justice League, TSU and UG for their invaluable support in helping us organise this magnificent and highly successful event. BLC Law OfficeJ&T CONSULTINGსაქართველოს ბანკი • Bank of GeorgiaBLBAndersen in GeorgiaGvelebiani LawMKD LAWJustice League • ჯასთის ლიგათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State Universityსაქართველოს უნივერსიტეტი • The University Of GeorgiaLPA Law Firm

Photos from საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA's post 05/03/2026

🔹გასულ კვირას, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებზე.
🔹სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრები, ისე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები.
🔹შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საარბიტრაჟო ინსტიტუტის და ტრიბუნალის (არბიტრების) შერჩევის კრიტერიუმებთან, არბიტრების სიებთან და სიებს მიღმა არბიტრების შერჩევის შესაძლებლობასთან.
🔹ასევე განხილული იქნა პრობლემები, რომელიც უკავშირდება როგორც საარბიტრაჟო წარმოების პროცესს, ასევე სასამართლოს, მათ შორის, ცნობა-აღსრულების გაჭიანურებას.
🔹შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომხმარებლო არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ცვლილებების მიზანშეწონილობაზე, რომლითაც შესაძლებელია სხვაგვარად დარეგულირდეს საარბიტრაჟო შეთანხმების დადება მომხმარებელთან.
🔹GAA-ს თავმჯდომარემ, დავით ტაბატაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია GAA-ს არბიტრთა აკრედიტაციის პროგრამებსა და აკრედიტებულ არბიტრებზე.
🔹საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, წლებია თანამშრომლობს საქართვლოს ბიზნეს ასოციაციასთან და როგორც ადრინდელი, ასევე აღნიშნული შეხვედრაც დროული და ნაყოფიერი იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლის და სამომავლო გეგმების თვალსაზირისით.

24/02/2026

📣არ გამოგრჩეთ აკრედიტაციის I მოდულზე დარეგისტირება!
👇 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://drive.google.com/file/d/1Y5DWmkiTwT8NDWoE5BvyDwPAGoi1Rm7d/view?usp=share_link
🔸აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა - 2026 წლის 2 მარტი!

👇რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfJM1FQdBiFfwF-690w709ILB41jHb13op0yXgOS_ocoy313Q/viewform?usp=header

📢 არბიტრთა ასოციაციის აკადემიის 1-ელ მოდულზე აპლიკაციების მიღება იწყება!
🔹 საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უკვე მეშვიდედ იწყებს მიღებას არბიტრთა აკრედიტაციის 1-ელ მოდულზე: საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში.
🔹 კურსი უნიკალურია სწავლების მეთოდიკით, სილაბუსის სტრუქტურით, მასალების აქტუალობითა და მრავალფეროვნებით და ტრენერების კვალიფიკაციით.
📎 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://drive.google.com/file/d/1Y5DWmkiTwT8NDWoE5BvyDwPAGoi1Rm7d/view?usp=share_link
🔸აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა - 2026 წლის 2 მარტი!
🔹მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია მოხდება "პირველადი მომართვის" პრინციპით. გადაჭარბებული ინტერესის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ ასოციაციის წევრებს!
📎 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfJM1FQdBiFfwF-690w709ILB41jHb13op0yXgOS_ocoy313Q/viewform?usp=header

21/02/2026

📡საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის განცხადება სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით

🔹 ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე, რომელში გამოხატული სამართლებრივი პოზიციაც, ჩვენი მოსაზრებით, არ შეესაბამება მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს შინაარსა და მიზანს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა და მით უფრო, პრაქტიკაში განმტკიცება, არსებითად შეაფერხებს არბიტრაჟის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის, განვითარებას საქართველოში.

🔹 მოწოდებული ინფორმაციის და განჩინების ასლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლო, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების განცხადებას არ იღებს წარმოებაში, თუ წარდგენილი არის საარბიტრაჟო შეთანხმების „არადედანი (არა სველი) სახით“. საქმე ეხება შემთხვევ(ებ)ას, როდესაც შეთანხმება დადებული არის დასკანერებული ფორმით ასლების გაცვლის გზით.

🔹 არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თანახმად საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს, ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის გზით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის. მეტიც, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულად ითვლება თუ მხარეები გაცვლიან საარბიტრაჟო სარჩელსა და შესაგებელს, იმგვარად, რომ მოპასუხე არ უარყოფს/სადავოდ არ გახდის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას. შესაბამისად, კანონი უშვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სტანდარტული „წერილობითი“ ფორმით დადებული შეთანხმება, შესაძლოა, საერთოდ არც არსებობდეს. ამგვარი რეგულირების პირობებში, მხარისთვის „დედანი“ დოკუმენტის მოთხოვნა აზრს უკარგავს და ეწინააღმდეგება კანონის მე-8 მუხლს.

🔹აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „არბიტრაჟის შესახებ“ და მეტიც, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლების არსსა და სტანდარტებთან.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს [...] ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“ კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს, რომ დედანი ან დამოწმებული ასლი მოთხოვნილია „ასეთის არსებობის შემთხვევაში“. როდესაც ხელმოწერილი საარბიტრაჟო შეთანხმება გაცვლილი არის ელექტრონული ფორმით, მხარეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს ან აღარც არსებობდეს ე.წ. „სველი ხელმოწერით“ დამოწმებული შეთანხმება. მეტიც, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულია ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის გზით საერთოდ არ არსებობს ე.წ. სველი ხელმოწერით დამოწმებული დედანი. კანონი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაში, ცნობა-აღსრულების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებას. პირიქით, კანონი ავალდებულებს სასამართლოს მიიღოს განცხადება და არსებითად განიხილოს იგი. არსებითი განხილვა თავის მხრივ, არ გულისხმობს ტრიბუნალის კომპეტენციაში შეჭრას. არამედ, ცნობა-აღსრულების პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს არბიტრაჟის შესახებ კანონს. სასამართლომ უნდა შეაფასოს საარბიტრაჟო განხილვის დროს, მოპასუხე მხარემ გახადა თუ არა სადავო საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმის/ნამდვილობის საკითხი, დასაბუთებული შედავების წარდგენის შემთხვევაში იმსჯელა თუ არა ტრიბუნალმა აღნიშნულზე, დასძლია თუ არა მოპასუხემ კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი და ა.შ.

🔹 ხელმოწერის „[...]დედანი ([...] სველი) სახით“ წარმოდგენის მოთხოვნა, არათუ არ ეფუძნება კანონის ტექსტს, არამედ ეწინააღმდეგება მისი რეგულირების ლოგიკასა და მიზანს. გარდა ამისა, მსგავსი მოთხოვნა პრაქტიკულად შეაფერხებს სამოქალაქო ბრუნვის მოქნილობასა და არბიტრაჟის ეფექტიან ფუნქციონირებას, ვინაიდან ელექტრონული ფორმით დადებული შეთანხმებები თანამედროვე დოკუმენტბრუნვის პირობებში სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.

🔹 სააპელაციო სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის მიღებაზე უარის თქმა მსგავსი საფუძვლით, წარმოადგენს კანონის საწინააღმდეგო, ხელოვნურ ბარიერს, რომელიც მხარეს უზღუდავს სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების უფლებას.

🔹 არბიტრთა ასოციაცია, იყენებს, რა ამ შესაძლებლობას, კვლავ ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოების მიერ, საარბიტრაჟო საქმეებთან დაკავშირებული განჩინებების გასაჯაროების მნიშვნელობას. წინამდებარე განცხადებითაც, კვლავ მოვუწოდებთ სააპელაციო სასამართლოებს გამოაქვეყნონ გადაწყვეტილებები, თუნდაც იმგვარი ფორმატითა და სტანდარტით, როგორც ამას უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

🔹 ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპის დაცვისთვის, ასევე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და არბიტრაჟის ინსტიტუციური განვითარებისათვის, გამჭვირვალობა და საჯაროობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.

🔹 არბიტრთა ასოციაცია გააგრძელებს სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგს.

16/02/2026

📢 არბიტრთა ასოციაციის აკადემიის 1-ელ მოდულზე აპლიკაციების მიღება იწყება!
🔹 საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უკვე მეშვიდედ იწყებს მიღებას არბიტრთა აკრედიტაციის 1-ელ მოდულზე: საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში.
🔹 კურსი უნიკალურია სწავლების მეთოდიკით, სილაბუსის სტრუქტურით, მასალების აქტუალობითა და მრავალფეროვნებით და ტრენერების კვალიფიკაციით.
📎 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://drive.google.com/file/d/1Y5DWmkiTwT8NDWoE5BvyDwPAGoi1Rm7d/view?usp=share_link
🔸აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა - 2026 წლის 2 მარტი!
🔹მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია მოხდება "პირველადი მომართვის" პრინციპით. გადაჭარბებული ინტერესის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ ასოციაციის წევრებს!
📎 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfJM1FQdBiFfwF-690w709ILB41jHb13op0yXgOS_ocoy313Q/viewform?usp=header

12/02/2026

Georgian Association of Arbitrators is proud to be a supporting organization of the forthcoming Third Caucasus and Central Asia Construction Forum scheduled to take place in Yerevan, Armenia, on 28-29 April, 2026.

არბიტრი ხელოვნური ინტელექტით თუ ხელოვნური ინტელექტი არბიტრი – არბიტრაჟის ბლოგი 09/02/2026

‼️გამოქვეყნდა GAA- ს 2025 წლის სტატიათა კონკურსში გამარჯვებული საინტერესო სტატია/ბლოგი-პოსტი, გიგი ყურაშვილის ავტორობით: "არბიტრი ხელოვნური ინტელექტით თუ ხელოვნური ინტელექტი არბიტრი"
https://georgianarbitrationblog.ge/2026/02/07/არბიტრი-ხელოვნური-ინტელე/

🔹ეწვიეთ GAA-ს ბლოგს და გაეცანით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საინტრესო სტატიებს.
🔹ასევე, თუ სურვილი გაქვთ, რომ გამოაქვეყნოთ ბლოგზე თქვენი ბლოგ-პოსტი, შეგიძლიათ გაეცნოთ სარედაქციო სახელმძღვანელოს და იქ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგზავნოთ წერილი.
hashtag

არბიტრი ხელოვნური ინტელექტით თუ ხელოვნური ინტელექტი არბიტრი – არბიტრაჟის ბლოგი შესავალი დავიწყოთ ძალიან შორიდან. 1455 წლის 6 ნოემბერი იდგა. გერმანიის ქალაქ მაინცში რაინის მდინარიდან მონაქროლი ქ.....

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


2 Leonidze Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00