საქართველოს განვითარების ფონდი/Development Fund of Georgia
The fund is assigned Fitch rating "BB", which is equal to sovereign ceiling of Georgia. in projects at their initial stage of development.
„საქართველოს განვითარების ფონდი“ (DFG) წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს. მისი მიზანია საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი კერძო ინვესტორების მოზიდვა და მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით. PF was created on the basis of consolidating the ownership of the largest Georgian state owned enterprises operating in transportation, energy and infrastructure sectors. PF’s ma
25/02/2026
„საქართველოს განვითარების ფონდი“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ფონდის საქმიანობის შესახებ გამოთქმულ ინტერესს, აგრეთვე, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ფონდის შესახებ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას.
დაუსაბუთებლად გაჟღერებული მოსაზრებების საპასუხოდ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, მოგაწოდოთ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფონდის ბოლო 2-წლიანი ფინანსური შედეგებისა და დაარსებიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შესახებ.
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Nexia“-ს ანგარიშის მიხედვით, ფონდის 2024 წლის წმინდა მოგებამ 35.8 მლნ ლარი, საოპერაციო მოგებამ – 23 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ჯამური აქტივების ღირებულებამ 360 მლნ ლარს გადააჭარბა.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ფონდმა წელი 27 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და ყველა ფინანსური ინდიკატორი დადებითია. ფონდმა გაზარდა როგორც ლიკვიდურობა, აგრეთვე – აქტივები და კაპიტალი. 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასაჯაროვდება.
რაც შეეხება ფონდის საქმიანობას 2011 წლიდან დღემდე, ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით, წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ ასეულობით მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო განხორციელებული პროექტების ფარგლებში, შექმნილია 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
მოგახსენებთ, რომ 2025 წლის მონაცემებით, დამტკიცებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 264 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფონდის მაღალი ეფექტიანობა დასტურდება მოზიდული კაპიტალის მულტიპლიკატორით: ფონდის მიერ ინვესტირებულ ყოველ 1 აშშ დოლარზე 7.7 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოდის.
ფონდის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტები განხორციელდა ენერგეტიკის, მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე ბრენდული სასტუმროების მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგების
ხელშეწყობის მიმართულებით. მასშტაბურ პროექტებს შორისაა:
● „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – საინვესტიციო მოცულობა 233 მლნ აშშ დოლარი.
● ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – საინვესტიციო მოცულობა 188 მლნ აშშ დოლარი.
● თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა „ATC“ – საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარი.
● ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, შპს „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ – საინვესტიციო მოცულობა 11.3 მლნ აშშ დოლარი
● „პანექსი“ (Panex), სენდვიჩ პანელების საწარმო - საინვესტიციო მოცულობა 6.2 მლნ აშშ დოლარი.
● სასტუმროები: „ბორჯომი-ლიკანი“, „Radisson Collection Tsinandali“, „ლოპოტა სპა რეზორტი“ (გაფართოება), „Gino Wellness Rabati“, „როიალ ბატონი“, კურორტი „საირმე“, „Best Western Kutaisi“ და „ჰილტონ აბასთუმანი“ – პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა 160 მლნ აშშ დოლარამდეა.
● აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა – 23 მლნ აშშ დოლარი.
ფონდის შვილობილ კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ფონდის მიერ 5 მლნ ლარამდე ოდენობის ინვესტირებით 62 პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 11 მილიონ 258 ათასი ლარი შეადგინა და 600-მდე სამუშაო ადგილი შექმნა.
საქართველოში პირველად, ფონდის თანადაფინანსებით, ოპერირება დაიწყო საინვესტიციო ფონდებმა (Gazelle Fund და Caucasus Clean Energy Fund), სადაც თანაინვესტორები არიან ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO), ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდი (DGGF), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. აღნიშნულ პროექტებში ფონდის მიერ ინვესტირებულ 1 აშშ დოლარმა 7 აშშ დოლარი მოიზიდა.
2011 წლიდან დღემდე, ფონდის კუმულატიური ფინანსური შედეგი დადებითია, რაც დადასტურებულია 178.8 მლნ ლარის გაუნაწილებელი მოგებით.
2022 წლის ბოლოს, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად, დასრულდა მსხვილი სახელმწიფო საწარმოების (სს „საქართველოს რკინიგზა“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)“) ფონდიდან გატანის პროცესი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფონდის კონსოლიდირებულ ანგარიშგებებში 2017-2018 წლებში დაფიქსირებული ზარალი სწორედ მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების ზარალს უკავშირდებოდა. კერძოდ, 2017 წელს ფონდის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 632.7 მლნ ლარამდე ასახული ზარალი, ძირითადად, განპირობებული იყო „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ე.წ. „შემოვლითი რკინიგზის“ დაუმთავრებელი პროექტის აქტივის გაუფასურებით, რაც აისახა დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის KPMG-ის აუდიტორულ ანგარიშში.
მოგეხსენებათ, „საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) არასდროს ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული, შესაბამისად, ფონდი საკუთარი სახსრებით უზრუნველჰყოფდა თავის საინვესტიციო პოლიტიკასა და საქმიანობას.
ამ დრომდე, ფონდი აქტიურად მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური წარმოების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელი წარმოების მიმართულებებით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპისა და აზიის ექსპორტის სააგენტოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც იაფი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, აგრეთვე – ქვეყნისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ტრანსფერების მიმართულებით. ამჟამად, განხილვაში არსებული პერსპექტიული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 290 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის სავარაუდო თანამონაწილეობა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით
განიხილება.
„საქართველოს განვითარების ფონდი“, წარსულში – „საპარტნიორო ფონდი“, თავისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან და რთულ ეტაპზე გამოირჩეოდა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, შესაბამისად, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, ასევე – ფონდის საქმიანობით გულწრფელად დაინტერესებული ნებისმიერი ცალკეული პირისათვის, ორგანიზაციის კარი ყოველთვის ღიაა. ამასთან, ფონდის მენეჯმენტი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომის ფორმატში, ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მიუხედავად მათი ფრაქციული კუთვნილებისა და შესაბამისად, საქართველოს მოსახელობას, რათა მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ.
მოვუწოდებთ ყველა მედისაშუალებასა და საზოგადოების წევრს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც წარმოადგენს მცდელობას, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და მიზნად ისახავს ფონდის რეპუტაციის შელახვას, მის წარმოჩენას წარუმატებელ, წამგებიან ორგანიზაციად.
ფონდის მიერ რეგულარულად გავრცელებული ფინანსური დოკუმენტაცია და დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშები, რომლებიც ასახავს დღემდე ყველა განხორციელებულ ოპერაციას და ადასტურებს საქმიანობის გამჭვირვალობას, გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წარმატებას ვუსურვებთ ორგანიზაციას, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმების ფარგლებში დაფუძნდება და გააგრძელებს „საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობას. გვჯერა, რომ ფონდის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება ახალი საფინანსო ინსტიტუტისთვის.
🌐https://fund.ge/
31/12/2025
12/11/2025
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი თემა ღია, უსაფრთხო, თანამშრომლობაზე დაფუძნებული, გლობლური ციფრული ინტელექტის მომავალი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.
ვრცლად: https://fund.ge/dfg-world-internet-summit/
23/05/2025
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, ბესიკ ბუგიანიშვილმა იტალიის ელჩს და მის მოადგილეს ფაბიოლა ალბანეზეს რეფორმირებული ფონდის მანდატი, სტრატეგია, ასევე, ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
ვრცლად: https://fund.ge/dfc_italianambassador-meeting/
20/05/2025
„საქართველოს განვითარების ფონდმა“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დავით საგანელიძისა და აღმასრულებელი დირექტორის, ბესიკ ბუგიანიშვილის წარმომადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში. ღონისძიება, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს უპირატესობების, ბიზნეს სექტორების განვითარების პოტენციალისა და არსებული მხარდამჭერი პროგრამების განხილვას.
ვრცლად: https://fund.ge/georgia-investment-forum-in-london/
29/04/2025
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს ჰიუგო დებრუაზსა და ეკონომიკური სამსახურის ოფიცერს ქლოი შევენეს რეფორმირებული ფონდის საქმიანობის სპეციფიკის, სტრატეგიისა და ქვეყნის მასშტაბით მის მიერ განხორციელებული ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ვრცლად: https://fund.ge/france-embassy-at-fund/
07/03/2025
მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციის (WIC) სპეციალური მიწვევით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილური კომუნიკაციების კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვა, შესაძლებლობების განვითარება, მის ფუნქციონირებაში ინკლუზიურობისა და მწვანე ენერგიის გამოყენების უზრუნველყოფა. აუდიტორიას თავიანთი ხედვა გააცნეს ისეთი გლობალური ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებმა, როგორებიცაა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანება (ITU), Lenovo, ZTE Corporation და სხვები.
ვრცლად: https://fund.ge/barcelona-congress/
20/01/2025
📊„საქართველოს განვითარების ფონდის“ შესახებ კანონის შესაბამისად, ფონდმა 2023 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგებები გამოაქვეყნა.
✔️ფონდის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ ჩაატარა.
🌐 ვრცლად – https://fund.ge/dfg-financialstatements/
11/12/2024
„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთის კომერციის სამინისტროს დელეგაცია მიიღეს.
ვრცლად: https://fund.ge/site/news/674
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
6 Vukol Beridze Str
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |
