სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

Share

Georgian Civil Aviation Agency (GCAA), Civil Aviation Authority of Georgia
www.gcaa.ge

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირების განხორციელება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
სააგენტოს უმთავრესი მიზანია უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, რაც მიიღწევა სააგენტოს მიერ შესაბამისი წესების შემუშავების, გამოცემისა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის გზით.
სააგენტოს ამოცანებია: უსაფრთხოების ევროპული ს

Photos from სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA's post 29/04/2026

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა.

აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების თაობაზე განაცხადი შემოიტანა. 2019 – 2025 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ავიაკომპანიებმა 11 ჩარტერული რეისი შეასრულეს.

შეხვედრას დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი.

27/04/2026

✈️ 2026 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 4.28%-ით, ხოლო შესრულებული ავიარეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ვრცლად იხილეთ: https://tinyurl.com/mr386unn

26/04/2026

✈️ 26 აპრილს მფრინავთა მსოფლიო დღე აღინიშნება. მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მფრინავების პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს მგზავრთა დაცულობას, საიმედო და კომფორტულ გადაადგილებას საჰაერო ტრანსპორტით.

დღეის მდგომარეობით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებასა და საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული 204 მოქმედი პილოტი ზრუნავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მფრინავთა მსოფლიო დღეს ულოცავს მოქმედ და ვეტერან მფრინავებს, სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად ეუფლებიან პილოტის პროფესიას, საერთაშორისო ეკიპაჟებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ვულოცავთ თითოეულ პილოტს, რომელიც საქართველოს ცას კვეთს!

მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის!

The GCAA congratulates active and veteran pilots, students currently pursuing the piloting profession, and the international crews operating daily within the Georgian aviation market on World Pilots' Day. We extend our warmest wishes to every pilot crossing the Georgian skies!

Thank you for your dedicated service and professionalism!

Photos from სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA's post 22/04/2026

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი ICAO-ს გენერალურ მდივანსა და საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მაროკოს სამეფოს ქალაქ მარაკეშში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური იმპლემენტაციის მხარდაჭერის სიმპოზიუმში (ICAO GISS 2026) მიიღო მონაწილეობა.

ICAO-ს გენერალურ მდივან ხუან კარლოს სალაზართან და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ნიკოლას რალოსთან შეხვედრაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნის ავიაციის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საქართველოში საავიაციო სექტორის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მზარდ საჰაერო მიმოსვლაზე და ამ ფონზე საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის მაღალი სტანდარტების არსებობაზე. შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ვრცლად იხილეთ: https://tinyurl.com/y6f7wss2

22/04/2026

✈️ ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს / Condor brings back regular air service between Frankfurt and Tbilisi

გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად, Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.

15/04/2026

✈️ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 15 წლისაა
Georgian Civil Aviation Agency celebrates its 15 Year Anniversary
#უსაფრთხოფრენებისთვის #ავიაციისგანვითარებისთვის

14/04/2026

✈️ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, განმეორებით გამოცხადდა ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე:

სააერნაონსო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ძირითადი ფუნქციები:

🔵 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სასერტიფიკაციო და საზედამხედველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
🔵 საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში);
🔵 საერთაშორისო ან/და ევროპული საავიაციო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების ან/და ცვლილებების გაცნობა, ანალიზი, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
🔵 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმების პროცესის წარმართვა/მონაწილეობის მიღება და დასკვნის მომზადება;
🔵 საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
🔵 ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში) და სხვა.

შერჩეული კანდიდატს, რომელიც მოცემულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიან გამოცდილებას დააგროვებს და დააკმაყოფილებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო მომზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭება საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) უფლებამოსილება და დაეკისრება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

🔵 საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების მიმართულებით სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
🔵 სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
🔵 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობა;
🔵 საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება და ზედამხედველობა;
🔵 ტექნიკური საშუალებების აღიარება;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
🔵 ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი და სხვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

🔵 უმაღლესი საინჟინრო განათლება, სასურველია - სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით;
🔵 სწავლება კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით;
🔵 შესაბამის სფეროში (საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურება) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და საკონკურსო განაცხადის შესატანად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/98569?active=1

11/04/2026
09/04/2026

✈️ ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება / Wizz Air Malta to increase flight frequency on Venice - Kutaisi - Venice route

2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.

ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

09/04/2026

✈️ ასტანა - ბათუმი - ასტანას მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება / FlyArystan to launch Astana - Batumi - Astana scheduled operations

ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა - ბათუმი - ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა.

დღეისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, S**t Airlines-ი და FlyArystan-ი ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება.

03/04/2026

✈️ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება / Air Cairo launches new seasonal flights between Cairo and Batumi

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.

დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Beginning Of I Kheivani Street
Tbilisi
0114