26/05/2026
საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia
დაზოგე შენთვის, დაზოგე მომავლისთვის!
26/05/2026
22/05/2026
✔️ საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების საკითხებს მიეძღვნა.
✔️ ღონისძიების ფარგლებში ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, კორპორაციული გამჭვირვალობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
✔️ დისკუსიისას ანა ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ინვესტორისთვის ხარისხიანი მდგრადობის ანგარიშგება ამცირებს ინფორმაციულ ასიმეტრიას და კომპანიების ერთიანი სტანდარტით შეფასების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, ანამ აღნიშნა, რომ მდგრადობის ანგარიშგება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ის ხელს უწყობს რისკების უკეთ შეფასებას, გამჭვირვალობის ზრდასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას
19/05/2026
✔️ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრმა, თეონა გუნცაძემ, და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ, მონაწილეობა მიიღეს ლონდონში, Institutional Investor -ის მიერ ორგანიზებულ ევროპულ საინვესტიციო კონფერენციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის წამყვანი საპენსიო ფონდები და ინსტიტუციური ინვესტორები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და შეხვედრები.
✔️ ღონისძიების ფარგლებში თეონა გუნცაძემ მოდერაცია გაუწია დისკუსიას თემაზე — „Private Credit: Building an Allocation from the Ground Up“ — სადაც გლობალური ინსტიტუციური ინვესტორების მონაწილეობით განიხილებოდა აქტივების განაწილების მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
✔️ ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში — „Building Resilient Portfolios for Known and Unknown Unknowns“ — სადაც მიმოიხილეს საინვესტიციო პორტფელების მდგრადობა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური შოკების მიმართ სუვერენული და საპენსიო ფონდების კონტექსტში.
✔️ ამგვარი ფორმატის ფორუმები ღირებულ პლატფორმას წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციურ ინვესტორებთან გამოცდილების გაცვლისა და გლობალური საინვესტიციო პერსპექტივების შედარებისთვის და ხელს უწყობს საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პრაქტიკის შემდგომ განვითარებას.
11/05/2026
📊 საქართველოს საპენსიო ფონდის 30 აპრილის სტატისტიკური მონაცემები
✔️ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 735 ათასი ადამიანია.
✔️ 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 31, 286 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 153,2 მილიონი ლარი.
✔️Აპრილის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
⬇ ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/TZxkd
11/05/2026
🌍 აპრილში საპენსიო ფონდის პორტფელებმა ძლიერი აღდგენა აჩვენა, რასაც, მარტში გაზრდილი მერყეობის შემდეგ, გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრმა გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
📈 ინვესტორთა განწყობა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესდა. ამავდროულად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დადებითი კვარტალური შედეგები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული განახლებული ოპტიმიზმი ტექნოლოგიურ და ნახევარგამტარების სექტორებზე პოზიტიურად აისახა. აღნიშნულმა გარემოებამ განსაკუთრებით იმ პორტფელების შედეგებზე იმოქმედა, სადაც საერთაშორისო აქციების წილი შედარებით მაღალია.
⬇ ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/w4gwC
04/05/2026
🌐 საქართველოს საპენსიო ფონდი, BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, შეუერთდა მასშტაბურ საერთაშორისო კარიერულ კვირეულს — „International Career Week | Spring 2026“.
📊 საპენსიო ფონდსა და უნივერსიტეტს ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობა აკავშირებთ: ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ფონდის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
🔹 საქართველოს საპენსიო ფონდი მზად არის უწყვეტად დაუჭიროს მხარი სასწავლო დაწესებულებებს მსგავსი ინიციატივების ფარგლებში და მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს სტუდენტური დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდამჭერ აქტივობებში.
11/04/2026
💫 გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
08/04/2026
📢 ინფორმაცია უქმე დღეებთან დაკავშირებით
2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, უქმე დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს საპენსიო ფონდის მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში, ცხელ ხაზსა და იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში არ იქნება შესაძლებელი ფონდთან დაკავშირებული მომსახურების მიღება.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
14 A. Politkovskaya Str
Tbilisi
0186
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
