01/06/2026
✅ გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით ⬇️
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
თქვენი გზამკვლევი წარმატებული სოფლისკენ!
01/06/2026
✅ გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით ⬇️
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთავში აღნიშნავს
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
26/05/2026
✅ სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში მრავალფეროვან თემატურ აქტივობებს მართავს.
👤 რუსთავის თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ ზურაბ გოზალიშვილთან, ქ. რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
✔ ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას, დაესწრონ ღვინის დეგუსტაციასა და კულინარიულ მასტერკლასს.
✔ ღონისძიებაზე წარმოდგენილია რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოფენილია ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოწყობილია საინფორმაციო კედელი, იმართება საბავშვო წარმოდგენები, ხოლო დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოწყობილია ფოტოზონები.
📍 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე იმართება ქალაქ ფოთში, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობებს მართავს, და ქალაქ ამბროლაურში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის დეგუსტაციასა და კულტურულ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს სტუმრებს.
✅ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
✔ 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება, ხოლო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.
➡️ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Q3Hl9B
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
26 მაისი - ეს დღე ჩვენია !
25/05/2026
25/05/2026
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში აღნიშნავს
✅ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
📍 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ქალაქ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნავს.
✔️ ქ. რუსთავში თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ღონისძიება ეფუძნება 26 მაისთან დაკავშირებული წლევანდელი ღონისძიებების ერთიან კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება.
✔️ ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას. დაესწრონ ღვინის დეგუსტაციასა და კულინარიულ მასტერკლასს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოიფინება ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოეწყობა საინფორმაციო კედელი, ჩატარდება აქტივობა „დარგე შენი სახელობის ხე“.
✔️ გაიმართება საბავშვო წარმოდგენა. დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოეწყობა ფოტოზონა.
✔️ 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.
➡️ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4f65ZAG
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
21/05/2026
✅ ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი
✔ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა.
✅ საქართველოს პავილიონში ქართული წარმოების ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი წარადგინეს კომპანიებმა :
✔ ალალი • ALALI
✔ ჰობი • HOBY
✔ Nuts Incorporated LLC
✔ Winery Bediani
✔ Britsa Winery
✔ ფრიქსი • FRIXX
✔ ემელ ფუდ ჯორჯია
👤 ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.
📈 საერთაშორისო გამოფენა „World of Private Label International Trade Show“, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტის (Private Label) ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია და სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
➡ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4eYJeyz
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
11/05/2026
✅ გაეცანით სოფლის განვითარების სააგენტოს გასული კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს ⬇️
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |