გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Share

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროების მართვა და განვითარების ხელშეწყობა.

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 03/06/2026

✅ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული „ევროპის ტყეების“ (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

🔸ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, დეკლარაციას ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა მოაწერა.

🔸დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ტყის რესურსების დივერსიფიკაციას, ფინანსური რესურსების მობილიზებას, სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას.

👤„მინისტერიალში მონაწილეობა, როგორც „ევროპის ტყეების“ პროცესის ხელმომწერი მხარე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდის, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის წარმოჩენისა და ტყის მდგარდი მართვის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვით და სატყეო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26458

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 03/06/2026

✅ ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა.

🔸მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

👤„გარემოს დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სახეობათა აღდგენის რამდენიმე პროექტს და ხელშესახები შედეგები უკვე გვაქვს. გარდა ამისა, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და წარმატებული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით გამოწვევები მზარდია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგვცემს და ჩვენს გარემოს მეტად დაცულს გახდის. საქართველოს და ბელარუსს შორის არსებობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოტენციალი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

🔸შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც გულისხმობს დაცული ტერიტორიების მართვისა და დაგეგმვის, ეკოტურიზმის განვითარების, იშვიათი სახეობების აღდგენის და მონიტორინგის, გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26457

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 03/06/2026

✅ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სატყეო მეურნეობის მინისტრს ალექსანდრ კულიკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტყის მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრმა ქართული დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორის და სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

👤აღინიშნა, რომ ტყის აღდგენის მექანიზმები, ტყის ხანძრების პრევენცია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სამონადირეო მეურნეობების და ეკოტურიზმის განვითარება ის მიმართულებებია, სადაც უწყებები გამოცდილების გაზიარებით და ერთობლივი პროექტებით ითანამშრომლებენ.

👤„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით ახორციელებს რეფორმას, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსის დაცვის და გამოყენების გამართული მექანიზმის შექმნაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელმაც წარმატებული შედეგი აჩვენა. ვფიქრობ, ბელარუსის სატყეო მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას შევძლებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

🔸შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სპეციალისტების გადამზადებასა და ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26456

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 03/06/2026

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

🔸საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“ წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში, დავით სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს, სოფლის მეურენობის და სურსათის მინისტრს, იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს უმასპინძლა.

👤„წელს ქართული პროდუქცია პირველად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა ქართული სტენდი, რაც ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ. არსებული მაღალი ინტერესი მომავალში კონკრეტულ პარტნიორობებსა და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებში აისახება, რაც, ცხადია, ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას, ექსპორტის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26455

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

Photos from სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA's post 02/06/2026

✅ თბილისში, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს ECPGR-ის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.

🔸 ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გახსნა.

02/06/2026

✅ 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

🔸მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს.

🔸მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.

🔸სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს.

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 02/06/2026

✅ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება.

🔸ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.

🔸შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

🔸შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი იური გორლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

👤„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26454

✅ Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia, Mr David Songulashvili, pays an official visit to the Republic of Belarus.

🔸As part of the visit, Minister Songulashvili held a meeting with Deputy Prime Minister of the Republic of Belarus, Mr Yuri Shuleiko.

🔸During the meeting, the parties discussed opportunities to deepen trade and economic cooperation between Georgia and Belarus, emphasising the importance of collaboration in the agri-food sector.

🔸The meeting was attended by the Minister of Agriculture and Food of the Republic of Belarus, Mr Yuri Gorlov, Deputy Minister of Foreign Affairs, Mr Pavel Utyupin, and other senior officials.

👤“Georgia and Belarus possess significant potential for further strengthening bilateral cooperation. Agriculture is one of the leading and strategically important sectors of both economies, providing a solid foundation for expanding trade in agricultural products. Considerable opportunities exist for exporting dairy products from Belarus, including increasing exports of Georgian wine and other agricultural products to the Belarusian market. Furthermore, the exchange of experience and expertise in the fields of environmental protection and sustainable forest management is of particular importance,” stated Mr David Songulashvili.

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 01/06/2026

✅ გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით ⬇️

#გარემოსდაცვა2026
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

01/06/2026
Photos from სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო's post 31/05/2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა სააგენტოს ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მარშალ გელოვანის 34
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00