ახალი საბურთალო • Ahali Saburtalo

ახალი საბურთალო • Ahali Saburtalo

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალი საბურთალო • Ahali Saburtalo, Political organisation, Tbilisi.

01/06/2026

"სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, უმჯობესია მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია რომ “ანონიმური” მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ეს აწმყოსაც და მომავალსაც სჭირდება, ასევე, ისტორიამაც პირუთვნელი ფაქტები უნდა შემოინახოს.

ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი.

როცა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მისი საპატიმროდან დახსნისა და უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ, პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციაზე გათვლით, კისრულობს ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასრულებს კიდევაც ამ პირობებს - ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი!

როცა ფარული გარიგების საკვანძო ფიგურა, ის “ანონიმური” მოღალატეა და როცა ისიც და სააკაშვილიც, თუ მისი მეშვეობით სააკაშვილი, როგორც გენებოთ ისე თქვით, სულ ბოლოს, გარიგების აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს, ხელისუფლებამ გადააგდო და პატიმრობაში ჩატოვა - ეს აღარ არის პერსონალური კონფლიქტი.

ადამიანები, რომლებიც ჩემი წინა წერილით სხვადასხვა სუბიექტურ დისკომფორტს განიცდით და ამბობთ ამ დიქტატურაში რა დროს ეს იყოო, არ მახსენდება თქვენი თუნდაც შეშმუშნულობა სააკაშვილის მიერ თვეების განმავლობაში, გაბმით, ყოველდღიურად წარმოებულ უსუფთაო კამპანიაზე, საჯაროდ ხმაც არ ამოგიღიათ. ჩემი ხუთწლიანი თავშეკავებულობა, მით უმეტეს, არ გინდათ გახსოვდეთ.

სააკაშვილმა სულ ბოლო თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა, აქციას კი არაუშავდა, მაგრამ როცა ბევრად მეტი ხალხი მზად იყო ჩემი ციხიდან დასახსნელად, ასეთ აქციებს მელია შლიდაო. პრაქტიკულად, ხალხი კი მზად იყო დახოცილიყო მზის ქვეშ ლაღი ირმებივით, მაგრამ მელია სახლებში აბრუნებდაო.

ასე რომ, პირიქით ბიკი ყუფარიობა საშინლად არაგულწრფელ იერზე აყენებს მავანსა და მავანს, ანუ მათ ვინც ამოტრიალებული ბიკი ყუფარიობა გადაწყვიტეს და თქვეს ნიკას ბრალიც არის და მიშასიცო, რა დროს ახლა ეს იყოო…

საქმე ეხება არა კერძო საკითხის გამორკვევას, არამედ აუცილებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას, რის გარეშეც ბრძოლის ველზე ყოფნა, დანაღმულ ველზე გადაადგილებას ჰგავს.

ხალხი გაიგებს სიმართლეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ / ზეგ სააკაშვილივით უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცეს.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ ახალი ნაბიჯის და ახალი საკუთარი სიტყვის, აი, თუნდაც მართალი იყოს, მაინც ეშინია. ვიცნობ ასეთებს. ასეთები ცხოვრების სიმძიმეს ხშირად ქედს უხრიან.

მაგრამ მადლობა ღმერთს, ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის გზას ირჩევენ და ამაყი ვარ, რომ ბევრი ასეთი ადამიანის თანამოაზრე და მეგობარი ვარ.

ვინც ფიქრობს, რომ სიმართლის გარეშე, მისი ცოდნის გარეშე, გამარჯვება შესაძლებელია, არა, დიდი ტყუილია. ასე, ადამიანები გამარჯვებაზე ოცნებობენ მხოლოდ, თავს იტყუებენ - თავის შექცევაა და სხვა არაფერი! დიახაც, რომ თავის შექცევაა.

მე პირველი შეურაცხვყოფ ჩემს თავს, თუ ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებზე ვიტყვი უარს.

პოლიტიკაში 2014 წლიდან ჩავერთე, ძალიან მძიმე გარემოში. არ მახსენდება მაშინ არც ერთი ჩემი ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნათესავი, რომელიც მიესალმა ჩემ მაშინდელ გადაწყვეტილებას.

მჯეროდა ჩემი ნაბიჯის, ინსტიქტისა და სიახლის პრეტენზიით ჩავერთე უმძიმეს დროს, უმძიმეს ბრძოლაში.
ვიმეორებ, მხოლოდ სიახლის პრეტენზიით ჩავერთე და სხვის ნასუფრალზე პოლიტიკური ლუკმა არასოდეს მიძებნია.

რამდენიმე წელიწადში მაშინდელ პარტიას ათობით ათასი ახალი ამომრჩეველი შევძინე. კიდევ უფრო მოგვიანებით, განსაკუთრებით 2019 / 2020 / 2021 წლებში პარტიისთვის ეს ახალი ამომრჩეველი მნიშვნელოვნად სცდებოდა 100 000-ს. ანუ ამომრჩეველთა იმ ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა ჩემი პოლიტიკური პოზიცია და არჩევანსაც ამის მიხედვით აკეთებდა, რაც უკვე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა.

ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი სიმართლე და უშუალობა, ვცდილობდი მათთან მქონოდა მუდმივი კომუნიკაცია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

ეს მხარდაჭერა ტყუილუბრალოდ და ჰაერიდან არ მოსულა, ამის უკან დგას 12 წლიანი მძიმე ბრძოლები და მუხლჩაუხრელი გარჯა.

და მაინც, მთელი ეს დიდი მხარდაჭერა აგებულია სიმართლესა და გულწრფელობაზე. ჰოდა, არ ვაპირებ ამ საუნჯეს ზურგი ვაქციო და მათთან გულწრფელი აღარ ვიყო.

მე სააკაშვილთან პოლიტიკური კვეთა, სადაც რაიმე ტიპის პარტნიორობას ჰქონდა ადგილი, მქონდა 2016-2021 წლებში. მე ის 2016 წელს გავიცანი მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა, ძირითადად, ყოველთვის ძალიან რთული და დაძაბული იყო, სადაც დროდადრო, მოურიდებელი სიტყვაც კი ისმოდა.

მე მქონდა ჩემი ხედვა და მას თავისი, ამ ორმა განსხვავებულმა ხედვამ, დროთა განმავლობაში პარტიის ამომრჩეველი რეალურად ორად გაყო, ის პარტია ბოლოს უფრო კოალიციას ჰგავდა, ვიდრე პარტიას. პარტიას ჰყავდა ორი პოლიტიკოსი, რომელზეც პრაქტიკულად თანაბრად იყო გადანაწილებული დიდი ელექტორალური ბაზა. სააკაშვილზე მოდიოდა 52%, ჩემზე 48%, ასე იყო უკვე 2021 წლის მაისი / ივნისის მონაცემებით და ეს ისედაც უკვე ხელშესახებად ჩანდა.

2021 წლის ბოლოდან, ეჭვიანობამ თავისი ქნა და მოხდა ის, რაც მოხდა! თუმცა ძალიან ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის და მალე უნდა შეიტყოს სიმართლე, კონკრეტული შეუვალი ფაქტებით ყველა კვანძი უნდა გაიხსნას და ამის შემდეგ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებს სწორი დასკვნის გაკეთებას. ეს არ არის ჩემი მხოლოდ შეგრძნება, ეს არის ჩემი შეგნება და ცნობიერი შესმენა.

ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, სააკაშვილმა ძალიან სწრაფად უნდა დაასახელოს ის “ანონიმური” კაცი. ის ამ საკითხზე ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვეღარ გავა." | ნიკა მელიას წერილი ციხიდან

29/05/2026

“სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს.

გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო!

ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც.

სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.

როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.

ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.

რატომ იყო “ის კაცი” მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი ვივამედში ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!

ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.

სააკაშვილი “იმ კაცს” საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, “ის კაცი” იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.

სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს.

მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს.

სააკაშვილს, 2021-2022 წლების უმძიმესი მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური წარსული გუდა-ნაბადივით მაშინაც ზურგზე კიდია, როცა მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევს.

სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!

სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში შვიდჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა.

ხუთი წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი. ის ვივამედში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა, ის ჩემ ადგილზე ასჯერ მოჰყვებოდა.

თუმცა კი, როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს, თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით, თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ხელს ვეღარ შევუწყობ მისი კომპლექსების მისსავე ყალბ ბრალდებებში შეფუთვის მცდელობას, რითაც ყოველ ჯერზე რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული, მაგრამ ზედმეტი აღარ იქნება შევნიშნო, რომ როცა მეორე ადამიანის ღირსება და პატივი ილახება და ცილისმწამებელი ცდილობს ეს მისი ქცევა ისე გაიგემრიელოს, რომ სტაბილურ მოვლენად აქციოს, რა თქმა უნდა, მის ამ გატაცებას მძიმე ბოლო ელოდება.

ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი.

ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.

პლუს, სააკაშვილს “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო…

ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.

დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო.

მისი წვლილი იმ უმაგალითო ოპოზიციურ ერთობასა და 2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე, მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა სალტო მორტალე, რითიც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა. ამის შემდეგ კი ზემოთ უკვე ვახსენე რა ფარული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც საზოგადოება აუცილებლად დეტალებში გაიგებს.

კიდევ ერთი, 2021 წელს [მაისი-ივნისში] დახურული სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როცა მე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საერთო მერობის კანდიდატს ვეძებთ. მე უკვე ციხიდან გამოსული ვარ.

ბევრი ვეცადეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო და საინტერესო კანდიდატებთან შეთანხმებას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ, ოპოზიცია ტაქტიკურად მეორე ტურებში მთლიანად გავვერთიანდით და აქ მამუკას წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამუკას და ჩემმა ასეთმა ურთიერთობამ და სვლებმა საააკაშვილი უფრო მეტად შეაშფოთა.

კვლევას რომ დავუბრუნდე. კვლევამ აჩვენა, რომ მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა ძალიან ბევრი ახალი ამომრჩეველი, რომელთათვისაც ხმის მიცემის ფაქტორი სააკაშვილი არ იყო. მისი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ პარტიის ამომრჩეველთა 52%-სთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ რეალობამ, ეჭვიანობის ნიადაგზე ის დამატებით მოშალა.

ვინ იცის, ჩემ თავს რამდენჯერ შევკამათებივარ უნდა მეთქვა თუ არა თქვენთვის ეს ყველაფერი ბევრად ადრე, თუნდაც ამ მცირე დოზით. ან კი სწორი იყო უსაფუძვლო ბრალდებებს რომ არ ვპასუხობდი?! ასეა თუ ისე, დღემდე თავს ვიკავებდი! ბევრი იქნება თქვენთან სასაუბრო და სათქმელი…

ძალიან მჯერა ქვეყნის წარმატების, იმ ხელისუფლების ხალხთან მარცხის, რომელმაც თავი აქცია საკუთარი ხალხის ჩაგვრის, როგორც აქტიურ [დაჭერები, ჯარიმები, ძალადობა], ისე პასიურ [გაღარიბება] ინსტრუმენტად!

მჯერა დაღონებულ-დაფიქრებული ხალხის, თითქოს უსიცოცხლო თვალებში ნათელი სხივები ჩადგება და აქამდე განცდილი ყველა მარცხი ერთ დიდ, ძლიერ სტიმულად გადაიქცევა!

თუმცა, მოვალე ვარ ამ ხალხს გითხრათ, რომ ქართული ოცნების ცვლილება ვერასოდეს იქნება სიყალბე, ფლიდობა, ქვებუდანობა, ღალატი და ღალატის ღირსებად გასაღების მცდელობა.

საღ აზრს უნდა განვუდგე, რომ არ ვაღიარო: ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილებით ვიცით, ასე რომ, ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, რამდენადაც ჩემთვის პატივცემული ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამა თუ იმ პლატფორმაზე, გნებავთ დღეს და გნებავთ ხვალ.

სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!

დროებით და გამძლეობა ყველას!” | ნიკა მელიას წერილი ციხიდან

29/05/2026

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიციამ ყველანაირი კონსტიტუციური უფლების დარღვევით, სასამართლომდე ერთი დღით ადრე გაიტაცა ინტერვიუზე მიმავალი ნიკა მელია.

მას შემდეგ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ხელი დააფაროს ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანებს და აბსურდული ბრალდებებით გაუხანგრძლივოს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა.

ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების არც ერთი რგოლი არ არის თავისუფალი ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან და რომ არც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ჩვენს ქვეყანაში დაცული არ არის.

ნიკა მელიას გაუტეხელობა, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა არის რეჟიმთან ბრძოლის მთავარი იარაღი ქართველი ხალხის ხელში: ჩვენი უარი შეგუებასა და დამარცხებაზე.

თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება პოლიტპარიმებს!
ერთად გავიმარჯვებთ!

29/05/2026
27/05/2026

გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია.

ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.

ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.

ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

27/05/2026

ერთად დავეხმაროთ აქციის პიკაპის მძღოლს!

❗️26 მაისის აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მას მანქანა და ტექნიკა ჩამოართვა. დამატებით, გამოუწერეს ჯარიმა და 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.

ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო.

ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.

📌ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

თი ბი სი

📌მიმღები: ნიკა ქვარცხავა

Photos from ახალი • Ahali 's post 26/05/2026
22/05/2026

1 ლარიანი გამოწვევა.

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად!

დონაციის გაკეთება შეგიძლიათ.

თბს:
ბოგ:

ქისა: https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tbilisi