Self-Organization Network / SON
The Self-Organization Network / SON is an English version page of the Georgian student movement (სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი).
The Self-Organization Network / SON is a grassroot student movement focusing on the alternative social, economic and political agenda setting in Georgia.
21/02/2024
18/12/2023
ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში პრემიერის ბრძანების მიხედვით უქმდება კოვიდ განყოფილება, რის შედეგადაც ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში დასაქმებულ 21 თანამშრომელს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი უმუშევრად ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ამ ექთნების უმეტესობა დასაქმებული იყო ამავე კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში პანდემიამდე. ჩვენ ვითხოვთ, რომ მედპერსონალი დაბრუნდეს ქირურგიულ განყოფილებაში ან გადანაწილდნენ კლინიკაში არსებულ სხვა დეპარტამენტებში. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი არ თანამშრომლობს პროფკავშირთან, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, უარს ამბობს ამომწურავი პასუხები გასცეს კლინიკის თანამშრომლებს და კონკრეტული განვითარების სტრატეგია წარუდგინოს. ეს აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას! დღეს, როდესაც ქვეყანაში ექთნების ნაკლებობაა და განსაკუთრებით, ისეთ განთქმულ, ძლიერ და დატვირთულ კლინიკაში,როგორიც ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაა, არ უნდა შემცირდეს ექთნების კადრები. რაც უფრო ნაკლებია ექთანი, მით უფრო დიდია შრომის დატვირთვა და მით უფრო იკლებს პაციენტებისთვის მიწოდებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი. პროფკავშირი სოლიდარობის ქსელის მხრიდან გადაიდგმება ყველა სამართლებრივი ნაბიჯი მედმუშაკების დასაცავად! დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი;
22/07/2023
დღეს, "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "ევექსი" ფლობს კლინიკების 50%-ზე მეტს! არ შეიძლება ბანკი ფლობდნენ ჯანდაცვას! არ შეიძლება ჯანდაცვა იყოს იყოს ბიზნესი, სადაც უყურებენ მხოლოდ მოგებას, ხოლო მედპერსონალი ექსპლუატირებულია ხოლო პაციენტების უფლებები უგულებელყოფილი! ჯანდაცვა ჩვენი უფლებაა!
18/06/2023
პროფკავშირი სოლიდარობის ქსელის სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა მაღაროელებს! კომპანია მათ არ უსმენს! მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. მაღაროელების გაფიცვა უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს!
მოგიწოდებთ ჩვენი პროფკავშირის წევრებსა და სხვადასხვა პროფესიების მშრომელებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ მაღაროელებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაწირვის ხარჯზე შრომობენ, ხოლო მათი შრომა კი არ ფასდება კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან!
10/06/2023
ჯანდაცვის, ზრუნვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ უცხადებს სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერა გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც წლებია გაუსაძლის და მოუწესრიგებელ პირობებში საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად შრომობენ, თუმცა მათი შრომა დაუფასებელია. გაფიცულების მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დატოვება და ღირსეული ანაზღაურებაა. მაღაროელები ასევე ითხოვენ ითხოვენ ხელფასის ზრდას ინფლაციის გათვალისწინებით, კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებებს, ნაყოფიერ შრომაზე წამახალისებელ დანამატს ყველა მშრომელისთვის, სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის საკითხის მოწესრიგებას და ქალაქ ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას.
12/06/2017
The Oligarchs’ Constitution As deteriorating labor rights have sparked protests across Georgia, new amendments, much like the original constitution, are a dream for liberal free-marketeers.
"თბილისის სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელი ელენე ბერიაშვილი ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში საუბრობს განახლებულ შრომის კოდექსზე, მის შინაარსზე და აღსრულებაზე; ორგანიზაციის საქმიანობასა და გამოცდილებაზე.
11/12/2016
აქცია კანცელარიის წინ!
ნიკა ჩერქეზიშვილი უკვე კანცელარიასთანაა და მას სოლიდარობას უცხადებენ მეგობრები!
სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს!!!
#სოლიდარობა #ნიკაჩერქეზიშვილი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Address
Tbilisi
